საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიების წესებს სრულად ცვლის - რა შემთხვევაში შეძლებენ მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლას?
განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიების წესებს სრულად ცვლის - რა შემთხვევაში შეძლებენ მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლას?

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს მხო­ლოდ ერ­თდღი­ა­ნი ექ­სკურ­სი­ის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ე­ბის ღა­მის­თე­ვით ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა კი იკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ექ­სკურ­სი­ის ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე 150 კმ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

გარ­და ამი­სა, ზო­გა­დადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

ასე­ვე, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­მარ­ტეს, ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

"სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დე­ბენ "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­სა და "ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მოს­წავ­ლე­თა ექ­სკურ­სი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის 2019 წლის 31 მა­ი­სის N719 ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი/ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში და ექ­სკურ­სი­ის ლო­კა­ცი­ა­ზე მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, რის­თვი­საც იგი გა­მო­ი­თხოვს და სკო­ლის დი­რექ­ტორს, ექ­სკურ­სი­ამ­დე არა­ნაკ­ლებ 10 დღით ადრე, წა­რუდ­გენს ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თუ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს, მძღო­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ასლს, ინ­ფორ­მა­ცი­ას ექ­სკურ­სი­ის მიზ­ნე­ბის, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის (მათ შო­რის, მცი­რე­წლოვ­ნე­ბის), პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის, ექ­სკურ­სი­ის თა­რი­ღი­სა და ლო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გა­ნი­ხი­ლავს წარ­დგე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას/დო­კუ­მენ­ტებს და პერ­სო­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ექ­სკურ­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ.

მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სკურ­სია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ ერთ დღე­ში, ღა­მის­თე­ვის გა­რე­შე. ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 150 კმ-ს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლეს, მის წარ­მო­მად­გე­ნელს და ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებს მი­ა­წო­დოს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ექ­სკურ­სი­ის თა­რი­ღის, ლო­კა­ცი­ის, და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა მიზ­ნე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის და მო­ნა­წი­ლე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ. ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს უნდა ჰქონ­დეს მოს­წავ­ლის მშობ­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა ექ­სკურ­სი­ა­ში მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, თუ მოს­წავ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ახ­ლავს მას ექ­სკურ­სი­ა­ზე. ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ექ­სკურ­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს სრულ­ყო­ფი­ლად უნდა ჰქონ­დეს მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცია მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ექ­სკურ­სი­ა­ზე ტრას­პორ­ტი­რე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით, ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას უნდა მარ­თავ­დეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის მქო­ნე მძღო­ლი. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჩან­თა.

მოს­წავ­ლე­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მათი კვე­ბის მიზ­ნით საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს მათი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

და­მა­ტე­ბით, გაც­ნო­ბებთ, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით (Covid 19) გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას და­ცუ­ლი უნდა იქ­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია. გარ­და კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა, უნდა შე­ი­ზღუ­დოს სხვა ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბის მქო­ნე პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ში“, - ნათ­ქვა­მია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
0

ისე შეიცხადა ზოგმა, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთს ვერ ნახავენ და პირიქითო, თითქოს გეგმაა შესასრულებელი. ზოგი რამ დიდობაში მოინახულონ არაფერი დაშავდება, ზოგიც მშობლებმა გააცნონ, ყველაფერი სკოლაში რომ გინდათ მოასწროთ! დარწმუნებული ვარ, ყველაზე მთავარი, რესტორნები და სახინკლეები არც ამ მანძილზე მოგაკლდებათ. დამიჯერეთ მთელი ცხოვრება დავდივარ და იმდენი რამ მაქვს უნახავი და იმდენი ხელმეორედ, მესამედ და მეოთხედ სანახავი(უკვე რეაბილიტირებული) კისრისტეხვით რომ მევლო ეხლა რისთვისღა უნდა მეცხოვრა.

ანა
0

ამათ მართლა ეგონებათ ახლა და დაიწყებენ მარკშეიდერის ძებნას( ანუ სამთო ინჟინერიიიიიიი)

ავტორი:

განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიების წესებს სრულად ცვლის - რა შემთხვევაში შეძლებენ მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლას?

განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიების წესებს სრულად ცვლის - რა შემთხვევაში შეძლებენ მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლას?

განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ასევე, როგორც განათლების სამინისტროში სააგენტოს განუმარტეს, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

"სასკოლო ექსკურსიების ორგანიზების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანების შესაბამისად.

აღნიშნული წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს, ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ. ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით (Covid 19) გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებში“, - ნათქვამია "ინტერპრესნიუსისთვის“ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.