კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ... ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე" - ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმის ჩვენება: რა ახალი დეტალები იკვეთება?
"დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ... ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე" - ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმის ჩვენება: რა ახალი დეტალები იკვეთება?

4 მა­ისს, ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას გა­მო­ძი­ე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ედა­ვე­ბა.

გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე ინა­სა­რი­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც თქვა, რომ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ვა­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა. პრო­ცე­სის დე­ტა­ლებ­სა და ინა­სა­რი­ძის ჩვე­ნე­ბას "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცე­ლებს.

"მა­შინ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ შოკ­ში ვი­ყა­ვი. როცა მზია კა­კოშ­ვილს [კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი] ვე­კი­თხე­ბო­დი, რა უნდა მეთ­ქვა, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ რაც პრო­ტო­კოლ­ში ეწე­რა ის თქვიო. იმ ინ­ტერ­ვი­უ­შიც ეგ ვთქვი. როცა აზ­რზე მო­ვე­დი, მერე მივ­ხვდი, რომ სი­მარ­თლე უნდა მეთ­ქვა, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, და­ვიბ­რა­ლე მე, რაც არ გა­მი­კე­თე­ბია. სრულ ჭკუ­ა­ზე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასეთ სი­სუ­ლე­ლეს ვი­ტყო­დი ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ დღეს?

დი­რექ­ტო­რებ­მა გა­მო­მი­ძა­ხეს და ის მათ­ქმე­ვი­ნეს, რაც უნ­დო­დათ რომ მეთ­ქვა და ჩემს თავ­ზე ამე­ღო ყვე­ლა­ფე­რი. მერე რომ მივ­ხვდი რა ხდე­ბა და გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა თვი­თონ მაჩ­ვე­ნა, რომ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტი ვი­ყა­ვი (სა­ამცრე­ლო ოთახ­ში). აც­რაც უფრო ადრე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­ფიქ­სი­რეს (შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტში)“,- გა­ნა­ცხა­და მან.

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინა­სა­რი­ძემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში (ფორ­მა 100), მეგი ბაქ­რა­ძის­თვის ად­რე­ნა­ლი­ნის გა­კე­თე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რი მას არ შე­უ­ტა­ნია.

"ის­ტო­რია შე­ად­გი­ნა კლი­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, ვინც იყო რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, მან. მეც იქ ვი­ყა­ვი და მო­მა­წე­რი­ნეს ხელი. ნუ გე­ში­ნია, მო­ა­წე­რე, ჩვენ ყვე­ლა ვა­წერ­თო და მეც მო­ვა­წე­რე. ფორ­მა 100-საც მო­ვა­წე­რე ხელი. ყვე­ლა­ფე­რი ავი­ღე ჩემს თავ­ზე. 24 მარტს მე თა­ვად მივ­მარ­თე გა­მომ­ძი­ე­ბელს, რომ ხე­ლა­ხა­ლი და­კი­თხვა მომ­ხდა­რი­ყო ჩემი" - ამ­ბობს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 მარტს კლი­ნი­კა "იმე­დის“ ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე ახალ­ცი­ხე­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და მე­ო­რე დღეს, 19 მარტს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია და ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­სა­ხელ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორი ექი­მი, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი და ერთი მედ­და, შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბის გამო, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან 20 მარტს გა­ნა­ცხა­და, რომ ცუ­დად გახ­დო­მის დროს ის და რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან აღი­ა­რეს, რომ კლი­ნი­კა მეგი ბაქ­რა­ძის აც­რის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვეს და მისი ცუ­დად გახ­დო­მის დროს კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ექი­მებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. საქ­მე­ზე წი­ნა­ნა­სა­მარ­თლო სხდო­მა 20 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოკლედ
6

