საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს: "მკვლელებმა ადამიანების გადარჩენის შანსი წაართვეს"
ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა  დაბომბეს სკოლა, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს: "მკვლელებმა ადამიანების გადარჩენის შანსი წაართვეს"

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ლუ­განსკის ოლ­ქში სკო­ლა და­ბომ­ბეს, რო­მელ­საც 90 ადა­მი­ა­ნი აფა­რებ­და თავს. სო­ფელ ბე­ლო­გო­როვ­კა­ში სკო­ლას თავს სოფ­ლის თით­ქმის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა აფა­რებ­და, რომ­ლებ­მაც ევა­კუ­ა­ცია ვერ მო­ას­წრეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცის ლუ­განსკის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი სერ­გეი გა­ი­დაი ავ­რცე­ლებს.

"უკა­ნას­კნე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ლო­გო­როვ­კა, ცხე­ლი წერ­ტი­ლია. ორ­კე­ბი თავ­დაც­ვის გარ­ღვე­ვას ცდი­ლო­ბენ, მი­დის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი. დღეს რუსი მკვლე­ლე­ბი იბ­რძოდ­ნენ უია­რა­ღო მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან“,- გა­ნა­ცხა­და გა­ი­და­იმ.

სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, თა­ვი­დან ოკუ­პან­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რის სახ­ლს ბომ­ბავ­დნენ, ადა­მი­ა­ნებს აღარ დარ­ჩათ თავ­შე­სა­ფა­რი, ამი­ტომ ისი­ნი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში გა­და­ვიდ­ნენ.

"რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სწო­რედ სკო­ლას და­არ­ტყეს და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი წა­არ­თვეს“,- გა­ნა­ცხა­და გა­ი­და­იმ.

თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში სკო­ლას თავს და­ახ­ლო­ე­ბით 90 ადა­მი­ა­ნი აფა­რებ­და. ნან­გრე­ვე­ბი­დან 330 ადა­მი­ა­ნის ამოყ­ვა­ნა უკვე მო­ხერ­ხდა. და­ღუ­პუ­ლია 2 ადა­მი­ა­ნი. სამ­ძებ­რო - სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
2

90 ადამიანი აფარებდა თავს და ნაგრევებიდან 330 ადამიანიამოიყვანესო? ეგ როგორ თქვე ,,ტვინიკოსებო,,?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლა, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს: "მკვლელებმა ადამიანების გადარჩენის შანსი წაართვეს"

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა  დაბომბეს სკოლა, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს: "მკვლელებმა ადამიანების გადარჩენის შანსი წაართვეს"

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს, რომელსაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. სოფელ ბელოგოროვკაში სკოლას თავს სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა აფარებდა, რომლებმაც ევაკუაცია ვერ მოასწრეს. ამის შესახებ ინფორმაცის ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბელოგოროვკა, ცხელი წერტილია. ორკები თავდაცვის გარღვევას ცდილობენ, მიდის გამუდმებული ბრძოლები. დღეს რუსი მკვლელები იბრძოდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობასთან“,- განაცხადა გაიდაიმ.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავიდან ოკუპანტები ადგილობრივ კულტურის სახლს ბომბავდნენ, ადამიანებს აღარ დარჩათ თავშესაფარი, ამიტომ ისინი სკოლის შენობაში გადავიდნენ.

"რუსმა სამხედროებმა სწორედ სკოლას დაარტყეს და ადამიანების გადარჩენის შანსი წაართვეს“,- განაცხადა გაიდაიმ.

თავდასხმის მომენტში სკოლას თავს დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა. ნანგრევებიდან 330 ადამიანის ამოყვანა უკვე მოხერხდა. დაღუპულია 2 ადამიანი. სამძებრო - სამაშველო სამუშაოები გრძელდება.