საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა შვილის ღიმილისთვის - "ყველა მამა ოცნებობს ბავშვის ჯანმრთელობაზე... ყოველ დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, - შენ ეს უნდა შეძლო - მეთქი!"
ბრძოლა შვილის ღიმილისთვის - "ყველა მამა ოცნებობს ბავშვის ჯანმრთელობაზე... ყოველ  დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, - შენ ეს უნდა შეძლო - მეთქი!"

UFC-ში ვი­ღაც იბ­რძვის დი­დე­ბის­თვის, ვი­ღაც ფუ­ლის­თვის, ზო­გის­თვის ეს უბ­რა­ლოდ ჰობი და საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, თუმ­ცა მარ­ლონ "ჩიტო“ ვე­რას­თვის ოქ­ტა­გონ­ზე თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ტარ­დე­ბო­და. UFC-ის პირ­ვე­ლი ეკ­ვა­დო­რე­ლი მებ­რძო­ლის გზა ურ­თუ­ლე­სი იყო, ის ოქ­ტა­გონ­ზე გა­დი­ო­და "ფა­რით ან ფარ­ზე“ დე­ვი­ზით და თან იმა­ზე ფიქ­რობ­და, რომ მის პა­ტა­რა შვილს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და.

მარ­ლო­ნი 19 წლის იყო, ხოლო მისი მე­უღ­ლე 17-ის, რო­დე­საც შვი­ლი - ანა პა­უ­ლა შე­ე­ძი­ნათ. ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბი უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ექი­მებ­მა აც­ნო­ბეს, რომ გო­გო­ნას უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბა - მე­ბი­უ­სის სინ­დრო­მი ჰქონ­და. ეს არის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც სა­ხის კუნ­თე­ბის მუ­შა­ო­ბას არ­ღვევს და სა­უ­ბარს არ­თუ­ლებს. მსგავ­სი სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს უჭირთ მი­მი­კის მი­ღე­ბა, ხში­რად ელამ­დე­ბი­ან, უჭირთ სა­უ­ბა­რი და საყ­ლა­პა­ვი რეფ­ლექ­სე­ბიც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ.

"ჯერ კი­დევ კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვით, ახა­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი იყო, როცა ექიმ­მა გვაც­ნო­ბა ამ სა­ში­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. ამან გული გა­მი­ტე­ხა, ყვე­ლა მამა ოც­ნე­ბობს შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც მი­ზე­ზის გამო ხდე­ბა და ღმერ­თს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის თა­ვი­სი გეგ­მა აქვს. ზუს­ტად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გვხდის ძლი­ე­რად და გვა­ი­ძუ­ლებს, რომ ვიბ­რძო­ლოთ", - ყვე­ბო­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­ლო­ნი.

ანას კუნ­თე­ბის ტო­ნუ­სი იმ­დე­ნად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ბავ­შვს ღი­მი­ლიც არ შე­ეძ­ლო, როცა წა­მო­ი­ზარ­და კი ძლივს ლა­პა­რა­კობ­და. მე­ბი­უ­სის სინ­დრო­მი სრულ­ფა­სო­ვან მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ამ კუნ­თე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს. თუმ­ცა მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი ძვი­რია, ამი­ტო­მაც ახალ­გაზ­რდა მა­მამ მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ჭი­რო ფი­ნან­სებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და.

ვე­რამ მიზ­ნად და­ი­სა­ხა, რომ ანას ღი­მილს ნე­ბის­მი­ერ ფა­სად და­უბ­რუ­ნებ­და. მებ­რძოლს ფული არ ჰქონ­და, თუმ­ცა 2014 წელს UFC-ის რე­ა­ლი­თი შო­უ­ზე მოხ­ვდა, გა­და­ბარ­გდა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და 2014 წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტრაქ­ტიც მი­ი­ღო.

მარ­ლო­ნის შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ი­ნა უაითი და­ინ­ტე­რეს­და. ბოსს მებ­რძო­ლის­თვის კარ­გი სი­ახ­ლე ჰქონ­და.

"შენი შვი­ლი ლას-ვე­გას­ში სა­უ­კე­თე­სო ექი­მებ­თან გა­ივ­ლის გა­მოკ­ვლე­ვებს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ, მოგ­ვწონს შენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე­ბით“, - უთხრა უა­ით­მა "ჩი­ტოს“.

