ყოფილი ცოლ-ქმრის, ამბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სკანდალური სასამართლო პროცესი გრძელდება და ურთიერთბრალდებებს ბოლო არ უცანს.
მორიგი მოსმენისას ამბერმა ჯონი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ძალადობაში და თანაცხოვრებიდან ძალადობის შესახებ კიდევ ერთი ეპიზოდი გაიხსენა.
ჰერდის თქმით, დეპმა მასზე ძალადობა 2012 წელს დაიწყო. ამბერმა "ქარიზმატულ“ ჯონი დეპთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა, რომელიც 2011 წლის ფილმის The Rum Diary-ის გადასაღებ მოედანზე შედგა. ჰერდის თქმით, წყვილი ფილმის პრეს ტურზე დაახლოვდა და სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდათ ერთმანეთი.
როგორც ამბერი ყვება, მათი ურთიერთობის დასაწყისში განცდილი ბედნიერება მალევე გადაფარა დეპის დამამცირებელმა კომენტარებმა. თავმოყვარეობის შემლახველი ფრაზებიც და ძალადობის პირველი შემთხვევაც, ქალის თქმით, ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.
ემოციურ ჩვენებაში ჰერდი ყვება, როგორ გაეცინა ჯონის გადაკეთებულ ტატუზე, რომელიც მან ვაინონა რაიდერთან ურთიერთობისას გაიკეთა.
მას მსახიობი ქალის სახელი ჰქონდა დაწერილი,“Wino”. "მე მხოლოდ იმიტომ გავიცინე, რომ მეგონა ხუმრობდა. მან კი სახეში სილა გამაწნა. ეს არასდროს დამავიწყდება,“ - ყვებოდა აცრემლებული ჰერდი.
დეპი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ საერთოდ არ მომხდარა მსგავსი შემთხვევა.
ამბერ ჰერდის ჩვენებაში, ის ყოფილ მეუღლეს ახასიათებს, როგორც თბილ და კეთილ ადამიანს, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, გააფთრებული უტევდა ქალს. ჩხუბისას ის სილას აწნიდა და შემდეგ "ქრებოდა“:
"როცა უკან მოწესრიგებული და ფხიზელი ბრუნდებოდა, სინდისი ქენჯნიდა და ზედმეტ მზრუნველობას იჩენდა ხოლმე. ამის შემდეგ ყველაფერი ისევ კარგად იყო".
ცნობისთვის, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ 1 თვე გაგრძელდება.
წყარო:bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა