პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უამრავი მორწმუნე შეიკრიბა, სალოცავში ვერ ეტეოდნენ" - როგორ აღნიშნეს აფხაზეთში ბაირამობა და რას წერენ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები
"უამრავი მორწმუნე შეიკრიბა, სალოცავში ვერ ეტეოდნენ" - როგორ აღნიშნეს აფხაზეთში ბაირამობა და რას წერენ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები

"სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი აფხა­ზე­თი, ეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის, ეს ჩვენ არ აგ­ვი­შე­ნე­ბია...", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ბოლო ხა­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლის თქმით, მათ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო სო­ხუ­მის ცენ­ტრში ურა­ზა-ბა­ი­რა­მის დღე­სას­წა­ულ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მუს­ლი­მის ხილ­ვა.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, "სო­ხუ­მი­სა და გუ­და­უ­თის მე­ჩე­თებ­ში იმ­დე­ნი მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მი შე­იკ­რი­ბა, რომ ისი­ნი სა­ლო­ცავ­ში ვერ ეტე­ოდ­ნენ და ტრო­ტუ­ა­რებ­ზე იყ­ვნენ შეკ­რე­ბილ­ნი."

"არც ერთი რე­ლი­გი­ის მი­მართ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ აფხა­ზე­თი ყო­ველ­თვის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ამ­დე­ნი მუს­ლი­მი არას­დროს გვი­ნა­ხავს, მით უფრო სო­ხუმ­ში, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა, ოღონდ, ისე, რომ ჩვენ არა­ვინ არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა, თით­ქოს არც გვა­ინ­ტე­რე­სებს. ეს ერთი მხრივ, აფხა­ზურ ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, ამ­დე­ნი წე­ლია დო­რო­თეი დბარ­მა და ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ამ კომ­პრო­მისს ვერ მი­აღ­წი­ეს", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლა­რი­სა აჯბა.

აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ­თა ნა­წი­ლის თქმით, მუს­ლიმ­თა დღე­სას­წა­უ­ლი იქ ასე­თი მას­შტა­ბით პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას უკვე ფო­ბია აქვს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბის, რწმე­ნი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რად­გან ეში­ნი­ათ, ერთ დღე­საც უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდნენ.

ისი­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რე­გი­ონს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რომ ეს "ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი თე­მაა." მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ე.წ. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ოჩამ­ჩი­რის "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მე­თა­უ­რის პო­ზი­ცი­ას" და­უბ­რუნ­და ბეს­ლან ბიგ­ვა­ვა, რო­მელ­მაც ახალ წელს, სო­ხუმ­ში, რეს­ტო­რან "გა­რუ­და­ში" და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მძი­მედ დაჭ­რა რეს­ტორ­ნის მომ­ღე­რა­ლი თა­მაზ წუ­ლუ­კია, ეს უკა­ნას­კნე­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

"უკვე აღარ ვი­ცით, რა ხდე­ბა ჩვენს თავს. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად მი­დი­ან, აქ კი, უამ­რა­ვი გა­ურ­კვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­დის სა­ცხოვ­რებ­ლად. ზოგი ნარ­კო­ტი­კებს ყი­დის, ზოგი სა­ლო­ცავს აშე­ნებს. ამ­დე­ნი მე­ჩე­თი, ასე მალე არც ვიცი რო­დის აშენ­და, არც ის ვიცი, ამ­დე­ნი მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მი რო­დის გვყავ­და. უეც­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი მოგ­როვ­და, იმ­დე­ნი, რომ სა­ლო­ცა­ვებ­ში ვერ და­ე­ტივ­ნენ და ქუ­ჩა­ში ილო­ცეს.

რაც მთა­ვა­რია, ომს ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თა­ვად აპი­ა­რებს და ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ დონ­ბას­ში ჩა­სუ­ლი იყო "აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ად­გურ არ­ძინ­ბა, რო­მელ­მაც Пятнашка -ს ბა­ტა­ლი­ო­ნის ლი­დე­რი, ახრა ავი­ძ­ბა და სხვა აფხა­ზი მო­ხა­ლი­სე-მე­ომ­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩა­უყ­ვა­ნა.

