სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე" - რას ჰყვება გაეროს წარმომადგენელი, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელთა ევაკუაციის პროცესშია ჩართული
"სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე" - რას ჰყვება გაეროს წარმომადგენელი, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელთა ევაკუაციის პროცესშია ჩართული

უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში მდე­ბა­რე "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნი­დან და­ტყვე­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცახ­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის "აზოვსტა­ლი­დან" 300- ზე მეტი ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზად­დე­ბა ევა­კუ­ა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი დაჭ­რი­ლე­ბი­სა და მე­დი­კო­სე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.

"დიდი მად­ლო­ბა წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტს და გა­ე­როს, რომ­ლე­ბიც "აზოვსტა­ლი­დან“ სა­ე­ვა­კუ­ა­ციო მი­სი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის გა­ტა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მარ­ნენ. 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი - ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი „აზოვსტა­ლი­დან“ და ვამ­ზა­დებთ სა­ე­ვა­კუ­ა­ციო მი­სი­ის მე­ო­რე ეტაპს - და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­დი­კო­სე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად. რა თქმა უნდა, თუ ყვე­ლა შე­ას­რუ­ლებს შე­თან­ხმე­ბას, რა თქმა უნდა, თუ ტყუ­ი­ლი არ იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

გარ­და ამი­სა, ზე­ლენ­სკის თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს "აზოვსტა­ლი­დან“ სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა, "ყვე­ლა გმი­რის, რო­მე­ლიც იცავს მა­რი­უ­პოლს“.

გა­ე­როს წარ­მო­მა­გე­ნე­ლი სა­ვი­ა­ნო აბრუ, რო­მე­ლიც "აზოვსტა­ლი­დან" უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქალ­ქე­ე­ბის სამ­შვი­დო­ბოს გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ არის ჩარ­თუ­ლი "ფორ­მუ­ლას­თან" ევა­კუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ებ­სა და ტყვე­ო­ბა­გა­მოვ­ლილ­თა ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ "აზოვსტა­ლი­დან" ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­დაც ისი­ნი გა­სუ­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­დე­საც მათ ვუ­ყუ­რებთ და ვე­სა­უბ­რე­ბით, ვხვდე­ბით რამ­ხე­ლა ტრავ­მაა ეს ომი მათ­თვის. მათ­თვის მარ­ტი­ვი არ არის ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი, უჭირთ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, რად­გან არც კი შე­უძ­ლი­ათ, ვინ­მეს ენ­დონ. შე­უძ­ლე­ბე­ლია რე­ა­ლუ­რად წარ­მოდ­გე­ნა, რას ნიშ­ნავს იყო სარ­დაფ­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სუფ­თა წყლის გა­რე­შე. ეს ხომ ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო რა­მაა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. მათ არ ჰქონ­დათ საკ­ვე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა იქ. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შხა­პიც კი არ მი­უ­ღი­ათ და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ეს­მო­დათ აფეთ­ქე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც იქე­დან გა­მო­აღ­წი­ეს, არც კი იცოდ­ნენ, რომ მათი სახ­ლე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და ქა­ლა­ქი პრაქ­ტი­კუ­ლად, არც კი არ­სე­ბობს. ზო­გი­ერ­თმა ამ დრომ­დე არ იცის, სად არი­ან მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ასე უი­მე­დოდ ცდი­ლო­ბენ მო­ძებ­ნონ მათი ახ­ლობ­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, არის ისე­თი სტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა გვი­წევს დე­დე­ბის გა­რე­შე ან ხნი­ერ ადა­მი­ა­ნებს უწევთ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ძა­ლი­ან სა­ში­ში და სა­რის­კო სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც გვი­წევს გა­და­ად­გი­ლე­ბა. მაგ­რამ ვი­ცით რო­გორ ვი­მოქ­მე­დოთ. ჩვენ მხო­ლოდ მა­შინ მივ­დი­ვართ იქ, როცა ვი­ცით, რომ რუ­სეთს და უკ­რა­ი­ნას ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ხელ­შე­კუ­რე­ბა აქვთ და­დე­ბუ­ლი." - ამ­ბობს გა­ე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

"სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე" - რას ჰყვება გაეროს წარმომადგენელი, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელთა ევაკუაციის პროცესშია ჩართული

"სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე" - რას ჰყვება გაეროს წარმომადგენელი, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელთა ევაკუაციის პროცესშია ჩართული

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან დატყვევებული უკრაინელების ევაკუაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცახდებით, ამ დროისთვის "აზოვსტალიდან" 300- ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ძირითადად ქალები და ბავშვები. მისივე ინფორმაციით, მზადდება ევაკუაციის მეორე ეტაპი დაჭრილებისა და მედიკოსების გადასარჩენად.

"დიდი მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს, რომლებიც "აზოვსტალიდან“ საევაკუაციო მისიის პირველი ეტაპის გატარებაში დაგვეხმარნენ. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი - ქალებისა და ბავშვების, ფაქტობრივად, ჩვენ გამოვიყვანეთ სამოქალაქო პირები „აზოვსტალიდან“ და ვამზადებთ საევაკუაციო მისიის მეორე ეტაპს - დაშავებულებისა და მედიკოსების გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმებას, რა თქმა უნდა, თუ ტყუილი არ იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს "აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანა, "ყველა გმირის, რომელიც იცავს მარიუპოლს“.

გაეროს წარმომაგენელი სავიანო აბრუ, რომელიც "აზოვსტალიდან" უკრაინელი მოქალქეების სამშვიდობოს გამოყვანის პროცესში უშუალოდ არის ჩართული "ფორმულასთან" ევაკუაციის სირთულეებსა და ტყვეობაგამოვლილთა ემოციური მდგომარეობის შესახებ ჰყვება.

"ადამიანები, რომლებიც აქ "აზოვსტალიდან" ჩამოვიდნენ, სადაც ისინი გასული 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ძალიან ტრავმირებულები არიან. როდესაც მათ ვუყურებთ და ვესაუბრებით, ვხვდებით რამხელა ტრავმაა ეს ომი მათთვის. მათთვის მარტივი არ არის ჩვენთან საუბარი, უჭირთ ემოციების გამოხატვა, რადგან არც კი შეუძლიათ, ვინმეს ენდონ. შეუძლებელია რეალურად წარმოდგენა, რას ნიშნავს იყო სარდაფში თვეების განმავლობაში, სუფთა წყლის გარეშე. ეს ხომ ყველაზე საჭირო რამაა გადარჩენისთვის. მათ არ ჰქონდათ საკვების საკმარისი რაოდენობა იქ. ორი თვის განმავლობაში შხაპიც კი არ მიუღიათ და ამ ყველაფრის ფონზე ესმოდათ აფეთქებები. ადამიანებმა, რომლებმაც იქედან გამოაღწიეს, არც კი იცოდნენ, რომ მათი სახლები განადგურებულია და ქალაქი პრაქტიკულად, არც კი არსებობს. ზოგიერთმა ამ დრომდე არ იცის, სად არიან მათი ოჯახის წევრები და ასე უიმედოდ ცდილობენ მოძებნონ მათი ახლობლები. სამწუხაროდ, არის ისეთი სტუაციები, როცა ბავშვების გაყვანა გვიწევს დედების გარეშე ან ხნიერ ადამიანებს უწევთ შვილიშვილების დატოვება ქარხნის ტერიტორიაზე. ძალიან საშიში და სარისკო სიტუაცია, სადაც გვიწევს გადაადგილება. მაგრამ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივდივართ იქ, როცა ვიცით, რომ რუსეთს და უკრაინას ევაკუაციის შესახებ ხელშეკურება აქვთ დადებული." - ამბობს გაეროს წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ: