კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, ყველა ვარიანტში უნდა "აზოვსტალი“ დაპყრობილი იყოს, მისი დამცველები  კი - განადგურებული“ - რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში
"პუტინს 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, ყველა ვარიანტში უნდა "აზოვსტალი“ დაპყრობილი იყოს, მისი დამცველები  კი - განადგურებული“ - რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში

"რა­დაც არ უნდა და­უჯ­დეს, რუ­სე­თის­თვის ახლა მთა­ვა­რია მა­რი­უ­პო­ლის და "აზოვსტა­ლის“ აღე­ბა, პო­პას­ნა­ია-ლი­სი­ჩანსკი-სე­ვე­რო­დო­ნეც­კის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ჰყავთ. გარ­და ამი­სა, თუ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რუ­სე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ნი­კო­ლა­ევ­სკის და ოდე­სის­კენ გაჭ­რას. უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა მხრი­დან უტე­ვენ და ნათ­ლად ჩანს, რომ პუ­ტინს წი­თელ მო­ე­დან­ზე 9 მა­ი­სის სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის­თვის, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა "აზოვსტა­ლი“ და­პყრო­ბი­ლი იყოს, მისი დამ­ცვე­ლე­ბი კი - გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი“, - გვე­უბ­ნე­ბა სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის ლი­დერ­მა 9 მა­ისს, ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს, "სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ სა­მა­მუ­ლო ომად "გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­როს“ და სა­ყო­ველ­თაო სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­აც გა­მო­ა­ცხა­დოს.

- ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი მა­რი­უ­პო­ლია და "აზოვსტა­ლი“, რო­მელ­ზეც ორი დღეა მი­დის შე­ტე­ვა - ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც სა­ა­ვი­ა­ციო და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა, ასე­ვე, ამას და­ე­მა­ტა მო­ი­ე­რი­შე ჯგუ­ფე­ბის ჯავ­შან­ტექ­ნი­კით (ტან­კე­ბით, ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბით) "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის მცდე­ლო­ბა. უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა მხრი­დან უტე­ვენ და ნათ­ლად ჩანს, რომ წი­თელ მო­ე­დან­ზე 9 მა­ი­სის სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის­თვის, პუ­ტინს ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უნდა "აზოვსტა­ლი“და­პყრო­ბი­ლი, მისი დამ­ცვე­ლე­ბი - გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყოს. გარ­და ამი­სა, 700კმ-ზე მეტი სიგ­რძის ფრონ­ტის ხა­ზია შექ­მნი­ლი ხარ­კო­ვი­დან - ხერ­სო­ნამ­დე და ყვე­ლა ად­გი­ლას მი­დის ბრძო­ლე­ბი - უტე­ვენ ხარ­კოვს, სლა­ვი­ანსკის, კრა­მა­ტორსკის, სე­ვე­რო­დო­ნეც­კის და ქვე­მოთ - ზა­პო­რო­ჟი­ის მხა­რე­საც. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რუ­სებს უნ­დო­დეთ ე.წ. ქვა­ბის შექ­მნა, ანუ ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა, ესაა ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ამ მხრივ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ხარ­კო­ვის და ხერ­სო­ნის მი­სად­გო­მებ­თან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და...

- ეს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას უფრო ჰგავს. რა­დაც არ უნდა და­უჯ­დეს, რუ­სე­თის­თვის ახლა მთა­ვა­რია მა­რი­უ­პო­ლის და "აზოვსტა­ლის“აღე­ბა, პო­პას­ნა­ია-ლი­სი­ჩანსკი-სე­ვე­რო­დო­ნეც­კის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ჰყავთ. გარ­და ამი­სა, თუ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რუ­სე­ბი ეც­დე­ბი­ან ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ნი­კო­ლა­ევ­სკის და ოდე­სის­კენ გაჭ­რას.

ვი­თა­რე­ბა მოლ­დო­ვას­თა­ნაც და­ი­ძა­ბა. აქ შე­იძ­ლე­ბა ორი სცე­ნა­რი გა­თა­მაშ­დეს რო­გორც რუ­სე­ბის­გან, ისე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­გან. რუ­სებ­მა სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტის გა­დას­ხმა რომ მო­ინ­დო­მონ უკვე ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან, ყი­რი­მი­დან ოდე­სამ­დე შავი ზღვის ნა­წი­ლი უნდა გა­და­იფ­რი­ნონ, მერე ხმე­ლე­თიც სა­ჭი­როა იმის­თვის, დნესტრის­პი­რე­თამ­დე რომ მი­აღ­წი­ონ. რუ­სებ­მა თუ სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტის გა­დას­ხმა და­ა­პი­რა ტი­რას­პოლ­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ეს ვერ შე­ამ­ჩნი­ოს. ისი­ნი თუ ვერა, ნა­ტოს სა­დაზ­ვერ­ვო, მათ შო­რის "ავაქ­სის“ ტი­პის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში და­ა­ფიქ­სი­რებს. გარ­და ამი­სა, ტი­რას­პოლ­ში რომ გა­დას­ხას კი­დე­ვაც, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი დნესტრის­პი­რე­თის ტე­რი­ტო­რია სიგ­რძე­ში 200 და სი­გა­ნე­ში 40 კი­ლო­მეტ­რია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უკ­რა­ი­ნის არ­ტი­ლე­რი­ას შე­უძ­ლია სი­გა­ნე­ში, ანუ დნესპრის­პი­რე­თის ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი სიღ­რმე­ში და­ბომ­ბოს, მათ შო­რის, ტი­რას­პო­ლის აე­როდ­რო­მიც. რუ­სებ­მა იქ თუ მა­ინც გა­რის­კეს - ჯერ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას გა­და­ურჩნენ და სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტი გა­დას­ხეს, უკ­რა­ი­ნის არ­ტი­ლე­რი­ას მა­ინც ვე­რაფ­რით გა­და­ურ­ჩე­ბი­ან. ეს ერთი სცე­ნა­რია.

მე­ო­რეა თვი­თონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სცე­ნა­რი - იმის გამო, რომ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი დნეპ­რის­პი­რე­თი­დან საფრ­თხეს მო­ე­ლი­ან, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან ამ სა­ზღვარ­თან რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­და ჰყავ­დეთ (არა და, ამ დროს ფრონ­ტის ხაზ­თან ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ ეს ძა­ლე­ბი), მათ შე­უძ­ლი­ათ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­და­წყვი­ტონ ეს პრობ­ლე­მა. ამას­თა­ნა­ვე, არის ასე­თი მო­საზ­რე­ბაც, რომ შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა მოლ­დო­ვას სთა­ვა­ზობ­დეს - მე მო­გიგ­ვა­რებ სე­პა­რა­ტის­ტე­ბის პრობ­ლე­მას, ოღონდ, შენ მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სე­ნიო. უახ­ლო­ე­სი 2-3 კვი­რა სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბე­ბი მოხ­დე­ბა, მით უმე­ტეს, თუ 9 მა­ისს პუ­ტინ­მა ამას შე­იძ­ლე­ბა ომი და­არ­ქვას და სა­ყო­ველ­თაო სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­დოს. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, აქამ­დე რაც იყო ნათ­ქვა­მი, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თლდა. და­სავ­ლე­თის მა­ს­მე­დი­აც სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მებს, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ჟო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ეფუძ­ნე­ბა.

- ექ­სპერ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ამ ომში მა­ი­სი-ივ­ნი­სი იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი...

