მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა "აზოვსტალზე" საავიაციო შტურმი განაახლა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც - როგორია ბოლო ცნობები "აზოვსტალის" ქარხნიდან
რუსეთმა "აზოვსტალზე" საავიაციო შტურმი განაახლა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც - როგორია ბოლო ცნობები "აზოვსტალის" ქარხნიდან

ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ბლო­კი­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

"მტერ­მა, ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბის მიზ­ნით, ავი­ა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით, შტურ­მი გა­ნა­ახ­ლა", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გარ­და სა­ა­ვი­ა­ციო თავ­დას­ხმი­სა, გრძელ­დე­ბა სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლე­ბიც და რო­გორც აზოვსტალ­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი თვი­თონ­ვე ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რუ­სე­ბი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან შეჭ­რი­ლე­ბი.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­ხნის ბუნ­კე­რებ­ში კვლავ რჩე­ბი­ან მში­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათი ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა დღე­ის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა უც­ნო­ბია ეს რამ­დე­ნად მო­ხერ­ხდე­ბა, რად­გა­ნაც "აზოვსტა­ლი" ახლა ინ­ტენ­სი­უ­რად იბობ­მე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუ­სე­თი ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა მა­რი­უ­პოლ­ში გარ­კვე­ულ წინსვლას 9 მა­ი­სამ­დე მი­აღ­წი­ოს, რათა მე-2 მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის დღეს სიმ­ბო­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბა აღ­ნიშ­ნოს.

"მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სე­თის ძა­ლის­ხმე­ვა პერ­სო­ნა­ლის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და­ნა­კარ­გე­ბის ხარ­ჯზე მოხ­და. სა­ნამ უკ­რა­ი­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გრძელ­დე­ბა "აზოვსტალ­ში“, რუ­სუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი კვლავ გა­იზ­რდე­ბა“, - ნათ­ქვა­მია დიდი ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
7

რუსეთს რა ხალხის დაღუპვა არ უნდა,ცოტა თავები გაალაყლაყეთ,დაუნგრია მთელი ქვეყანა 

მაკა
13

როგორც ვატყობ რუსეთს არ უნდა ხალხის დაღუპვა , თორემ არ გაუჭირდებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

რუსეთმა "აზოვსტალზე" საავიაციო შტურმი განაახლა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც - როგორია ბოლო ცნობები "აზოვსტალის" ქარხნიდან

რუსეთმა "აზოვსტალზე" საავიაციო შტურმი განაახლა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც - როგორია ბოლო ცნობები "აზოვსტალის" ქარხნიდან

ბოლო ცნობების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება.

"მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გარდა საავიაციო თავდასხმისა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლებიც და როგორც აზოვსტალში გამაგრებული ჯარისკაცები თვითონვე ავრცელებენ ინფორმაციას, რუსები ქარხნის ტერიტორიაზე არიან შეჭრილები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქარხნის ბუნკერებში კვლავ რჩებიან მშიდობიანი მოქალაქეები და მათი ევაკუაციის პროცესის განახლება დღეისთვისაა დაგეგმილი, თუმცა უცნობია ეს რამდენად მოხერხდება, რადგანაც "აზოვსტალი" ახლა ინტენსიურად იბობმება.

პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.

"მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება "აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: