ავტორი:

"გილოცავ, ჯა..." - როგორ ულოცავს პრეზიდენტი გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს

"გილოცავ, ჯა..." - როგორ ულოცავს პრეზიდენტი გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილ მეუღლეს, ჯანრი კაშიას დაბადების დღეს ულოცავს.

"გილოცავ ჯა... " - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილის მეორე მეუღლე მწერალი, მკვლევარი და ჟურნალისტი ჯანრი კაშია 10 წლის წინ, 2012 წელს გარდაიცვალა.

წყვილი 1993 წლიდან იყო ქორწინებაში. მათ ერთობლივი შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა პირველი ქორწინებიდან სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები ჰყავს.

"როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრით დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც ”ქართულ-ევროპული ინსტიტუტი" დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო...

საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა..." - ამბობდა სალომე ზურაბიშვილი წლების წინ ჟურნალმა "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ: