საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!" - აფხაზეთში ავტომობილებს Z ნიშანს აწერენ: როგორია ადგილობრივების გამოხმაურება?
"ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!" - აფხაზეთში ავტომობილებს Z ნიშანს აწერენ: როგორია ადგილობრივების გამოხმაურება?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი Z ნიშ­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლად ისი­ნი აქ­ტი­უ­რო­ბენ, ვინც ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­შია და­საქ­მე­ბუ­ლი და სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მან­ქა­ნით სარ­გებ­ლო­ბენ.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რო­მელ­შიც გა­ლის ე.წ. მი­ლი­ცი­ის მან­ქა­ნებ­ზე Z ნიშ­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი.

ფოტო: რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისევ გა­ყო­ფი­ლია. ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას მხარს უჭერს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილ­საც გა­მოთ­ქვამს, სხვე­ბი კი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სის­ხლისღვრის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან.

აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია, რუ­სეთს მხარ­და­ჭე­რა შეს­თა­ვა­ზოს და კრემ­ლის პა­თო­სი გა­ი­ზი­ა­როს, რა­საც ერ­თა­დერ­თი ახ­სნა აქვს - არ შე­წყვი­ტოს მო­კავ­ში­რე ქვე­ყა­ნას­თან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და არ შე­იც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც მის­მა ერ­თა­დერ­თმა მო­კავ­ში­რე, სა­ი­მე­დო სა­ხელ­მწი­ფომ.

ომის პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. მათ შო­რის იყო რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­მარ­თუ­ლი ავ­ტორ­ბო­ლა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

კერ­ძოდ, 50-მდე ავ­ტო­მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რივ აფხა­ზე­ბი და დონ­ბა­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი მარ­თავ­დნენ, სო­ხუ­მის ცენ­ტრში ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბით რუ­სუ­ლი ასო Z და­წე­რეს. მსგავ­სი აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა სო­ხუმ­სა და ოჩამ­ჩი­რე­ში, ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი:

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ რუ­სულ Z-ს ან სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ომის მხარ­დამ­ჭერ წარ­წე­რებს ნა­ხუ­ლო­ბენ რო­გორც ქა­ლაქ­ში, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ზე, ან ჭიშ­კრებ­ზე, ან სუ­ლაც ე.წ. სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა ის წა­შა­ლეს, ან გა­და­ა­კე­თეს, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბაც მოჰ­ყვა.

"ამას წი­ნათ ვნა­ხე Z ნი­შა­ნი და ქვე­მოთ წარ­წე­რა, "ჩვენ ერ­თად ვართ" - სად ვართ ერ­თად, ომში? და რა­ტომ? სა­დაც ტყვია გა­ვარ­დე­ბა, ყველ­გან უნდა ვიბ­რძო­ლოთ, იმი­ტომ, რომ ჩვენს ბი­ჭებს სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ომში ად­ვი­ლი ფული იშო­ვე­ბა?" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანა­ტო­ლი და­სა­ნია.

"მე არ მყავს მან­ქა­ნა, თო­რემ მე გა­ვა­კე­თებ­დი Z - ნი­შანს, რა არის აქ მი­უ­ღე­ბე­ლი. რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა, აფხა­ზე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ცაა. ანუ უკ­რა­ი­ნა­ში ნე­ო­ნა­ციზ­მის და­მარ­ცხე­ბა და მშვი­დო­ბა გინ­დათ, ოღონდ ისე, რომ თქვენ არ ჩა­ე­რი­ოთ, ზა­ფხუ­ლო­ბით კი, სახ­ლე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი ტუ­რის­ტე­ბით აგევ­სოთ, არა?.. პი­რი­ქით, სკო­ლებ­შიც გა­ვა­კე­თებთ ამ ნი­შანს, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა იცოდ­ნენ, სად, ვის ებ­რძვი­ან ჩვე­ნი გმი­რე­ბი" - მი­აჩ­ნია ნა­დია ხა­ჯიმ­ბას.

"ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვდნენ, აფხა­ზე­თის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ლი­მი­ტის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ვის აინ­ტე­რე­სებს ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლა გა­ნათ­ლე­ბა, აქ ომი უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. გუ­შინ ტაქ­სის მძღოლს ჰქონ­და Z-ნი­შა­ნი თა­ვის მან­ქა­ნა­ზე, სა­ლონ­შიც, გა­რე­თაც. ვკი­თხე, რა­ტომ აკე­თებთ ამას, იცით, რომ ორი­ვე მხა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი იხო­ცე­ბი­ან-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა - ყვე­ლა ომში იხო­ცე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბიო. ეს ხომ სი­სუ­ლე­ლეა? ვი­საც უნდა წა­ვი­დეს, მო­ხა­ლი­სის თუ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის სტა­ტუ­ტით, გაჰ­ყვეს ახრა ავი­ძ­ბას სა­დაც უნდა, მაგ­რამ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ ომის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა, რა ახ­სნა აქვს ამას?.. სა­კუ­რორ­ტო ქვე­ყა­ნა ვართ თუ სამ­ხედ­რო პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელი­ზა­ვე­ტა სუ­ხუ­მი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

თქვენთან დრო რომ უკან მიდის თუ გრძნობთ ამას? მიექანებით მე-19 საუკუნეში!