- ამას ვე­რა­ვინ იტყვის იმი­ტომ, რომ სი­ტუ­ა­ცია მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. ზოგი იმა­საც ამ­ბობს, ომი 20 წელი გაგ­რძელ­დე­ბაო. მის­ნო­ბა და მსგავ­სი პროგ­ნო­ზე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახლა არის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი - რუ­სებ­მა მა­რი­უ­პო­ლი თუ და­ი­პყრეს, ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ წმინ­და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, ამას უკვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს. ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კრა­მა­ტორსკი-სლა­ვი­ანსკთან ალ­ყა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი დიდი დაჯ­გუ­ფე­ბა, იქ გა­და­წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

რუ­სეთ­მა თუ შეძ­ლო და წა­ი­ღო რა­ღა­ცე­ე­ბი, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვას დნეპ­რი­სა და უკ­რა­ი­ნის შუ­ა­გუ­ლის­კენ. მან თუ უპი­რა­ტე­სო­ბას მი­აღ­წია, ეც­დე­ბა ხერ­სო­ნი­დან რო­გორ­მე ოდე­სა­ზე გა­ვი­დეს და უკ­რა­ი­ნას შავი ზღვა ჩა­უ­კე­ტოს. უკ­რა­ი­ნამ თუ მო­ა­ხერ­ხა, კი­დევ იბ­რძო­ლა და რუ­სებს ალყა არ შე­აკ­ვრე­ვი­ნა, მა­შინ დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სეთს კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მა­სი­ურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე გა­და­ვი­დეს. თუმ­ცა, რო­გორც წესი, მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფე­ბი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან მომ­ზა­დე­ბულ არ­მი­ას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს მა­საა (ანუ რუ­სე­თი ეც­დე­ბა რა­ო­დე­ნო­ბით მო­ახ­დი­ნოს კომ­პენ­სი­რე­ბა), თან რუ­სეთს არ აქვს იმ რა­ო­დე­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რომ ისი­ნი და­ა­კომ­პლექ­ტოს. მათი და­კომ­პლექ­ტე­ბა ალ­ბათ სა­წყო­ბე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ძვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბით მოხ­დე­ბა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კუ­ლი ლენდ ლი­ზიც ამუ­შავ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ სის­ხლი ჩვე­ნი, ია­რა­ღი - თქვე­ნიო. პრინ­ციპ­ში, ეს აწყობს და­სავ­ლეთ­საც იმი­ტომ, რომ არც ერთი სხვა ქვე­ყა­ნა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ამა­ზე ხელს არ და ვერ მო­ა­წერ­და. უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს და ჩანს, რომ ის არა მარ­ტო რა­ო­დე­ნო­ბით, ხა­რის­ხი­თაც იზ­რდე­ბა - აქამ­დე თუ მო­ი­ძი­ეს, ვის რა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, საბ­ჭო­თა ტან­კი, თუ სხვა, ესეც ამო­ი­წუ­რა და ახლა უკვე და­სავ­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის, შე­და­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა­საც უგ­ზავ­ნი­ან უკ­რა­ი­ნას, რაც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მის არ­მი­ას ხა­რის­ხობ­რი­ვად ნელ-ნელა უფრო წინ წა­მოს­წევს. რუ­სებს უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გი აქვთ რო­გორც საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ისე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის, მაგ­რამ ეს არის მა­სი­უ­რი, სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ომის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხობ­რი­ვად შე­და­რე­ბით და­ბალ დო­ნე­ზეა, მაგ­რამ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად - მეტი იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ეს ომი შე­საძ­ლოა, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს.

- და­სავ­ლე­თი არა ერ­თბა­შად, ეტა­პობ­რი­ვად რომ აწ­ვდის შე­ი­ა­რა­ღე­ბას უკ­რა­ი­ნას, ეს სწო­რი სტრა­ტე­გი­აა?

