პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს" - რას წერს New York Times-ი
"აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს" - რას წერს New York Times-ი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, რო­მე­ლიც მათ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი გე­ნერ­ლე­ბის მი­ზან­ში ამო­ღე­ბი­სა და ლიკ­ვი­დი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას New York Times ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცია რუ­სუ­ლი ჯა­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტებ­სა და მო­ბი­ლუ­რი სამ­ხედ­რო შტა­ბე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას მო­ი­ცავ­და და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლის მიერ თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ 12 რუსი გე­ნე­რა­ლი და­ი­ღუ­პა კონ­ფლიქ­ტის დროს. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­ბა­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის გამო, სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ფრონ­ტის ხა­ზის სი­ახ­ლო­ვეს ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, რამ­დე­ნი რუსი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ლიკ­ვი­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა New York Times-ის აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტია გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი სა­თა­უ­რი შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სპი­კერ­მა ედ­რი­ენ უოტ­სონ­მა გან­მარ­ტა, რომ აშშ უკ­რა­ი­ნას აწ­ვდის საბ­რძო­ლო ველ­ზე დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა "და­იც­ვან თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა“, თუმ­ცა ეს "რუსი გე­ნერ­ლე­ბის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვას არ ატა­რებს“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
0

ვინც დასადუღებელია, ის დაადუღონ, თორემ რუსებს გენერლები კონა აბაზად ასხიათ....

ჯონი
16

უკრაინელების პროპაგანდა ომისთვისაც გადაჭარბებულია. გაიძახიან, ამდენი გენერალი მოვკალითო. ერთი(მგონი გერასიმოვი), რომელიც მოკლულად გამოაცხადეს, შოიგუს(მაგიც ლამის გააქრეს) გუშინდელ თათბირზე საღ-სალამათი იჯდა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს" - რას წერს New York Times-ი

"აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს" - რას წერს New York Times-ი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარისთვის გადაცემული დაზვერვის ინფორმაცია რუსული ჯარის გადაადგილების მარშრუტებსა და მობილური სამხედრო შტაბების მდებარეობას მოიცავდა და გამოყენებული იყო უკრაინული ძალის მიერ თავდასხმების განხორციელებისას.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 12 რუსი გენერალი დაიღუპა კონფლიქტის დროს. უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რუსი სამხედროების დაბალი სულისკვეთების გამო, სამხედრო მაღალჩინოსნები იძულებულები იყვნენ ფრონტის ხაზის სიახლოვეს ყოფილიყვნენ.

უკრაინის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდირება განხორციელდა ამერიკული დაზვერვის ინფორმაციის დახმარებით.

ამასთან, როგორც ცნობილია თეთრი სახლის პრესსპიკერმა New York Times-ის აღნიშნული სტატია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი სათაური შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლოა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განმარტა, რომ აშშ უკრაინას აწვდის საბრძოლო ველზე დაზვერვის ინფორმაციას, რათა "დაიცვან თავისი ქვეყანა“, თუმცა ეს "რუსი გენერლების მოკვლის განზრახვას არ ატარებს“.

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"