afxazebo!!!!!!!!!!!!!
20

აფხაზებო!!!!!!!!!!!!!!!!!უძველესი, უკარგესი, უმაგრესები ხართ!!!!!!!!!!!!! ხომ იცით ეს??????თქვენს ადგილზე ზოგიერთებს თავსაც არ გავუყადრებდი!!!!!!!!!!! მაგრად იყავით!!!!!!!!!! პროტოქართველების შთამომავლები.....ეეეეეეეეეეეეეხ, ტქვენ რომ თავის დროზე შცდომა არ დაგეშვათ, დღს ალბათ ასე იტყოდა ყველა ----- მსოფლიოში ულამაზესი ადგილი სად არის????...სად არის და აფხაზეთში!!!!!!!!!!!!!!! მსოფლიოს ყველა კუთხიდან ტურისტებს ვერ აუხვიდოდით!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!" - აფხაზეთში ავტომობილებს Z ნიშანს აწერენ: როგორია ადგილობრივების გამოხმაურება?

"ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!" - აფხაზეთში ავტომობილებს Z ნიშანს აწერენ: როგორია ადგილობრივების გამოხმაურება?

ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი Z ნიშნით ავტომანქანები გამოჩნდა. ადგილობრივების თქმით, ამ მხრივ გამორჩეულად ისინი აქტიურობენ, ვინც ე.წ. სახელმწიფო უწყებებშია დასაქმებული და სამსახურის ავტომანქანით სარგებლობენ.

"რადიო თავისუფლება" ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც გალის ე.წ. მილიციის მანქანებზე Z ნიშნებია გამოსახული.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსახლეობის აზრი ომთან დაკავშირებით ისევ გაყოფილია. ნაწილი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას მხარს უჭერს და მასში მონაწილეობის სურვილსაც გამოთქვამს, სხვები კი, ყველანაირი სისხლისღვრის სასტიკი წინააღმდეგები არიან.

აფხაზები წერენ, რომ მათი ხელმძღვანელობა იძულებულია, რუსეთს მხარდაჭერა შესთავაზოს და კრემლის პათოსი გაიზიაროს, რასაც ერთადერთი ახსნა აქვს - არ შეწყვიტოს მოკავშირე ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობა და არ შეიცვალოს დამოკიდებულება, როგორც მისმა ერთადერთმა მოკავშირე, საიმედო სახელმწიფომ.

ომის პოლიტიკის მხარდაჭერა ე.წ. სამთავრობო დაწესებულებების მიერ არის დაფინანსებული. მათ შორის იყო რამდენიმე ხნის წინ გამართული ავტორბოლა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

კერძოდ, 50-მდე ავტომანქანამ, რომელსაც ადგილობრივ აფხაზები და დონბასიდან ჩამოსული ლტოლვილები მართავდნენ, სოხუმის ცენტრში ავტოკოლონებით რუსული ასო Z დაწერეს. მსგავსი აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ნახეთ ვიდეოკადრები:

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსულ Z-ს ან სხვადასხვა შინაარსის ომის მხარდამჭერ წარწერებს ნახულობენ როგორც ქალაქში, ასევე საცხოვრებელ ბინებზე, ან ჭიშკრებზე, ან სულაც ე.წ. საჯარო დაწესებულებებზე. იყო შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგეებმა ის წაშალეს, ან გადააკეთეს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა.

"ამას წინათ ვნახე Z ნიშანი და ქვემოთ წარწერა, "ჩვენ ერთად ვართ" - სად ვართ ერთად, ომში? და რატომ? სადაც ტყვია გავარდება, ყველგან უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ ჩვენს ბიჭებს სხვა შემოსავალი არ აქვთ და მიაჩნიათ, რომ ომში ადვილი ფული იშოვება?" - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ანატოლი დასანია.

"მე არ მყავს მანქანა, თორემ მე გავაკეთებდი Z - ნიშანს, რა არის აქ მიუღებელი. რუსეთის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, აფხაზეთის გაძლიერებაცაა. ანუ უკრაინაში ნეონაციზმის დამარცხება და მშვიდობა გინდათ, ოღონდ ისე, რომ თქვენ არ ჩაერიოთ, ზაფხულობით კი, სახლები და სასტუმროები ტურისტებით აგევსოთ, არა?.. პირიქით, სკოლებშიც გავაკეთებთ ამ ნიშანს, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, სად, ვის ებრძვიან ჩვენი გმირები" - მიაჩნია ნადია ხაჯიმბას.

"ჩვენი წარმატებული ახალგაზრდები, მოსკოვის სახელმწიფოს უნივერსიტეტში მოხვდნენ, აფხაზეთისთვის გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში, მაგრამ ვის აინტერესებს ჩვენ ქვეყანაში სწავლა განათლება, აქ ომი უფრო პრიორიტეტულია. გუშინ ტაქსის მძღოლს ჰქონდა Z-ნიშანი თავის მანქანაზე, სალონშიც, გარეთაც. ვკითხე, რატომ აკეთებთ ამას, იცით, რომ ორივე მხარეს ადამიანები იხოცებიან-მეთქი, მიპასუხა - ყველა ომში იხოცებიან ადამიანებიო. ეს ხომ სისულელეა? ვისაც უნდა წავიდეს, მოხალისის თუ მშვიდობისმყოფელის სტატუტით, გაჰყვეს ახრა ავიძბას სადაც უნდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რომ ომის პროპაგანდას ეწევა, რა ახსნა აქვს ამას?.. საკურორტო ქვეყანა ვართ თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი" - წერს სოციალურ ქსელში ელიზავეტა სუხუმი.