- და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნას ერ­თბა­შად ვერ მი­აწ­ვდის შე­ი­ა­რა­ღე­ბას, ეს ტექ­ნი­კუ­რა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რეც - მა­სი­უ­რად რომ მი­ა­წო­დოს, თვი­თონ უკ­რა­ი­ნის არ­მი­აც ვერ აით­ვი­სებს უცებ, მით უმე­ტეს, რაც და­სავ­ლე­თის წარ­მო­ე­ბუ­ლია, იმას გა­დამ­ზა­დე­ბა და სწავ­ლა უნდა. მთა­ვა­რია, უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლე­თი ფი­ნან­სუ­რი, თუ სამ­ხედ­რო რე­სურ­სე­ბით ეხ­მა­რე­ბა, შე­ტე­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბით, ახლა და­წყე­ბუ­ლია შორს მოქ­მე­დი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბის გა­და­ცე­მა, მალე სა­რა­კე­ტო­ებ­საც მის­ცემს, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კი­ლო­მეტრზე იმოქ­მე­დებს (უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზეც, და­ახ­ლო­ე­ბით 200-300კმ. და­შო­რე­ბით). შე­საძ­ლოა, ბელ­გო­რო­დის ანა­ლო­გი­უ­რად, და­ზი­ან­დეს ის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მე­ბი, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად ფრინ­დე­ბი­ან თვითმფრი­ნა­ვე­ბი და უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს ბომ­ბა­ვენ. პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ მი­ზან­ში ვო­რო­ნე­ჟი იქ­ნე­ბა ამო­ღე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც სა­ჰა­ე­რო ბაზა იბომ­ბე­ბა და რო­მე­ლიც სა­ზღვრი­დან 200-მდე კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი.

ავტორი:

"პუტინს 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, ყველა ვარიანტში უნდა "აზოვსტალი“ დაპყრობილი იყოს, მისი დამცველები  კი - განადგურებული“ - რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში

"პუტინს 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, ყველა ვარიანტში უნდა "აზოვსტალი“ დაპყრობილი იყოს, მისი დამცველები  კი - განადგურებული“ - რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში

"რადაც არ უნდა დაუჯდეს, რუსეთისთვის ახლა მთავარია მარიუპოლის და "აზოვსტალის“ აღება, პოპასნაია-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა, სადაც უკრაინელებს სერიოზული დაჯგუფება ჰყავთ. გარდა ამისა, თუ ექნებათ შესაძლებლობა, რუსები შეეცდებიან ხერსონის მიმართულებიდან ნიკოლაევსკის და ოდესისკენ გაჭრას. უკრაინას ყველა მხრიდან უტევენ და ნათლად ჩანს, რომ პუტინს წითელ მოედანზე 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, ყველა ვარიანტში უნდა "აზოვსტალი“ დაპყრობილი იყოს, მისი დამცველები კი - განადგურებული“, - გვეუბნება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტი რუსეთის ლიდერმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, "სამხედრო ოპერაცია“ სამამულო ომად "გადააკვალიფიციროს“ და საყოველთაო სამხედრო მობილიზაციაც გამოაცხადოს.

- ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური მარიუპოლია და "აზოვსტალი“, რომელზეც ორი დღეა მიდის შეტევა - ხორციელდება როგორც საავიაციო და საარტილერიო დაბომბვა, ასევე, ამას დაემატა მოიერიშე ჯგუფების ჯავშანტექნიკით (ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით) "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობა. უკრაინას ყველა მხრიდან უტევენ და ნათლად ჩანს, რომ წითელ მოედანზე 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის, პუტინს ყველა ვარიანტში უნდა "აზოვსტალი“დაპყრობილი, მისი დამცველები - განადგურებული იყოს. გარდა ამისა, 700კმ-ზე მეტი სიგრძის ფრონტის ხაზია შექმნილი ხარკოვიდან - ხერსონამდე და ყველა ადგილას მიდის ბრძოლები - უტევენ ხარკოვს, სლავიანსკის, კრამატორსკის, სევეროდონეცკის და ქვემოთ - ზაპოროჟიის მხარესაც. არაა გამორიცხული, რუსებს უნდოდეთ ე.წ. ქვაბის შექმნა, ანუ ალყაში მოქცევა, ესაა ყველაზე სახიფათო ამ მხრივ.

- ამბობენ, რომ ხარკოვის და ხერსონის მისადგომებთან უკრაინელებისთვის ვითარება გაუმჯობესდა...