უა­ით­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა, ანა სა­უ­კე­თე­სო ექიმ­თან გა­უშ­ვა და შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯე­ბიც თა­ვის თავ­ზე აიღო. თუმ­ცა გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შემ­დეგ პროგ­რე­სი არ ყო­ფი­ლა. მე­ბი­უ­სის სინ­დრო­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა კი ურ­თუ­ლე­სია და, რო­გორც წესი, ყვე­ლა ქი­რურ­გი არ თან­ხმდე­ბა.

ვერა მიხ­ვდა, რომ სი­ტუ­ა­ცია სა­კუ­თარ ხელ­ში უნდა აეღო. ძლივს იპო­ვა ქი­რურ­გი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის ჩა­ა­ტა­რე­ბას და­თან­ხმდა. ოპე­რა­ცია 50-80 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბო­და, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სპორტზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ვერ ახ­დენ­და - UFC-ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, 3 ბრძო­ლი­დან მხო­ლოდ ერთი მო­ი­გო. მე­სა­მე ბრძო­ლა, რო­მელ­საც დე­ი­ვი გრან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­თავ­და, ვე­რას­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. თუ გა­ი­მარ­ჯვებ­და, მი­ღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რით ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

"ღვთის წყა­ლო­ბით, თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის, მინ­და, რომ ბრძო­ლის შემ­დეგ შვილს ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თო. UFC ამა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. მათ­მა ექიმ­მა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩაგ­ვი­ტა­რა, შეგ­ვი­მოწ­მეს ბავ­შვი. მაგ­რამ შემ­დეგ პა­უ­ზა აი­ღეს. არ ვიცი, რის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ. მე დახ­მა­რე­ბას მა­ინც ვთხოვ. თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია დამ­თან­ხმდე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მათი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. თუ არა, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. UFC ყო­ველ­თვის კარ­გად მე­პყრო­ბო­და. ჩვენ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მათი დახ­მა­რე­ბით, თუ მათ გა­რე­შე, ოპე­რა­ცი­ას მა­ინც გა­ვუ­კე­თებ ანას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ოღონდ მის სა­ხე­ზე ღი­მი­ლი და­ვი­ნა­ხო", - აცხა­დებ­და ვერა ბრძო­ლის წინ.

თუმ­ცა მარ­ლონ­მა ის შეხ­ვედ­რა ვერ მო­ი­გო...

სი­ტუ­ა­ცია რთულ­დე­ბო­და. თუ და­მარ­ცხე­ბე­ბის სე­რი­ას გა­აგ­რძე­ლებ­და, იყო საფრ­თხე, რომ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან გა­ეგ­დოთ.

ეკ­ვა­დო­რე­ლი მთლი­ა­ნად გა­და­ერ­თო სპორტზე და ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა შთამ­ბეჭ­და­ვად მო­ი­გო. პა­რა­ლე­ლუ­რად ფულს აგ­რო­ვებ­და, სხვა მებ­რძო­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, ფაბ­რი­სიო ვერ­დუმ­მა, კარ­ლოს კონ­დიტ­მა და დე­რეკ ბრან­სონ­მა მებ­რძოლს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს.

2018 წელს, რო­გორც იქნა, ოპე­რა­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა მო­აგ­რო­ვა. ის 43 ათა­სი დო­ლა­რი დაჯ­და (იმა­ზე ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე იგეგ­მე­ბო­და), ამ თან­ხი­დან 19 ათა­სი მებ­რძო­ლებ­მა და გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მო­აგ­რო­ვეს.

ოპე­რა­ცია 10 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და და წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. როცა მარ­ლო­ნი პა­ლა­ტა­ში შე­ვი­და და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ შვი­ლის სახე და­ი­ნა­ხა, ლა­მის გო­ნე­ბა და­კარ­გა. ოპე­რა­ცია ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შვს სახე ჯერ და­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და, მებ­რძოლს ეგო­ნა, რომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ცუ­დად გახ­და. თუმ­ცა ექი­მებ­მა და­არ­წმუ­ნეს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ანას მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და.

გა­ვი­და წლე­ბი, რა თქმა უნდა, ოპე­რა­ცი­ამ სრუ­ლად ვერ უშ­ვე­ლა ბავ­შვს, თუმ­ცა სა­ხის კუნ­თე­ბის მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და რაც მთა­ვა­რია, ანას გა­ღი­მე­ბა შე­უძ­ლია. ოჯა­ხიც გა­ი­ზარ­და, მარ­ლონს კი­დევ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ანა კი სპორტზეც დაჰ­ყავს. მამა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილს ჯიუ-ჯით­სუს ას­წავ­ლის.

"მე ვბრძო­დი ჩემი შვი­ლის ღი­მი­ლის­თვის. ნე­ბის­მი­ე­რი მშობ­ლის­თვის ურ­თუ­ლე­სია, როცა შვილს ღი­მი­ლის ფი­ზი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. პა­ტა­რაა, მისი სამ­ყა­რო წმინ­და და სუფ­თაა, რა­ტომ არ უნდა შე­ეძ­ლოს ასე­თი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა. ეს ჩემ­თვის უძ­ლი­ე­რე­სი მო­ტი­ვა­ცია იყო. ყო­ველ დღე ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - შენ ეს უნდა შეძ­ლო - მეთ­ქი!“ ჩემი მე­ო­რე შვი­ლი, ხოსე, პი­რი­ქით, და­დის და სულ იღი­მე­ბა", - ყვე­ბა მებ­რძო­ლი.

ახლა ვე­რას სე­რი­ო­ზუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი აღ­მას­ვლა აქვს. 2020 წელს მან გა­ჰა­ი­პე­ბუ­ლი შონ ო’მელი და­ა­მარ­ცხა. ორი კვი­რის წინ კი, ტურ­ნი­რის მთა­ვარ შეხ­ვედ­რა­ში იბ­რძო­ლა. "ჩიტო“ ელი­ტა­რუ­ლი მებ­რძო­ლი გახ­და და თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, ტი­ტულ­ზე ბრძო­ლის შანსსაც მი­ი­ღებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვერა, შე­საძ­ლოა ჩვე­ნე­ბურ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­საც შეხ­ვდეს. ამ­ჟა­მად ეკ­ვა­დო­რე­ლი თა­ვი­სი დი­ვი­ზი­ო­ნის მე­ხუ­თე პო­ზი­ცი­ა­ზეა, მე­რა­ბი კი - მე­ექ­ვსე­ზე.

ორი კვი­რის წინ მან საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის მებ­რძო­ლი, რობ ფონ­ტი და­ა­მარ­ცხა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ოქ­ტა­გონ­ზე მისი მომ­ღი­მა­რი შვი­ლი ანა გა­მოჩ­ნდა. თუმ­ცა კა­მე­რე­ბის შე­ე­შინ­და და დე­დას ამო­ე­ფა­რა.

"ისე­თი გრძნო­ბა მაქვს,თით­ქოს, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი ამის­რულ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გამო. დე­დაც აქ არის. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ერთ დღე­საც აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბი ჩემ­პი­ო­ნი და ქა­მარს ეკ­ვა­დორ­ში ჩა­ვი­ტან, და­მი­ჯე­რეთ, ასე იქ­ნე­ბა. თუ ბევ­რს იშ­რო­მებთ, თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ვე­რამ ინ­ტერ­ვი­უ­ში...

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ვახო...
0

უფალმა კარგად ამყოფოს შენი ოჯახი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ბრძოლა შვილის ღიმილისთვის - "ყველა მამა ოცნებობს ბავშვის ჯანმრთელობაზე... ყოველ დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, - შენ ეს უნდა შეძლო - მეთქი!"

ბრძოლა შვილის ღიმილისთვის - "ყველა მამა ოცნებობს ბავშვის ჯანმრთელობაზე... ყოველ  დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, - შენ ეს უნდა შეძლო - მეთქი!"

UFC-ში ვიღაც იბრძვის დიდებისთვის, ვიღაც ფულისთვის, ზოგისთვის ეს უბრალოდ ჰობი და საყვარელი საქმეა, თუმცა მარლონ "ჩიტო“ ვერასთვის ოქტაგონზე თითოეული გამართული შეხვედრა მისი ქალიშვილისთვის ტარდებოდა. UFC-ის პირველი ეკვადორელი მებრძოლის გზა ურთულესი იყო, ის ოქტაგონზე გადიოდა "ფარით ან ფარზე“ დევიზით და თან იმაზე ფიქრობდა, რომ მის პატარა შვილს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდებოდა.

