მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს" - მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე
"ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს" - მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე

ერთხელ ხომ უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი, რომ შე­მოვტრი­ალ­დეთ სი­ნათ­ლის­კენ, სა­დაც ერ­თმა­ნეთს თვალს გა­ვუს­წო­რებთ და ვიქ­ნე­ბით ამ­ტა­ნე­ბი და მო­წყა­ლე­ნი, რად­გან შე­უც­დო­მე­ლი არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის კლი­ნი­კა­ში მის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის სა­კითხს. მისი თქმით, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა კი­დევ უფრო მეტ ურ­თი­ერ­თმი­უ­ღებ­ლო­ბას ბა­დებს.

"მე ვფიქ­რობ, რომ მძი­მე შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ ფორ­მატ­ში და ასეთ თე­მა­ზე გვი­წევს სა­უ­ბა­რი, როცა სა­კი­თხი ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს. არ მინ­და რო­მე­ლი­მე პრე­ზი­დენტს მო­უ­წი­ოს ასე კი­დევ. ზო­გა­დად რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­ში, ყვე­ლა სი­მაღ­ლე­ზე, ბა­დებს კი­დევ უფრო მეტს ურ­თი­ერ­თმი­უ­ღებ­ლო­ბას და მეტ სიმ­ძაფ­რეს და მო­ლო­დი­ნებს აჩენს, რომ როცა კი­დევ შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ ასე­თი­ვე შუ­რის­ძი­ე­ბე­ბი, რაც მძი­მე წარ­მო­სად­გე­ნია. ერთხელ ხომ უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი, რომ შე­მოვტრი­ალ­დეთ სი­ნათ­ლის­კენ, სა­დაც ერ­თმა­ნეთს თვალს გა­ვუს­წო­რებთ და ვიქ­ნე­ბით ამ­ტა­ნე­ბი და მო­წყა­ლე­ნი, რად­გან შე­უც­დო­მე­ლი არ არ­სე­ბობს.

ჩემი აზ­რით, ასე­თი რამ არ უნდა ხდე­ბო­დეს და ეს არის თემა ჰუ­მა­ნუ­რო­ბის და ან­ტიჰუ­მა­ნუ­რო­ბის, ვი­საც ეხე­ბა, თვი­თონ გა­ი­გებს და თუ ვინ­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პი­როვ­ნე­ბებ­ზე, ჯგუ­ფებ­ზე, რო­გორც ჩანს, ეს თემა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მწვა­ვედ დგას.

ჰე­რო­დემ როცა ნახა, რომ იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის დას­ჯა ხალ­ხს მო­ე­წო­ნა და თავი მოკ­ვე­თა მას, ხალ­ხის მო­წო­ნე­ბის შემ­ხედ­ვა­რემ გა­და­წყვი­ტა, პეტ­რეც და­ე­ჭი­რა და და­ე­სა­ჯა, ამით ხალ­ხს მო­ა­წო­ნებ­და თავს. და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი სა­კი­თხია და სა­დამ­დე მი­ვი­და ჰე­რო­დე ამ გზა­ზე, ვნა­ხეთ. ვფიქ­რობ, ის­ტო­რი­ას უნდა გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი, მო­მავ­ლით ვი­ცხოვ­როთ და არა წარ­სუ­ლით", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

ამას­თან, მე­უ­ფე გრი­გო­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეჭვი ეპა­რე­ბა იმა­ში, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვინ­მეს ურე­კავ­დეს და უკ­ვე­თავ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­ჯას. მი­სი­ვე თქმით, "აქ სხვა ფე­ნო­მენ­თან გვაქვს საქ­მე“.

მე­უ­ფე გრი­გო­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სე­თი თავს არა­სო­დეს არა­ვის დას­ხმია.

"ეს რომ ეთ­ქვა სა­სუ­ლი­ე­რო პირს, იერ­არ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, ვი­ტყო­დი, რომ უბი­რი ადა­მი­ა­ნია, ხეპ­რეა, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლია. როცა ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი ამ­ბობს ამას, ვხე­დავთ, უსა­ზღვრო ცი­ნიზმს და რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რომ
0

შერიგებისკენ რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ამას რათ უნდა ბევრი ტვინი, ვინც სხვანაირად ფიქრობს ან მტერია ქვეყნის ან უსაზღვროდ ბრიყვია!

ლელა
4

ერთმა დაწერა აქ, მღვდელია და ვერ განვიკითხავო! თავად ეს კაცი,თავისი მიკერძოებული დამოკიდებულებით და პოლიტიკაში ჩარევით, მაძლევს ზუსტად უფლებას, მეც განვიკითხო და მივუჩინო თავისი ადგილი! სასულიერო პირმა შენს საქმეს მიხედე და შეეშვი დახლართულად სიარულს! თუ შესაბრალისია ვინმე, ეს აფერისტ-ავანტიურისტი სააკაშვილი კი არადა, მართლაც უამრავი შესაცოდი და მოსაფერებელია და იმათ მიეფერეთ! დამნაშავემ პასუხი რომ უნდა აგოს,ამდენს უნდა ხვდებოდეს სასულიერო პირიც! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს" - მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე

"ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს" - მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი პროფილის კლინიკაში მის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს. მისი თქმით, რაც ქვეყანაში ხდება კიდევ უფრო მეტ ურთიერთმიუღებლობას ბადებს.

"მე ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა საკითხი ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ. ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში, საზოგადოებში, ყველა სიმაღლეზე, ბადებს კიდევ უფრო მეტს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს და მოლოდინებს აჩენს, რომ როცა კიდევ შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს.

ჩემი აზრით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს არის თემა ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის, ვისაც ეხება, თვითონ გაიგებს და თუ ვინმეზეა დამოკიდებული, პიროვნებებზე, ჯგუფებზე, როგორც ჩანს, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას.

ჰეროდემ როცა ნახა, რომ იოანე ნათლისმცემლის დასჯა ხალხს მოეწონა და თავი მოკვეთა მას, ხალხის მოწონების შემხედვარემ გადაწყვიტა, პეტრეც დაეჭირა და დაესაჯა, ამით ხალხს მოაწონებდა თავს. დამაფიქრებელი საკითხია და სადამდე მივიდა ჰეროდე ამ გზაზე, ვნახეთ. ვფიქრობ, ისტორიას უნდა გავუსწოროთ თვალი, მომავლით ვიცხოვროთ და არა წარსულით", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის განცხადებით, ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას. მისივე თქმით, "აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე“.

მეუფე გრიგოლი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი თავს არასოდეს არავის დასხმია.

"ეს რომ ეთქვა სასულიერო პირს, იერარქიის წარმომადგენელს, ვიტყოდი, რომ უბირი ადამიანია, ხეპრეა, გაუნათლებელია. როცა ეკლესიის მეთაური ამბობს ამას, ვხედავთ, უსაზღვრო ცინიზმს და რუსული იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.