პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თეატრმცოდნისა და ტელეწამყვან ნიკა წულუკიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თეატრმცოდნისა და ტელეწამყვანის ნიკა წულუკიძის და მისი მეუღლის თეკლა კოსტავას მცირეწლოვანი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. სიტყვები უძლურია ასეთი დიდი ტკივილის გამოსათქმელად. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს." - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის შვილი კიტა წულუკიძე გუშინ მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.