  • "რა­ტომ აკე­თებთ, ამას?!. რა­ტომ უწყობთ ხელს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის ომში გა­დი­ნე­ბას, რას ეუბ­ნე­ბით მათ დე­დებს? ხვალ-ზეგ ეს ბი­ჭე­ბი ჩა­მოვ­ლენ და და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა უთხრან - ჩვენ სამ­შობ­ლოს­თვის თქვენ ნაც­ვლად ვიბ­რძო­დით, ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რი კე­თილ­დღე­ო­ბა გვე­კუთ­ვნის. აქამ­დეც ხომ ასე იყო?! ხომ ვნა­ხეთ, ავი­ძ­ბას რამ­დე­ნი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა. ბი­ჭებს კო­მენ­ტა­რებ­ში გმი­რებს უწო­დე­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გს არა­ფე­რის მოგ­ვი­ტანს", - წერს კა­ტე­რი­ნა შოუა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზეთ­ში მთებ­ში, რუსი ტუ­რის­ტის ცხე­და­რი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის გაგ­რიფშში, ზღვის დო­ნი­დან 900 მეტრში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მდი­ნა­რე­ში სა­ბა­ნა­ოდ ავი­და და ღამე გა­ი­ყი­ნა.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, "ან­დრეი სა­ზო­ნო­ვი მარ­ტო არ იყო. თუმ­ცა, იმი­ტომ, რომ გარ­შე­მო კა­მე­რე­ბი არ არის, ვე­რა­ვინ და­ამ­ტკი­ცებს ამას. შე­საძ­ლოა, არ­სე­ბობს ეჭმვი­ტა­ნი­ლიც, მაგ­რამ ამას აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცია ვე­რას­დროს გა­მო­ი­ძი­ებს, ამით კი, ვი­ღა­ცე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ და აფხა­ზეთს მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში უწევს ყოფ­ნა, თით­ქოს აქ ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა არ არის და­ცუ­ლი, ტუ­რის­ტე­ბი თავს და­ცუ­ლად ვერ გრძნო­ბენ და ამი­ტომ სულ ვი­ღაც უნდა გვა­კონ­ტრო­ლებ­დეს, კა­ნო­ნებს სხვა უნდა გვი­წერ­დეს, ან სუ­ლაც მისი კა­ნო­ნით უნდა ვი­ცხოვ­როთ", - მი­აჩ­ნია "ირაკ­ლი სუ­ხუმსკის."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, Кавказский узел წერ­და, რომ ახა­ლი ათო­ნის პარკში, 2021 წელს და­კარ­გუ­ლი მურ­მანსკე­ლი მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი იპოვ­ნა, რო­მე­ლიც "ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ბა­ნა­ო­ბი­სას და­იხ­რჩო..."

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი!
1

თავგზა აუბნიეს, ყველგან არეულობა შექმნეს ანტი ადამიანებმა, ხალხის წურბელებმა და შედეგიც შესაბამისია! სამწუხაროდ უმეცრების და არცოდნის ბრალია! 

 

ნონა
1

ხომ ეს უნდოდათ? მიიღეს კიდევაც, რაც უნდოდათ. შეარგოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უამრავი მორწმუნე შეიკრიბა, სალოცავში ვერ ეტეოდნენ" - როგორ აღნიშნეს აფხაზეთში ბაირამობა და რას წერენ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები

"უამრავი მორწმუნე შეიკრიბა, სალოცავში ვერ ეტეოდნენ" - როგორ აღნიშნეს აფხაზეთში ბაირამობა და რას წერენ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლები

"სრულიად სხვაგვარი აფხაზეთი, ეს ჩვენი ქვეყანა არ არის, ეს ჩვენ არ აგვიშენებია...", - ასე ეხმიანება რეგიონის მოსახლეობა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესებს.

ადგილობრივების ნაწილის თქმით, მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო სოხუმის ცენტრში ურაზა-ბაირამის დღესასწაულზე დიდი რაოდენობით მუსლიმის ხილვა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, "სოხუმისა და გუდაუთის მეჩეთებში იმდენი მორწმუნე მუსლიმი შეიკრიბა, რომ ისინი სალოცავში ვერ ეტეოდნენ და ტროტუარებზე იყვნენ შეკრებილნი."

"არც ერთი რელიგიის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აფხაზეთი ყოველთვის ქრისტიანული რწმენით გამოირჩეოდა და ამდენი მუსლიმი არასდროს გვინახავს, მით უფრო სოხუმში, რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, ოღონდ, ისე, რომ ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება, თითქოს არც გვაინტერესებს. ეს ერთი მხრივ, აფხაზურ ეკლესიაში არსებული განხეთქილების დამსახურებაც არის, ამდენი წელია დოროთეი დბარმა და ბესარიონ აპლიამ კომპრომისს ვერ მიაღწიეს", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლარისა აჯბა.

აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილის თქმით, მუსლიმთა დღესასწაული იქ ასეთი მასშტაბით პირველად ჩატარდა. ზოგიერთი ამბობს, რომ მოსახლეობას უკვე ფობია აქვს, განსხვავებული ეროვნების, რწმენისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მიმართ, რადგან ეშინიათ, ერთ დღესაც უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ რეგიონს მრავალფეროვანი პრობლემები აქვს, რომ ეს "ძალიან მსუბუქი თემაა." მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ციხიდან გამოვიდა, ბოდიში მოიხადა და ოჩამჩირის "ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციას" დაუბრუნდა ბესლან ბიგვავა, რომელმაც ახალ წელს, სოხუმში, რესტორან "გარუდაში" დაწყებული დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმედ დაჭრა რესტორნის მომღერალი თამაზ წულუკია, ეს უკანასკნელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

"უკვე აღარ ვიცით, რა ხდება ჩვენს თავს. ჩვენი ბიჭები უკრაინაში საომრად მიდიან, აქ კი, უამრავი გაურკვეველი ადამიანი ჩამოდის საცხოვრებლად. ზოგი ნარკოტიკებს ყიდის, ზოგი სალოცავს აშენებს. ამდენი მეჩეთი, ასე მალე არც ვიცი როდის აშენდა, არც ის ვიცი, ამდენი მორწმუნე მუსლიმი როდის გვყავდა. უეცრად, ძალიან ბევრი მოგროვდა, იმდენი, რომ სალოცავებში ვერ დაეტივნენ და ქუჩაში ილოცეს.

რაც მთავარია, ომს ჩვენი ხელმძღვანელობა თავად აპიარებს და ჩვენს ახალგაზრდობას მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ დონბასში ჩასული იყო "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" წარმომადგენელი ადგურ არძინბა, რომელმაც Пятнашка -ს ბატალიონის ლიდერი, ახრა ავიძბა და სხვა აფხაზი მოხალისე-მეომრები მოინახულა და ავტომანქანა ჩაუყვანა.

  • "რატომ აკეთებთ, ამას?!. რატომ უწყობთ ხელს ჩვენი ბიჭების ომში გადინებას, რას ეუბნებით მათ დედებს? ხვალ-ზეგ ეს ბიჭები ჩამოვლენ და დანარჩენ მოსახლეობას უნდა უთხრან - ჩვენ სამშობლოსთვის თქვენ ნაცვლად ვიბრძოდით, ამიტომ ყველანაირი კეთილდღეობა გვეკუთვნის. აქამდეც ხომ ასე იყო?! ხომ ვნახეთ, ავიძბას რამდენი მიმდევარი გამოუჩნდა. ბიჭებს კომენტარებში გმირებს უწოდებენ, ეს ყველაფერი კარგს არაფერის მოგვიტანს", - წერს კატერინა შოუა.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში მთებში, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის გაგრიფშში, ზღვის დონიდან 900 მეტრში აღმოაჩინეს, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, მდინარეში საბანაოდ ავიდა და ღამე გაიყინა.

კიდევ ერთი ვერსიით, "ანდრეი საზონოვი მარტო არ იყო. თუმცა, იმიტომ, რომ გარშემო კამერები არ არის, ვერავინ დაამტკიცებს ამას. შესაძლოა, არსებობს ეჭმვიტანილიც, მაგრამ ამას აფხაზური მილიცია ვერასდროს გამოიძიებს, ამით კი, ვიღაცები სარგებლობენ და აფხაზეთს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა, თითქოს აქ ადამიანის უსაფრთხოება არ არის დაცული, ტურისტები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამიტომ სულ ვიღაც უნდა გვაკონტროლებდეს, კანონებს სხვა უნდა გვიწერდეს, ან სულაც მისი კანონით უნდა ვიცხოვროთ", - მიაჩნია "ირაკლი სუხუმსკის."

რამდენიმე დღის წინ, Кавказский узел წერდა, რომ ახალი ათონის პარკში, 2021 წელს დაკარგული მურმანსკელი მოქალაქის ცხედარი იპოვნა, რომელიც "ოფიციალური ვერსიით, ბანაობისას დაიხრჩო..."