მარლონი 19 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 17-ის, როდესაც შვილი - ანა პაულა შეეძინათ. ახალგაზრდა მშობლები უბედნიერესები იყვნენ, მაგრამ ექიმებმა აცნობეს, რომ გოგონას უიშვიათესი დაავადება - მებიუსის სინდრომი ჰქონდა. ეს არის ნევროლოგიური პათოლოგია, რომელიც სახის კუნთების მუშაობას არღვევს და საუბარს ართულებს. მსგავსი სინდრომით დაავადებულებს უჭირთ მიმიკის მიღება, ხშირად ელამდებიან, უჭირთ საუბარი და საყლაპავი რეფლექსებიც დაქვეითებული აქვთ.

"ჯერ კიდევ კლინიკაში ვიყავით, ახალი დაბადებული იყო, როცა ექიმმა გვაცნობა ამ საშინელების შესახებ. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ამან გული გამიტეხა, ყველა მამა ოცნებობს შვილის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება და ღმერთს თითოეული ჩვენგანისთვის თავისი გეგმა აქვს. ზუსტად ასეთი შემთხვევები გვხდის ძლიერად და გვაიძულებს, რომ ვიბრძოლოთ", - ყვებოდა მოგვიანებით მარლონი.

ანას კუნთების ტონუსი იმდენად დაქვეითებული ჰქონდა, რომ ბავშვს ღიმილიც არ შეეძლო, როცა წამოიზარდა კი ძლივს ლაპარაკობდა. მებიუსის სინდრომი სრულფასოვან მკურნალობას არ ექვემდებარება, მაგრამ ოპერაციამ კუნთების მდგომარეობა შესაძლოა, გააუმჯობესოს. თუმცა მსგავსი ოპერაციები ძვირია, ამიტომაც ახალგაზრდა მამამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საჭირო ფინანსებს აუცილებლად გამოიმუშავებდა.

ვერამ მიზნად დაისახა, რომ ანას ღიმილს ნებისმიერ ფასად დაუბრუნებდა. მებრძოლს ფული არ ჰქონდა, თუმცა 2014 წელს UFC-ის რეალითი შოუზე მოხვდა, გადაბარგდა კალიფორნიაში და 2014 წელს ორგანიზაციაში რეგულარული კონტრაქტიც მიიღო.

მარლონის შვილის ავადმყოფობის ისტორიით, ორგანიზაციის პრეზიდენტი დეინა უაითი დაინტერესდა. ბოსს მებრძოლისთვის კარგი სიახლე ჰქონდა.

"შენი შვილი ლას-ვეგასში საუკეთესო ექიმებთან გაივლის გამოკვლევებს. კარგი ადამიანი ხარ, მოგვწონს შენთან თანამშრომლობა და ყველაფერში დაგეხმარებით“, - უთხრა უაითმა "ჩიტოს“.

უაითმა პირობა შეასრულა, ანა საუკეთესო ექიმთან გაუშვა და შესაბამისი ხარჯებიც თავის თავზე აიღო. თუმცა გამოკვლევების შემდეგ პროგრესი არ ყოფილა. მებიუსის სინდრომი სერიოზული დაავადებაა, ოპერაციის გაკეთება კი ურთულესია და, როგორც წესი, ყველა ქირურგი არ თანხმდება.

ვერა მიხვდა, რომ სიტუაცია საკუთარ ხელში უნდა აეღო. ძლივს იპოვა ქირურგი, რომელიც ოპერაციის ჩაატარებას დათანხმდა. ოპერაცია 50-80 ათასი დოლარი ჯდებოდა, თუმცა მეორე მხრივ, შვილის მდგომარეობის გამო, სპორტზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა - UFC-ში გადასვლის შემდეგ, 3 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მესამე ბრძოლა, რომელსაც დეივი გრანტის წინააღმდეგ მართავდა, ვერასთვის უმნიშვნელოვანესი იყო. თუ გაიმარჯვებდა, მიღებული ჰონორარით ოპერაციის ჩატარების შესაძლებელი იქნებოდა.

"ღვთის წყალობით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მინდა, რომ ბრძოლის შემდეგ შვილს ოპერაცია გავუკეთო. UFC ამაში დაგვეხმარა. მათმა ექიმმა გამოკვლევები ჩაგვიტარა, შეგვიმოწმეს ბავშვი. მაგრამ შემდეგ პაუზა აიღეს. არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებენ. მე დახმარებას მაინც ვთხოვ. თუ ორგანიზაცია დამთანხმდება, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. თუ არა, არანაირი პრობლემა არ არის. UFC ყოველთვის კარგად მეპყრობოდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათი დახმარებით, თუ მათ გარეშე, ოპერაციას მაინც გავუკეთებ ანას. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მის სახეზე ღიმილი დავინახო", - აცხადებდა ვერა ბრძოლის წინ.

