ავტორი:

"არავის არავინ არ განუდევნია... რუსები ქარხანაში არიან და მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა" - რას ამბობს "აზოვის" მეთაურის მოადგილე არესტოვიჩის ინფორმაციაზე?

"არავის არავინ არ განუდევნია... რუსები ქარხანაში არიან და მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა" - რას ამბობს "აზოვის" მეთაურის მოადგილე არესტოვიჩის ინფორმაციაზე?

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ „უნიანი“ “აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ: არავის არავინ არ განუდევნია. რუსები ქარხანაში არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, - განაცხადა პალამარმა.

ცნობისთვის, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი 4 მაისს შევიდა "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი უკრაინელმა მებრძოლებმა განდევნეს. მან მაშინვე დასძინა, რომ ამ ინფორმაციას ხელისუფლება ჯერ კიდევ აზუსტებს.