მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარდაფებში გამოკეტილი ადამიანები და კედელზე მონიშნული, რუსების მიერ დახვრეტილთა გვარები - ომი და მოხუცები (ფოტორეპორტაჟი)
სარდაფებში გამოკეტილი ადამიანები და კედელზე მონიშნული, რუსების მიერ დახვრეტილთა გვარები - ომი და მოხუცები (ფოტორეპორტაჟი)

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ბოლო შე­ფა­სე­ბით, ომის და­წყე­ბი­დან ქვე­ყა­ნა­ში 220 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, 406 კი და­შავ­და. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­ლდე­ბა, მაგ­რამ მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იმოქ­მე­და უკ­რა­ი­ნის ომმა მო­ხუ­ცებ­ზე, ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რი­შებ­ში არ ჩანს. მო­ხუ­ცე­ბი დღემ­დე ელი­ან ევა­კუ­ა­ცი­ას, მათ­მა ნა­წილ­მა ვერ შეძ­ლო ან არ სურს თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა და­ბომბვის მი­უ­ხე­და­ვად. ქვე­ვით მო­ცე­მულ ფო­ტო­გა­ლე­რე­ა­ში სწო­რედ ასეთ მო­ხუ­ცებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით...

92 წლის ქალი ქარ­ხა­ნა­ში არ­სე­ბულ ბუნ­კერ­ში ელო­დე­ბა რო­დის მოხ­დე­ბა მისი ევა­კუ­ა­ცია. ჩრდი­ლო­ეთ დო­ნეც­კი, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა. 2022 წლის 22 აპ­რი­ლი...

ხარ­კოვ­ში მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი ყო­ველ­დღი­უ­რად თა­ვის ბი­ნის კარ­ზე წერს ციფრს, რათა მე­ზობ­ლებს აც­ნო­ბოს, რომ ცო­ცხა­ლია. 2022 წლის 3 მა­ი­სი...

67 წლის იგო­რი კა­ტას ეხუ­ტე­ბა. ის ჟურ­ნა­ლის­ტებს უჩ­ვე­ნებს სა­კუ­თარ სახ­ლს ჟი­ტო­მირ­ში, რო­მე­ლიც რუ­სულ­მა არ­მი­ამ და­ბომ­ბა. 2022 წლის 20 მარ­ტი...

83 წლის ვა­ლენ­ტინ ვა­სი­ლენ­კო იყო სო­ფელ ტე­ტე­რევ­სკო­ეს ერ­თა­დერ­თი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც კი­ე­ვი­დან არც თუ ისე შორს მდე­ბა­რე­ობს. რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის შე­მო­სე­ვის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­ხუ­ცი იპო­ვეს და მო­ხა­ლი­სე­ებს გა­დას­ცეს, რომ­ლებ­მაც ვა­ლენ­ტი­ნი და­ა­ბი­ნა­ვეს. 2022 წლის 31 მარ­ტი...

ლი­დია მე­ჟი­რიც­კა­ია აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ სა­კუ­თარ სახ­ლს არ ტო­ვებს. ხარ­კო­ვი, 2022 წლის 8 აპ­რი­ლი...

82 წლის, ზი­ნა­ი­და მა­კი­შა­ე­ვა, 2022 წლის მარ­ტში ბო­რო­დი­ან­კა­ში რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნილ სამ­ზა­რე­უ­ლოს კარ­თან დგას. რუ­სუ­ლი "გრა­დის" ნამ­სხვრევ­მა ზი­ნა­ი­დას სახ­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა. 2022 წლის 13 აპ­რი­ლი...

ვა­ლენ­ტი­ნა სა­რო­ი­ა­ნი სკო­ლის სარ­დაფ­ში სო­ფელ ია­გოდ­ნო­ი­ე­ში, ჩერ­ნი­გო­ვი­დან არც თუ ისე შორს. სწო­რედ ამ სარ­დაფ­ში ჰყავ­დათ მთე­ლი სო­ფე­ლი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი რუს სამ­ხედ­რო­ებს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2022 წლის 12 აპ­რი­ლი...

