უკრაინელები ზოგჯერ კიდევ უფრო მეტს და მეტს ითხოვენ თავიანთი პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ. დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ერთ-ერთში საუბარი მიმდინარეობს რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარებაზე. ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს [უკრაინის] მსგავსად, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რაც ჩვენ უკრაინის მიმართ გვაქვს,“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ჩვენი საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია უკრაინის შესახებ, რომელიც ძირითადად ვიკიპედიაში მოვიპოვე.
უკრაინა ტერიტორიულად ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ. გაცილებით მეტი აქვს ვიდრე საფრანგეთს, ესპანეთს, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, პოლონეთს ან თუნდაც დიდ ბრიტანეთს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ომობდნენ ერთმანეთთან საკუთარი ტერიტორიების გასაფართოებლად.
დავსვათ ლეგიტიმური კითხვა, თუ საიდან აქვს უკრაინას ასეთი უზარმაზარი ტერიტორია?
ისტორიულად უკრაინა როგორც სახელმწიფო ან ქვეყანა არასოდეს არ არსებობდა. მას არასოდეს ჰქონია სახელმწიფოებრიობა, არასოდეს ყოლია ქვეყნის მმართველები მეფეების, იმპერატორებისა ან სხვა ნებისმიერი ამის მაგვარის სახით.
დაწყებული IX საუკუნიდან დღევანდელი უკრაინის ტერიტორიები შედიოდა:
- ძველი რუსეთის ძლიერ სახელმწიფოში, რომლის დედაქალაქი 882 წლიდან იყო კიევი და სადაც ძირითადად ცხოვრობდნენ სლავი ეთნოსის ხალხები - ველიკოროსები (მომავალში რუსები), მალოროსები (მომავალში უკრაინელები) და ბელორუსები;
- 1240—1362 წლებში მონღოლთა შემოსევისა და კიევის რუსეთის დარბევის შემდეგ ოქროს ურდოს შემადგენლობაში;
- ლიტვის დიდი საჰერცოგოსა და თანამეგობრობის შემადგენლობაში (1324/1362-1654 წწ.);
- რუსეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1654-1917 წწ.).
- მცირე ხნის განმავლობაში (1918 წლის აპრილი - დეკემბერი) თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა ე.წ. „უკრაინის სახელმწიფო“, რომელიც იმყოფებოდა გერმანიის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ.
ფაქტიურად ეს ქვეყანა შეიქმნა 1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციების შემდეგ, კერძოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ „უკრაინის სახალხო რესპუბლიკა“-დ (უსრ) რუსეთის რესპუბლიკასთან ფედერალურ კავშირში (სულ 9 გუბერნიით), ხოლო ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ „უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა“-დ (უსსრ) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (სულ 25 ოლქით).
მოკლედ უკრაინის დღევანდელი ტერიტორია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში ფართოვდებოდა რუსეთის იმპერიის მიერ ევროპის ქვეყნებისათვის წართმეული მიწების ხარჯზე (ოსმალეთის იმპერია, თურქეთის სახანო, პოლონეთი), ხოლო საბჭოთა პერიოდში ასევე ევროპის დასავლეთ ქვეყნებისათვის სტალინის მიერ მითვისებული მიწების ხარჯზე, როგორებიცაა პოლონეთი, სლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი (სამაგიეროდ ამ ქვეყნებს სტალინმა გადასცა გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები).
ბოლოს ასეთი გაფართოება უკრაინისათვს იყო ყირიმის გადაცემა-ჩუქება 1954 წელს ხრუშოვის მიერ.
პ.ს. ნათქვამს კიდევ იმას დავამატებ რომ იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა საქართველოს თავის კუთვნილ ტერიტორიებს ჩვენი ქვეყნის მეზობლებს ჩუქნიდა ამ დროს უკრაინას გულუხვად უმატებდნენ რუსეთის სხვადასხვა ოლქებსა და ტერიტორიებს და არა მარტო რუსეთის.
პ.პ.ს. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.
მე იუთუბზე ვნახე ეს ინტერვიუ და კომენტარებიც წავიკითხე. გერმანელები, ბრიტანელები, ამერიკელებიც წერდნენ რა გაწონასწორებული და ღირსეული პრეზიდენტი ყოლიათ ქართველებსო. ინტერვიუ ინგლისურად მიდის და ქართულად ზუსტად არაა ნათარგმნი. განსაკუთრებით მთავარი არხი ამახინჯებს. ნახეთ ინგლისურად ვისაც შეგიძლიათ.