მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში: პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს
"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში: პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს

სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა და გრე­გო­რი ლეპს­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დუ­ე­ტი ჩა­წე­რეს, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შედ­გა.

სიმ­ღე­რას "9 მა­ი­სი" ჰქვია და რო­გორც რუ­სულ მე­დი­ას სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს სიმ­ღე­რა დიდი სა­მა­მუ­ლო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

"ჩვენ ყო­ველ­თვის ამა­ყად თა­ვა­წე­უ­ლი ვივ­ლით, რად­გან ჩვენ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი მი­ე­დი­ნე­ბა, რო­გორც ჩემ­ში იღ­ვრე­ბა ჩემი ბა­ბუ­ის სის­ხლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც მქვია - იო­სე­ბი. ის ფრონტზე გარ­და­იც­ვა­ლა. თავი გა­წი­რა სი­ხა­რუ­ლის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის და უფ­ლის­თვის.", - გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

მომ­ღერ­ლის თქმით, სიმ­ღე­რის შექ­მნის სურ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 90-იანი წლებ­ში გა­უჩ­ნდა. ამის შემ­დეგ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი პოეტ მი­ხე­ილ ტა­ნიჩ­თან მი­ვი­და და მუ­სი­კა მო­ას­მე­ნი­ნა, სთხო­ვა ტექ­სტი და­ე­წე­რა.

"ძია მი­ხე­ი­ლი, რო­გორც მე მას ვუ­წო­დებ, თა­ვად იყო ომში და პი­რა­დად იცის ბრძო­ლის შიში და გა­მარ­ჯვე­ბის ნე­ტა­რე­ბა. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მუ­სი­კა", - ამ­ბობს პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

დუ­ე­ტი შედ­გა და ორმა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე მუ­სი­კოს­მა, ლეპს­მა და პავ­ლი­აშ­ვილ­მა, რუ­სებს მო­რი­გი სიმ­ღე­რა შეს­თა­ვა­ზეს. ორი­ვე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პუ­ტი­ნის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და სამ­წუ­ხა­როდ, მას შემ­დეგ რაც მათი ახ­ლან­დე­ლი მშობ­ლი­უ­რი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, პავ­ლი­აშ­ვილ­მა და ლეპს­მა სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეც კი მო­ა­წყეს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ლეპს­მა უფრო მე­ტად "გა­მო­ი­ჩი­ნა თავი" და უკ­რა­ი­ნა­ში დაჭ­რი­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი კლი­ნი­კებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა და გა­ამ­ხნე­ვა.

ლეპ­სი­სა და პავ­ლი­აშ­ვი­ლის დუ­ეტ­მა სიმ­ღე­რა 4 მა­ისს კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ას­რუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დღეს რუ­სებ­მა მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში რუსი ბე­ბი­ის ძეგლი დად­გეს, რო­მელ­საც ხელ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­შა უჭი­რავს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
7

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ესენი ერთმანეთს ეცილებიან რომელი უფრო ღრმად შეუძვრება ერთ ადგილზე პუტინს. ადამიანობა სამწუხაროდ ორივეს დაკარგული აქვს. ერთი ჩველებრივი გულის ამრევი მედროვე ხალხია

6

აქ არ დაგინახოთ ჩამოსული წერტილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში: პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს

"ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით" - სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში: პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს

სოსო პავლიაშვილმა და გრეგორი ლეპსმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად დუეტი ჩაწერეს, რომლის პრემიერაც კრემლის საკონცერტო დარბაზში შედგა.

სიმღერას "9 მაისი" ჰქვია და როგორც რუსულ მედიას სოსო პავლიაშვილმა განუცხადა, ეს სიმღერა დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის იყო განკუთვნილი.

"ჩვენ ყოველთვის ამაყად თავაწეული ვივლით, რადგან ჩვენში სრულფასოვანი ადამიანების სისხლი მიედინება, როგორც ჩემში იღვრება ჩემი ბაბუის სისხლი, რომლის სახელიც მქვია - იოსები. ის ფრონტზე გარდაიცვალა. თავი გაწირა სიხარულისთვის, მშვიდობისთვის და უფლისთვის.", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

მომღერლის თქმით, სიმღერის შექმნის სურვილი ჯერ კიდევ 90-იანი წლებში გაუჩნდა. ამის შემდეგ სოსო პავლიაშვილი პოეტ მიხეილ ტანიჩთან მივიდა და მუსიკა მოასმენინა, სთხოვა ტექსტი დაეწერა.

"ძია მიხეილი, როგორც მე მას ვუწოდებ, თავად იყო ომში და პირადად იცის ბრძოლის შიში და გამარჯვების ნეტარება. მას ძალიან მოეწონა მუსიკა", - ამბობს პავლიაშვილი.

დუეტი შედგა და ორმა ქართული წარმოშობის რუსეთში მომუშავე მუსიკოსმა, ლეპსმა და პავლიაშვილმა, რუსებს მორიგი სიმღერა შესთავაზეს. ორივე შემსრულებელი პუტინის აქტიური მხარდამჭერია და სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც მათი ახლანდელი მშობლიური ქვეყანა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პავლიაშვილმა და ლეპსმა საკონცერტო ტურნეც კი მოაწყეს რუსი სამხედროების მხარდასაჭერად.

ლეპსმა უფრო მეტად "გამოიჩინა თავი" და უკრაინაში დაჭრილი რუსი სამხედროები კლინიკებში მოინახულა და გაამხნევა.

ლეპსისა და პავლიაშვილის დუეტმა სიმღერა 4 მაისს კრემლის საკონცერტო დარბაზში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს რუსებმა მიწასთან გასწორებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსი ბებიის ძეგლი დადგეს, რომელსაც ხელში საბჭოთა კავშირის დროშა უჭირავს.