ია­გოდ­ნის სკო­ლის სარ­და­ფის კარ­ზე ხალ­ხი იქ გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს ინიშ­ნავ­და. მარ­ჯვნივ წერ­დნენ სარ­დაფ­ში და­ღუ­პულ­თა გვა­რებს, მარ­ცხნივ - რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ დახ­ვრე­ტი­ლე­ბის. 2022 წლის 12 აპ­რი­ლი...

81 წლის ვარ­ტა ოჯახ­თან ერ­თად მა­რი­უ­პო­ლი­დან ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნით მი­დის. 2022 წლის 22 აპ­რი­ლი...

ხარ­კო­ვის მახ­ლობ­ლად გზის პი­რას მო­ხუ­ცი ქალი ზის და ელო­დე­ბა ევა­კუ­ა­ცი­ას. 2022 წლის 2 მა­ი­სი...

89 წლის ნა­დეჟ­და იე­რუ­ხი­მო­ვი­ჩი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის შეჭ­რის და­წყე­ბი­სას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ამი­ტომ მისი ევა­კუ­ა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა და კი­ევ­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში დარ­ჩა. მისი 54 წლის ვაჟი მი­ხა­ი­ლი კი დე­დის მო­სავ­ლე­ლად დარ­ჩა. მა­მა­კა­ცი წუხს, რომ დე­დას წამ­ლე­ბი აღარ აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი. 2022 წლის 26 მარ­ტი...

  • 10 აპ­რილს, უკ­რა­ი­ნულ მე­დია meduza.io-ს წე­რი­ლი მის­წე­რეს. მა­მა­კა­ცი სა­ხე­ლად ვიქ­ტო­რი წერ­და...

"ვარ ქა­ლაქ რუ­ბი­ჟნე­დან (ლუ­განსკის ოლ­ქის ჩრდი­ლო­ეთ დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში). 2014 წელს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით ქა­ლა­ქი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა: მშობ­ლებ­მა მე, ჩემი ძმე­ბი და დები რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წაგ­ვი­ყავ­ნეს. და­ნარ­ჩე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი რუ­ბი­ჟნე­ში დარ­ჩნენ.

ახლა, თით­ქმის რვა წლის შემ­დეგ, მეს­მის, რომ ის, რაც ქა­ლაქ­ში ხდე­ბა, 2014 წელს ვერ შე­ედ­რე­ბა. მა­მა­ჩე­მის დე­დამ და დამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შეძ­ლეს რუ­ბი­ჟნე­დან გა­მოს­ვლა. ისი­ნი სა­უბ­რობ­დნენ, რომ ქუ­ჩე­ბი გვა­მე­ბით იყო სავ­სე და ჩემი ქა­ლა­ქის ეზო­ე­ბი გა­და­იქ­ცა პა­ტა­რა სა­საფ­ლა­ო­ე­ბად, მიყ­ვე­ბოდ­ნენ ჩემს მე­ზო­ბელ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე ეზო­ში დაკ­რძა­ლეს, ძარ­ცვა­ზე, დან­გრე­ულ სახ­ლებ­ზე, ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე...

ამ­ჟა­მად რუ­ბი­ჟნე­ში რჩე­ბი­ან ჩემი ბე­ბი­ე­ბი, 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტა­ტი­ა­ნა და 1927 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ევ­გე­ნია, ასე­ვე 1949 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბა­ბუა ვლა­დი­მე­რი (დე­და­ჩე­მის მხრი­დან). ორი დღის წინ მი­ვი­ღეთ გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მათ ფარ­დულს ცე­ცხლი ეკი­და, არ იცოდ­ნენ გა­და­არ­ჩენ­დნენ, თუ არა. წერ­დნენ: "მშვი­დო­ბით“. ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი არი­ან ,თუ არა და კი­დევ ვნა­ხავ, თუ არა, არ ვიცი...“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნა­თე­სა­ვე­ბის ბე­დის შე­სა­ხებ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, ვიქ­ტორ­მა რე­დაქ­ცი­ას მის­წე­რა:

