ავტორი:

"ვერ ვადასტურებთ მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია "აზოვსტალის" ქარხნიდან" - "აზოვი"

"ვერ ვადასტურებთ მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია "აზოვსტალის" ქარხნიდან" - "აზოვი"

ვერ ვადასტურებთ მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან, - ამის შესახებ "აზოვის" მებრძოლების ონლაინ პრესკონფერენციისას კაპიტანმა სვიატოსლავ (კალინა) პალამარმა განაცხადა, რომელიც აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილეა მარიუპოლში.

მისივე თქმით, რუსული ძალები ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ და აგრესორები ქარხნის შტურმს ცდილობენ.

შეგახსენებთ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერესჩუკმა განაცხადა, რომ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი, რომელიც "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, უკვე ევაკუირებულია.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცახადა, რომ ამ დროისთვის "აზოვსტალიდან" 300- ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ძირითადად ქალები და ბავშვები. მისივე ინფორმაციით, მზადდება ევაკუაციის მეორე ეტაპი დაჭრილებისა და მედიკოსების გადასარჩენად.

ასევე იხილეთ: