ავტორი:

ვინ არის "აზოვსტალის" 21 წლის დამცველი, სახელად "ჩიტი" - ამბავი გოგონაზე, რომლის ვიდეოებს უკრაინელი მაღალჩინოსნები აზიარებენ

ვინ არის "აზოვსტალის" 21 წლის დამცველი, სახელად "ჩიტი" - ამბავი გოგონაზე, რომლის ვიდეოებს უკრაინელი მაღალჩინოსნები აზიარებენ

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში აზოვსტალის ერთ-ერთმა მებრძოლმა მეტსახელით Nik Mark აზოვსტალის თავშესაფრიდან ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალგაზრდა გოგონა უკრაინულ ენაზე მებრძოლებთან ერთად მღერის. მოგვიანებით კი ქალის ფოტო გააზიარა წარწერით: "ასეთი გოგონები იცავენ აზოვსტალს. მამაკაცებო, მაგალითი აიღეთ.."

ახალგაზრდა ქალის მიერ შესრულებული სიმღერები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მის ნამღერს უკრაინის მაღალჩინოსნებიც აზიარებდნენ, მათ შორის გახლდათ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო.

უცნობი გოგონა აზოვსტალის თავშესაფრის მებრძოლი აღმოჩნდა. გერაშენკო წერს, რომ კატერინა, მეტსახელად "ჩიტი", 21 წლის არის და ის უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში გაიზარდა.

გოგონა ადგილობრივ თეატრში მსახიობად მუშაობდა, შემდეგ საცხოვრებლად კიევში გადავიდა, სადაც მოტოციკლის ტარება ისწავლა... ომის დაწყების შემდეგ 21 წლის ქალი ქვეყნის დასაცავად მარიუპოლში წავიდა და აზოვის მებრძოლებს შეუერთდა...

The girl who sang at #Azovstal is Kateryna, «Birdie», 21 y. She studied singing in Ternopil, acted in a local theater. She graduated, moved to Kyiv, began riding motorbikes and then she went to defend her country.
God bless you, Birdie. Hoping and praying you will soon be free pic.twitter.com/jKb2uVmUHs
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) May 7, 2022