"ბე­ბია ტა­ტი­ა­ნა და ბა­ბუა ვლა­დი­მი­რი გა­იქ­ცნენ, მათი ევა­კუ­ა­ცია 14 აპ­რილს შეძ­ლეს. ბე­ბია ჟე­ნია აღარ არის. იგი შიმ­ში­ლი­თა და გა­უ­წყლო­ე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ის ისევ სახ­ლშია: თა­ვის ოთახ­ში, სა­წოლ­ში". წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახსოვს
0

10.08.2008.-14.08.2008. წ. მოხუცები შემოყავდათ თბილისში, რომლებიც სარდაფებში ჩაყარეს რუსებმა და ოსებმა, მშივრები, თავზე ტრავმით, 75 წ.- 80 წ.-90 წ. მოხუცები, რომლებმაც არ დაიჯერეს რომ რუსები ყველაფერს იკადრებდნენ და არ ან ვერ დატოვეს სახლები. 

ერთი და იგივე ხელწერა. ბარბაროსები

ალი
18

და ეს ყველაფერი იმისთვის რომ უკრაინა ნატოში შევიდეს? და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ტრანსნაციონალურმა კოროპორაციებმა ჩაანაცვლონ სახელმწიფოები? და ეს ყველაფერი იმიტომ რომ არესტოვიჩი, ზელენსკი, პოდოლიაკი და სხვები გახდნენ მილიარდელები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სარდაფებში გამოკეტილი ადამიანები და კედელზე მონიშნული, რუსების მიერ დახვრეტილთა გვარები - ომი და მოხუცები (ფოტორეპორტაჟი)

სარდაფებში გამოკეტილი ადამიანები და კედელზე მონიშნული, რუსების მიერ დახვრეტილთა გვარები - ომი და მოხუცები (ფოტორეპორტაჟი)

უკრაინის გენერალური პროკურორის ბოლო შეფასებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 220 ბავშვი დაიღუპა, 406 კი დაშავდა. ეს მონაცემები ყოველდღიურად ახლდება, მაგრამ მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა უკრაინის ომმა მოხუცებზე, ყოველდღიურ ანგარიშებში არ ჩანს. მოხუცები დღემდე ელიან ევაკუაციას, მათმა ნაწილმა ვერ შეძლო ან არ სურს თავიანთი სახლების დატოვება დაბომბვის მიუხედავად. ქვევით მოცემულ ფოტოგალერეაში სწორედ ასეთ მოხუცებზე მოგიყვებით...

92 წლის ქალი ქარხანაში არსებულ ბუნკერში ელოდება როდის მოხდება მისი ევაკუაცია. ჩრდილოეთ დონეცკი, აღმოსავლეთ უკრაინა. 2022 წლის 22 აპრილი...

ხარკოვში მარტოხელა მოხუცი მამაკაცი ყოველდღიურად თავის ბინის კარზე წერს ციფრს, რათა მეზობლებს აცნობოს, რომ ცოცხალია. 2022 წლის 3 მაისი...

67 წლის იგორი კატას ეხუტება. ის ჟურნალისტებს უჩვენებს საკუთარ სახლს ჟიტომირში, რომელიც რუსულმა არმიამ დაბომბა. 2022 წლის 20 მარტი...

83 წლის ვალენტინ ვასილენკო იყო სოფელ ტეტერევსკოეს ერთადერთი მაცხოვრებელი, რომელიც კიევიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს. რუსული ჯარების შემოსევის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა მოხუცი იპოვეს და მოხალისეებს გადასცეს, რომლებმაც ვალენტინი დააბინავეს. 2022 წლის 31 მარტი...

ლიდია მეჟირიცკაია აფეთქების შედეგად დაზიანებულ საკუთარ სახლს არ ტოვებს. ხარკოვი, 2022 წლის 8 აპრილი...

82 წლის, ზინაიდა მაკიშაევა, 2022 წლის მარტში ბოროდიანკაში რუსული ოკუპაციის შედეგად გადარჩენილ სამზარეულოს კართან დგას. რუსული "გრადის" ნამსხვრევმა ზინაიდას სახლი მთლიანად გაანადგურა. 2022 წლის 13 აპრილი...

