ავტორი:

"ძალიან ძლიერი შტურმი დაიწყეს... "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ხელჩართული ბრძოლები მიდის" - რას ჰყვება ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი?

"ძალიან ძლიერი შტურმი დაიწყეს... "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ხელჩართული ბრძოლები მიდის" - რას ჰყვება ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი?

ძალიან ძლიერი შტურმი დაიწყეს, მოახერხეს "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევა. ნაწილობრივ მიდის ქარხანაში შიდა, ხელჩართული ბრძოლები, - ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა უკრაინიდან ჩართვისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ირაკლი ქურასბედიანის თქმით, საეჭვოა, რომ 9 მაისისთვის რუსებმა მოახერხონ და "რამე კონტროლი დაამყარონ" .

"გარდა გენერალური შტაბისა, ალბათ, ზუსტ ინფორმაციას არავინ ფლობს. ასეთი ბრძოლები ვერ გაგრძელდება 24 - საათიანი ინტენსივობით. მოწინააღმდეგესაც სჭირდება შესვენება. როგორც ვიცი, იყო ბიჭებთან კავშირი. ჯერჯერობით უწევენ წინააღმდეგობას და ბრძოლა მიდის. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მათ მიერ დაგეგმილ საცხრამაისო დღესასწაულებთან.

როგორც 2 000 წლის წინ ისრაელისთვის იყო მასადას ციხესიმაგრე, იმად იქცა "აზოვსტალი" ჩვენთვის. ძალიან მეეჭვება 9 მაისს მოახერხონ და რამე კონტროლი დაამყარონ საბოლოოდ", - განაცხადა მან.

მან ქვეყნის მასშტაბით რუსული ძალების ბრძოლის ტაქტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები „გატეხვაზეა გათვლილი“.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ ლვოვი დაიბომბა, ბევრი ადგილი, კიევთან ახლოსაც. ძირითადად ურტყამენ ნავთობ ბაზებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მაგრამ ხვდება ჩვეულებრივ მოსახლეობასაც. მათი ქმედებები არის გათვლილი გატეხაზე, ინფრასტრუქტურის მოშლაზე, მომარაგების მოშლაზე. მათი რაკეტები სამწუხაროდ უკრაინის მთელს ტერიტორიას სწვდება. კიდევ რკინიგზას ესვრიან. არ ვიყენებთ რკინიგზას კარგად იციან, მაგრამ უაზროდ მაინც ანადგურებენ“, - განაცხადა ირაკლი ქურასბედიანმა.