თუმცა მარლონმა ის შეხვედრა ვერ მოიგო...

სიტუაცია რთულდებოდა. თუ დამარცხებების სერიას გააგრძელებდა, იყო საფრთხე, რომ ის ორგანიზაციიდან გაეგდოთ.

ეკვადორელი მთლიანად გადაერთო სპორტზე და ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა შთამბეჭდავად მოიგო. პარალელურად ფულს აგროვებდა, სხვა მებრძოლებიც ეხმარებოდნენ. მაგალითად, ფაბრისიო ვერდუმმა, კარლოს კონდიტმა და დერეკ ბრანსონმა მებრძოლს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს.

2018 წელს, როგორც იქნა, ოპერაციისთვის საკმარისი თანხა მოაგროვა. ის 43 ათასი დოლარი დაჯდა (იმაზე ნაკლები, ვიდრე იგეგმებოდა), ამ თანხიდან 19 ათასი მებრძოლებმა და გულშემატკივრებმა მოაგროვეს.

ოპერაცია 10 საათი გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. როცა მარლონი პალატაში შევიდა და ოპერაციის შემდეგ შვილის სახე დაინახა, ლამის გონება დაკარგა. ოპერაცია ახალი დასრულებული იყო, შესაბამისად ბავშვს სახე ჯერ დასიებული ჰქონდა, მებრძოლს ეგონა, რომ ქირურგიული ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ცუდად გახდა. თუმცა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ დროთა განმავლობაში ანას მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.

გავიდა წლები, რა თქმა უნდა, ოპერაციამ სრულად ვერ უშველა ბავშვს, თუმცა სახის კუნთების მუშაობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და რაც მთავარია, ანას გაღიმება შეუძლია. ოჯახიც გაიზარდა, მარლონს კიდევ ორი შვილი შეეძინა. ანა კი სპორტზეც დაჰყავს. მამა პატარა ქალიშვილს ჯიუ-ჯითსუს ასწავლის.

"მე ვბრძოდი ჩემი შვილის ღიმილისთვის. ნებისმიერი მშობლისთვის ურთულესია, როცა შვილს ღიმილის ფიზიკური საშუალება არ აქვს. პატარაა, მისი სამყარო წმინდა და სუფთაა, რატომ არ უნდა შეეძლოს ასეთი ემოციების გამოხატვა. ეს ჩემთვის უძლიერესი მოტივაცია იყო. ყოველ დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, - შენ ეს უნდა შეძლო - მეთქი!“ ჩემი მეორე შვილი, ხოსე, პირიქით, დადის და სულ იღიმება", - ყვება მებრძოლი.

ახლა ვერას სერიოზული კარიერული აღმასვლა აქვს. 2020 წელს მან გაჰაიპებული შონ ო’მელი დაამარცხა. ორი კვირის წინ კი, ტურნირის მთავარ შეხვედრაში იბრძოლა. "ჩიტო“ ელიტარული მებრძოლი გახდა და თუ ასე გააგრძელებს, ტიტულზე ბრძოლის შანსსაც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ვერა, შესაძლოა ჩვენებურ მერაბ დვალიშვილსაც შეხვდეს. ამჟამად ეკვადორელი თავისი დივიზიონის მეხუთე პოზიციაზეა, მერაბი კი - მეექვსეზე.

ორი კვირის წინ მან საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლი, რობ ფონტი დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოქტაგონზე მისი მომღიმარი შვილი ანა გამოჩნდა. თუმცა კამერების შეეშინდა და დედას ამოეფარა.

"ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს, რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი ამისრულდა. ბედნიერი ვარ ჩემი და ჩემი ოჯახის გამო. დედაც აქ არის. დაუჯერებელია. ერთ დღესაც აუცილებლად გავხდები ჩემპიონი და ქამარს ეკვადორში ჩავიტან, დამიჯერეთ, ასე იქნება. თუ ბევრს იშრომებთ, თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა“, - განაცხადა ვერამ ინტერვიუში...

ავტორი: ანრი კურტანიძე