მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KTW ჯგუფის საერთაშორისო აღიარება Dubai International Taste Awards-ზე
KTW ჯგუფის საერთაშორისო აღიარება Dubai International Taste Awards-ზე

Dubai International Taste Awards-ზე KTW ჯგუ­ფის ოთხმა ღვი­ნომ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. "შატო ას­კა­ნის" ცო­ლი­კა­ურ­მა პლა­ტი­ნი­უ­მის, "შატო მა­ნა­ვი­სა" და "გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის" ღვი­ნო­ებ­მა კი, - ოქ­როს, ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვა.

"შატო ას­კა­ნის" ცო­ლი­კო­უ­რი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ოქ­როს­ფე­რი ღვი­ნოა, რო­მე­ლიც ხი­ლის მსუ­ბუ­ქი ტო­ნე­ბით და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გე­მო­თი ხა­სი­ათ­დე­ბა. „შატო ას­კა­ნა“ გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ას­კა­ნა­ში გუ­რუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და და­სავ­ლე­თუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, KTW ჯგუფ­მა 2021 წელს აა­შე­ნა.

„შატო ას­კა­ნა­ში“ ევ­რო­პუ­ლი მე­თო­დით - უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის წყნა­რი, კლა­სი­კუ­რი მე­თო­დით - ცქრი­ა­ლა და მუ­ხის კას­რებ­ში დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ღვი­ნო მზად­დე­ბა. „შატო ას­კა­ნის“ პრო­დუქ­ცია შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იწარ­მო­ე­ბა და უმაღ­ლე­სი კლა­სის სას­მე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

„შატო მა­ნა­ვის“ ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის მფლო­ბე­ლი ღვი­ნო­ე­ბი - ხიხ­ვი და მუ­კუ­ზა­ნი კა­ხუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბია. ხიხ­ვი ღია ჩა­ლის­ფე­რი ღვი­ნოა, რო­მელ­საც ციტ­რუ­სის ტო­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს. მუ­კუ­ზა­ნი კი, მუ­ხის კას­რში და­ვა­რა­გე­ბუ­ლი მუქი ძო­წის­ფე­რი ღვი­ნოა, რო­მე­ლიც ხა­ვერ­დო­ვა­ნი გე­მო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა. „შატო მა­ნა­ვის“ სა­წარ­მო სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მა­ნავ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც 2017 წელს გა­იხ­სნა და აქ, KTW ჯგუ­ფის ღვი­ნის ის ძი­რი­თა­დი ასორ­ტი­მენ­ტი იწარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ექ­სპორტზე გა­დის.

„გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის“ თავკვე­რი ქარ­თლის ენ­დე­მუ­რი ყუ­რძნის ჯი­შია. მის­გან მუქი ლა­ლის­ფე­რი ღვი­ნო დგე­ბა. ხა­სი­ათ­დე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი გე­მო­თი.

„გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის“ პრო­დუქ­ცი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა უკვე არა­ერ­თხელ მო­ი­პო­ვა და ღვი­ნის მოყ­ვა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

აქ წარ­მო­ე­ბულ ღვი­ნო­ებს ქარ­თლის რე­გი­ო­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი მშრა­ლი ღვი­ნო­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ავ­თენ­ტუ­რი გემო სრუ­ლად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის“ ზო­გი­ერთ პრო­დუქ­ცი­ა­ზე შეკ­ვე­თე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ერთი წლით ადრე მი­ი­ღე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

KTW ჯგუფის საერთაშორისო აღიარება Dubai International Taste Awards-ზე

KTW ჯგუფის საერთაშორისო აღიარება Dubai International Taste Awards-ზე

Dubai International Taste Awards-ზე KTW ჯგუფის ოთხმა ღვინომ უმაღლესი შეფასება მიიღო. "შატო ასკანის" ცოლიკაურმა პლატინიუმის, "შატო მანავისა" და "გურამიშვილის მარნის" ღვინოებმა კი, - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

"შატო ასკანის" ცოლიკოური მაღალი ხარისხის ოქროსფერი ღვინოა, რომელიც ხილის მსუბუქი ტონებით და დაბალანსებული გემოთი ხასიათდება. „შატო ასკანა“ გურიაში, სოფელ ასკანაში გურული ვაზის ჯიშების აღორძინებისა და დასავლეთური ყურძნის ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით, KTW ჯგუფმა 2021 წელს ააშენა.

„შატო ასკანაში“ ევროპული მეთოდით - უმაღლესი ხარისხის წყნარი, კლასიკური მეთოდით - ცქრიალა და მუხის კასრებში დაძველებული ღვინო მზადდება. „შატო ასკანის“ პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და უმაღლესი კლასის სასმელებს მიეკუთვნება.

„შატო მანავის“ ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ღვინოები - ხიხვი და მუკუზანი კახური ყურძნის ჯიშებია. ხიხვი ღია ჩალისფერი ღვინოა, რომელსაც ციტრუსის ტონები ახასიათებს. მუკუზანი კი, მუხის კასრში დავარაგებული მუქი ძოწისფერი ღვინოა, რომელიც ხავერდოვანი გემოთი გამოირჩევა. „შატო მანავის“ საწარმო საგარეჯოს რაიონში, სოფელ მანავში მდებარეობს, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და აქ, KTW ჯგუფის ღვინის ის ძირითადი ასორტიმენტი იწარმოება, რომელიც ექსპორტზე გადის.

„გურამიშვილის მარნის“ თავკვერი ქართლის ენდემური ყურძნის ჯიშია. მისგან მუქი ლალისფერი ღვინო დგება. ხასიათდება დაბალანსებული, ჰარმონიული გემოთი.

„გურამიშვილის მარნის“ პროდუქციამ საერთაშორისო წარმატება უკვე არაერთხელ მოიპოვა და ღვინის მოყვარულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აქ წარმოებულ ღვინოებს ქართლის რეგიონის ტრადიციული მშრალი ღვინოებისთვის დამახასიათებელი ავთენტური გემო სრულად აქვს შენარჩუნებული.

აღსანიშნავია, რომ „გურამიშვილის მარნის“ ზოგიერთ პროდუქციაზე შეკვეთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი წლით ადრე მიიღება.

R