საქართველოში ხელმისაწვდომი თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაფართოვდა. დიაბეტური, კარდიოლოგიური, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებები მთელი ქვეყნის მასშტაბით "ფარმადეპოს“ უკვე 260 ფილიალშია ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელმისაწვდომი მედიკამენტების ჩამონათვალიც.
"ფარმადეპო“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან უმოკლეს დროში მოახერხა თურქული მედიკამენტების შემოტანა და მოქალაქეებისათვის შეთავაზება.
ზოგადად, თურქეთისთვის განკუთვნილი მედიკამენტები ქვეყნის საკანონმდებლო ბაზისა და სპეციფიკიდან გამომდინარე ფართოდ ხელმისაწვდომია. სწორედ თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების საქართველოში შემოტანა გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიკამენტების ღირებულება ქართულ ბაზარზე არსებულ სხვა ქვეყნებში წარმოებულ მედიკამენტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია.
იხილეთ განახლებული ჩამონათვალი:
(R)