მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომ­პა­ნია „IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ 49 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“„IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში” გა­ნუ­ცხა­დეს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმნენ, რაც მათ­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას ეხე­ბო­და.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი კომ­პა­ნია დღეს დგას უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ პირ­ველ რიგ­ში გა­და­ვარ­ჩი­ნოთ კომ­პა­ნია და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით ცვლი­ლე­ბა შეგ­ვე­ტა­ნა, და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში, რად­გან კომ­პა­ნი­ას აღარ აქვს ქარ­ხა­ნა­ში მოც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბის 100%-ით ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზეთ თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი (რაც გუ­ლის­ხმობს, მოც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბის 50%-ით ანა­ზღა­უ­რე­ბას - ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ა­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა რჩე­ბა უც­ვლე­ლი), რაც სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნამ­შრო­მელ­თა მცი­რე ნა­წი­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, ქარ­ხა­ნა­ში დაგ­ვე­წყო რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და 49 თა­ნამ­შრომ­ლი­სათ­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვე­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. გვინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ თა­ნამ­შრო­მელ­თა იმ დიდ ნა­წილს, რო­მე­ლიც გა­გე­ბით ეკი­დე­ბა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და ვი­ტო­ვებთ იმედს, რომ შემ­დგო­მი შემ­ცი­რე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აღარ მოგ­ვი­წევს“, - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნია „ბორ­ჯომ­ში“.

ცნო­ბის­თვის, კომ­პა­ნია „IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლომ“ მიმ­დი­ნა­რე წლის 29 აპ­რი­ლი­დან დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა ბორ­ჯო­მის ჩა­მომ­სხმელ ორი­ვე ქარ­ხა­ნა­ში წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტეს, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბია.

მოქალაქე
0

ნეტავ 2013-ში ვის დროს გაიყიდა რუსებზე /ბორჯომი/-? ნეტავ ვის ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოდან“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„IDS ბორჯომი საქართველოში” განუცხადეს, გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, რაც მათთვის ანაზღაურების შემცირებას ეხებოდა.

"მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“, - აცხადებენ კომპანია „ბორჯომში“.

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც კომპანიაში განმარტეს, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.