- ეს ყურადღების გადატანას უფრო ჰგავს. რადაც არ უნდა დაუჯდეს, რუსეთისთვის ახლა მთავარია მარიუპოლის და "აზოვსტალის“აღება, პოპასნაია-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა, სადაც უკრაინელებს სერიოზული დაჯგუფება ჰყავთ. გარდა ამისა, თუ ექნებათ შესაძლებლობა, რუსები ეცდებიან ხერსონის მიმართულებიდან ნიკოლაევსკის და ოდესისკენ გაჭრას.

ვითარება მოლდოვასთანაც დაიძაბა. აქ შეიძლება ორი სცენარი გათამაშდეს როგორც რუსებისგან, ისე უკრაინელებისგან. რუსებმა საჰაერო დესანტის გადასხმა რომ მოინდომონ უკვე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ყირიმიდან ოდესამდე შავი ზღვის ნაწილი უნდა გადაიფრინონ, მერე ხმელეთიც საჭიროა იმისთვის, დნესტრისპირეთამდე რომ მიაღწიონ. რუსებმა თუ საჰაერო დესანტის გადასხმა დააპირა ტირასპოლში, გამორიცხულია, უკრაინელების საჰაერო თავდაცვამ ეს ვერ შეამჩნიოს. ისინი თუ ვერა, ნატოს სადაზვერვო, მათ შორის "ავაქსის“ ტიპის თვითმფრინავები, ყველა ვარიანტში დააფიქსირებს. გარდა ამისა, ტირასპოლში რომ გადასხას კიდევაც, სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორია სიგრძეში 200 და სიგანეში 40 კილომეტრია, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის არტილერიას შეუძლია სიგანეში, ანუ დნესპრისპირეთის ნებისმიერი ადგილი სიღრმეში დაბომბოს, მათ შორის, ტირასპოლის აეროდრომიც. რუსებმა იქ თუ მაინც გარისკეს - ჯერ საჰაერო თავდაცვას გადაურჩნენ და საჰაერო დესანტი გადასხეს, უკრაინის არტილერიას მაინც ვერაფრით გადაურჩებიან. ეს ერთი სცენარია.

მეორეა თვითონ უკრაინელების სცენარი - იმის გამო, რომ სეპარატისტული დნეპრისპირეთიდან საფრთხეს მოელიან, უკრაინელები იძულებულნი არიან ამ საზღვართან რამდენიმე ბრიგადა ჰყავდეთ (არა და, ამ დროს ფრონტის ხაზთან ძალიან სჭირდებათ ეს ძალები), მათ შეუძლიათ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ ეს პრობლემა. ამასთანავე, არის ასეთი მოსაზრებაც, რომ შეიძლება უკრაინა მოლდოვას სთავაზობდეს - მე მოგიგვარებ სეპარატისტების პრობლემას, ოღონდ, შენ მეორე ფრონტი გახსენიო. უახლოესი 2-3 კვირა სერიოზული ამბები მოხდება, მით უმეტეს, თუ 9 მაისს პუტინმა ამას შეიძლება ომი დაარქვას და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს. ვნახოთ, რა იქნება. საერთოდ, აქამდე რაც იყო ნათქვამი, თითქმის ყველაფერი გამართლდა. დასავლეთის მასმედიაც სადაზვერვო სამსახურების მონაცემებს, სპეციალურად გაჟონილ ინფორმაციებს ეფუძნება.

- ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ამ ომში მაისი-ივნისი იქნება გადამწყვეტი...

- ამას ვერავინ იტყვის იმიტომ, რომ სიტუაცია მუდმივად იცვლება. ზოგი იმასაც ამბობს, ომი 20 წელი გაგრძელდებაო. მისნობა და მსგავსი პროგნოზები შეუძლებელია. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი - რუსებმა მარიუპოლი თუ დაიპყრეს, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, კრამატორსკი-სლავიანსკთან ალყაში არ აღმოჩნდეს ბრძოლისუნარიანი უკრაინული დიდი დაჯგუფება, იქ გადაწყდება ყველაფერი.

