პარტნიორები:
    ავტორი:

    "ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ მიკოლაივს, არიან დაჭრილები" - გუბერნატორი

    "ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ მიკოლაივს, არიან დაჭრილები" - გუბერნატორი

    ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ მიკოლაივსა და ოლქს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი Telegram-ში წერს.

    "ქალაქი და ოლქი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. არავინ დაღუპულა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მატერიალური ზარალი დიდია", - აცხადებს კიმი.

    გუშინ, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 4 მაისს მიკოლაივის ოლქში 15 ადამიანი დაშავდა.