ვალენტინა საროიანი სკოლის სარდაფში სოფელ იაგოდნოიეში, ჩერნიგოვიდან არც თუ ისე შორს. სწორედ ამ სარდაფში ჰყავდათ მთელი სოფელი დატყვევებული რუს სამხედროებს ერთი თვის განმავლობაში. 2022 წლის 12 აპრილი...

იაგოდნის სკოლის სარდაფის კარზე ხალხი იქ გატარებულ დღეებს ინიშნავდა. მარჯვნივ წერდნენ სარდაფში დაღუპულთა გვარებს, მარცხნივ - რუსი სამხედროების მიერ დახვრეტილების. 2022 წლის 12 აპრილი...

81 წლის ვარტა ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დერეფნით მიდის. 2022 წლის 22 აპრილი...

ხარკოვის მახლობლად გზის პირას მოხუცი ქალი ზის და ელოდება ევაკუაციას. 2022 წლის 2 მაისი...

89 წლის ნადეჟდა იერუხიმოვიჩი უკრაინაში რუსების შეჭრის დაწყებისას სამი თვის განმავლობაში იყო საწოლს მიჯაჭვული, ამიტომ მისი ევაკუაცია ვერ მოხერხდა და კიევში, საკუთარ ბინაში დარჩა. მისი 54 წლის ვაჟი მიხაილი კი დედის მოსავლელად დარჩა. მამაკაცი წუხს, რომ დედას წამლები აღარ აქვს, განსაკუთრებით ტკივილგამაყუჩებლები. 2022 წლის 26 მარტი...

  • 10 აპრილს, უკრაინულ მედია meduza.io-ს წერილი მისწერეს. მამაკაცი სახელად ვიქტორი წერდა...

"ვარ ქალაქ რუბიჟნედან (ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ დონეცკის რაიონში). 2014 წელს საომარი მოქმედებების გამო იძულებული გავხდით ქალაქი დაგვეტოვებინა: მშობლებმა მე, ჩემი ძმები და დები რუსეთის ტერიტორიაზე წაგვიყავნეს. დანარჩენი ნათესავები და მეგობრები რუბიჟნეში დარჩნენ.

ახლა, თითქმის რვა წლის შემდეგ, მესმის, რომ ის, რაც ქალაქში ხდება, 2014 წელს ვერ შეედრება. მამაჩემის დედამ და დამ რამდენიმე კვირის წინ შეძლეს რუბიჟნედან გამოსვლა. ისინი საუბრობდნენ, რომ ქუჩები გვამებით იყო სავსე და ჩემი ქალაქის ეზოები გადაიქცა პატარა სასაფლაოებად, მიყვებოდნენ ჩემს მეზობელზე, რომელიც ასევე ეზოში დაკრძალეს, ძარცვაზე, დანგრეულ სახლებზე, ევაკუაციაზე...

ამჟამად რუბიჟნეში რჩებიან ჩემი ბებიები, 1951 წელს დაბადებული ტატიანა და 1927 წელს დაბადებული ევგენია, ასევე 1949 წელს დაბადებული ბაბუა ვლადიმერი (დედაჩემის მხრიდან). ორი დღის წინ მივიღეთ გამოსამშვიდობებელი შეტყობინება, რომ მათ ფარდულს ცეცხლი ეკიდა, არ იცოდნენ გადაარჩენდნენ, თუ არა. წერდნენ: "მშვიდობით“. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ,თუ არა და კიდევ ვნახავ, თუ არა, არ ვიცი...“

მოგვიანებით, ნათესავების ბედის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ვიქტორმა რედაქციას მისწერა:

"ბებია ტატიანა და ბაბუა ვლადიმირი გაიქცნენ, მათი ევაკუაცია 14 აპრილს შეძლეს. ბებია ჟენია აღარ არის. იგი შიმშილითა და გაუწყლოებით გარდაიცვალა. ის ისევ სახლშია: თავის ოთახში, საწოლში". წყარო