რუსეთმა თუ შეძლო და წაიღო რაღაცეები, ის აუცილებლად გააგრძელებს შეტევას დნეპრისა და უკრაინის შუაგულისკენ. მან თუ უპირატესობას მიაღწია, ეცდება ხერსონიდან როგორმე ოდესაზე გავიდეს და უკრაინას შავი ზღვა ჩაუკეტოს. უკრაინამ თუ მოახერხა, კიდევ იბრძოლა და რუსებს ალყა არ შეაკვრევინა, მაშინ დიდი ალბათობით, რუსეთს კარგად მომზადებულ საბრძოლო დანაყოფებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება და იძულებული გახდება მასიურ მობილიზაციაზე გადავიდეს. თუმცა, როგორც წესი, მობილიზირებული საბრძოლო დანაყოფები ეფექტიანობით ბევრად ჩამოუვარდებიან მომზადებულ არმიას, ფაქტობრივად, ეს მასაა (ანუ რუსეთი ეცდება რაოდენობით მოახდინოს კომპენსირება), თან რუსეთს არ აქვს იმ რაოდენობის თანამედროვე შეიარაღება, რომ ისინი დააკომპლექტოს. მათი დაკომპლექტება ალბათ საწყობებიდან აღებული ძალიან ძველი შეიარაღებით მოხდება. ამის პარალელურად, ამერიკული ლენდ ლიზიც ამუშავდება. უკრაინელებმა ღიად განაცხადეს, რომ სისხლი ჩვენი, იარაღი - თქვენიო. პრინციპში, ეს აწყობს დასავლეთსაც იმიტომ, რომ არც ერთი სხვა ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამაზე ხელს არ და ვერ მოაწერდა. უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს და ჩანს, რომ ის არა მარტო რაოდენობით, ხარისხითაც იზრდება - აქამდე თუ მოიძიეს, ვის რა ჰქონდა დარჩენილი, საბჭოთა ტანკი, თუ სხვა, ესეც ამოიწურა და ახლა უკვე დასავლური წარმოების, შედარებით თანამედროვე შეიარაღებასაც უგზავნიან უკრაინას, რაც, გარკვეულწილად, მის არმიას ხარისხობრივად ნელ-ნელა უფრო წინ წამოსწევს. რუსებს უზარმაზარი მარაგი აქვთ როგორც საბრძოლო მასალის, ისე ადამიანური რესურსის, მაგრამ ეს არის მასიური, სამობილიზაციო ომისთვის განკუთვნილი, რომელიც ხარისხობრივად შედარებით დაბალ დონეზეა, მაგრამ რაოდენობრივად - მეტი იქნება. ამიტომაცაა, რომ ეს ომი შესაძლოა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს.

- დასავლეთი არა ერთბაშად, ეტაპობრივად რომ აწვდის შეიარაღებას უკრაინას, ეს სწორი სტრატეგიაა?

- დასავლეთი უკრაინას ერთბაშად ვერ მიაწვდის შეიარაღებას, ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია. მეორეც - მასიურად რომ მიაწოდოს, თვითონ უკრაინის არმიაც ვერ აითვისებს უცებ, მით უმეტეს, რაც დასავლეთის წარმოებულია, იმას გადამზადება და სწავლა უნდა. მთავარია, უკრაინას დასავლეთი ფინანსური, თუ სამხედრო რესურსებით ეხმარება, შეტევითი დანიშნულების შეიარაღებით, ახლა დაწყებულია შორს მოქმედი საარტილერიო დანადგარების გადაცემა, მალე სარაკეტოებსაც მისცემს, რომლებიც რამდენიმე ასეულ კილომეტრზე იმოქმედებს (უკრაინის საზღვრიდან რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზეც, დაახლოებით 200-300კმ. დაშორებით). შესაძლოა, ბელგოროდის ანალოგიურად, დაზიანდეს ის რუსული სამხედრო აეროდრომები, საიდანაც ყოველდღიურად ფრინდებიან თვითმფრინავები და უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. პირველ რიგში, ალბათ მიზანში ვორონეჟი იქნება ამოღებული, საიდანაც საჰაერო ბაზა იბომბება და რომელიც საზღვრიდან 200-მდე კილომეტრითაა დაშორებული.