რამდენი ანტივაქსერი ხართ, ამიტომაც არ მიდის წინ საქართველო. პროგრესი თქვენ არ გინდათ და შრომა. მეტყვით შრომა რა შუაშიაო. იმ შუაშია, რომ ვაქცინა გაუკეთეს და მიატოვეს თავისი კოლეგა. იქ რომ ყოფილიყვნენ, ერთ ნემსს გაუკეთებდნენ და ქალი/დედა/ცოლი გადარჩებოდა. ამის საჯარო განხილვა არის აუცილებელი, სასამართლოს შემდეგ. უნდა იყო პროფესიონალი შენ საქმეში, რაც გულისხმობს პროცედურების, წესების, კანონების დამორჩილებას, თორე შეიძლება მაგარი მცოდნე (თეორიულად) ექიმი იყო, მაგრამ შენი სიზარმაცით, არასწორი დაგეგმვით კაცი მოკლა. 

დავით
20

ვაქცინის გამოცდა 5-6 წელი სჭირდება. არავინ იცის კიდევ რა უარყოფით შედეგებს მოიტანს აცრიებზე ვამბობ 

ავტორი:

"დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ... ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე" - ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმის ჩვენება: რა ახალი დეტალები იკვეთება?

"დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ... ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე" - ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმის ჩვენება: რა ახალი დეტალები იკვეთება?

4 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის პროცესი გაიმართა. როგორც ცნობილია, მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

გუშინდელ პროცესზე ინასარიძემ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის დავალებით გაავრცელა. პროცესის დეტალებსა და ინასარიძის ჩვენებას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

"მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ შოკში ვიყავი. როცა მზია კაკოშვილს [კლინიკური მენეჯერი] ვეკითხებოდი, რა უნდა მეთქვა, მეუბნებოდა, რომ რაც პროტოკოლში ეწერა ის თქვიო. იმ ინტერვიუშიც ეგ ვთქვი. როცა აზრზე მოვედი, მერე მივხვდი, რომ სიმართლე უნდა მეთქვა, იმიტომ, რომ ყველაფერი, დავიბრალე მე, რაც არ გამიკეთებია. სრულ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი, ასეთ სისულელეს ვიტყოდი ინტერვიუში იმ დღეს?

დირექტორებმა გამომიძახეს და ის მათქმევინეს, რაც უნდოდათ რომ მეთქვა და ჩემს თავზე ამეღო ყველაფერი. მერე რომ მივხვდი რა ხდება და გამომძიებელმა თვითონ მაჩვენა, რომ ნახევარ საათზე მეტი ვიყავი (საამცრელო ოთახში). აცრაც უფრო ადრე იყო გაკეთებული, ვიდრე ოფიციალურად დააფიქსირეს (შესაბამის დოკუმენტში)“,- განაცხადა მან.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ინასარიძემ ასევე განმარტა, რომ სამედიცინო ისტორიაში (ფორმა 100), მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინის გაკეთების შესახებ ჩანაწერი მას არ შეუტანია.

"ისტორია შეადგინა კლინიკურმა მენეჯერმა, ვინც იყო რეანიმატოლოგი, მან. მეც იქ ვიყავი და მომაწერინეს ხელი. ნუ გეშინია, მოაწერე, ჩვენ ყველა ვაწერთო და მეც მოვაწერე. ფორმა 100-საც მოვაწერე ხელი. ყველაფერი ავიღე ჩემს თავზე. 24 მარტს მე თავად მივმართე გამომძიებელს, რომ ხელახალი დაკითხვა მომხდარიყო ჩემი" - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს კლინიკა "იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია დასახელდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს.

ვიოლეტა ინასარიძემ ჟურნალისტებთან 20 მარტს განაცხადა, რომ ცუდად გახდომის დროს ის და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკაში იმყოფებოდნენ და პაციენტს პირველად დახმარებას უწევდნენ, თუმცა მოგვიანებით გამოძიებასთან აღიარეს, რომ კლინიკა მეგი ბაქრაძის აცრის შემდეგ მალევე დატოვეს და მისი ცუდად გახდომის დროს კონფერენციას ესწრებოდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. საქმეზე წინანასამართლო სხდომა 20 ივლისს არის ჩანიშნული. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.