პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერც დაგემშვიდობეთ თაზო... ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა" - რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?
"ვერც დაგემშვიდობეთ თაზო... ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა" - რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და წყნე­თი-თბი­ლი­სის გზა­ზე, რა­საც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ ინწკირ­ვე­ლია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ა­ში" მუ­შა­ობ­და. ის გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს იყ­რი­და სა­ბურ­თა­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად.

თა­მაზ ინწკირ­ველს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩა. ის ცნო­ბი­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის მაზ­ლი იყო.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სურ­გუ­ლა­ძე პოსტს "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს:

"რა ძა­ლი­ან ცოტა დრო გქო­ნია თაზო გვიყ­ვარ­ხარ!... ამ დღე­ებ­ში ბე­თა­ნი­ა­ში, იქვე ძაღ­ლე­ბი უნა­ხავს ძა­ლი­ან გამ­ხდრე­ბი და შე­წუ­ხე­ბუ­ლა. დიდი ტომ­რით საჭ­მე­ლი შე­უ­ძე­ნია და იქ აუ­ტა­ნა და თხო­ვა გა­მოკ­ვე­ბე­თო… უკა­ნა გზა­ზე მოხ­და ის, რაც მოხ­და, წა­ვი­და, ვერც და­ვემ­შვი­დო­ბეთ…ერთ წამ­ში….." - წერს სურ­გუ­ლა­ძე.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტ ყიბულელი ინწკირველები
2

ღმერთმა გაანათლოს მისი სული 

kaxa
3

უყვარდა ადამიანები, ცხოველები, სამაგალითო კაცი იყო, ესე ერთეულები იქცევიან ანუ გულიანად................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვერც დაგემშვიდობეთ თაზო... ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა" - რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

"ვერც დაგემშვიდობეთ თაზო... ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა" - რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი თამაზ ინწკირველია, რომელიც პარლამენტში "მწვანეთა პარტიაში" მუშაობდა. ის გასული წლის არჩევნებში კენჭს იყრიდა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად.

თამაზ ინწკირველს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ის ცნობილი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის მაზლი იყო.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სურგულაძე პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს:

"რა ძალიან ცოტა დრო გქონია თაზო გვიყვარხარ!... ამ დღეებში ბეთანიაში, იქვე ძაღლები უნახავს ძალიან გამხდრები და შეწუხებულა. დიდი ტომრით საჭმელი შეუძენია და იქ აუტანა და თხოვა გამოკვებეთო… უკანა გზაზე მოხდა ის, რაც მოხდა, წავიდა, ვერც დავემშვიდობეთ…ერთ წამში….." - წერს სურგულაძე.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.