მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ, არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება" - ბექა დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე
"ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ, არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება" - ბექა დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე

ცოტა რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და არა­ვინ ეკი­თხე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვინ იქ­ნე­ბა, არც არას­დროს შე­ე­კი­თხე­ბა,- ასე პა­სუ­ხობს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი აზი­ა­ნებს მათ ინ­ტე­რე­სებს.

"გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი არ ჩა­უშ­ვა (უკ­რა­ი­ნა­ში), და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რუ­სეთ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში, უნ­გრეთ­ზე, რო­მე­ლიც ნატო- ს და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რია, ამ­ბობს, რომ პუ­ტი­ნის აგენ­ტუ­რაა. მეს­მის, რომ ომ­შია ეს ქვე­ყა­ნა, ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა უჭირთ და სჭირ­დე­ბათ ყვე­ლა მხრი­დან ფრონ­ტის გახ­სნა, მაგ­რამ ცოტა რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და არა­ვინ ეკი­თხე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვინ იქ­ნე­ბა და არც არას­დროს შე­ე­კი­თხე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და რა თქმა უნდა, არა ხალ­ხის, პო­ზი­ცია სრუ­ლე­ბით აშ­კა­რად უპი­რის­პირ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ თუ ირი­ბად უკავ­შირ­დე­ბა ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც მკა­ფი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რუსი ოლი­გარ­ქია და სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დიდი ხა­ნია აქვს გავ­ლე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ჩვენ ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცოტა არ იყოს უც­ნა­უ­რად უყუ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში ომს. არ იკა­ვებს ისე­თი­ვე მკა­ფიო და არა­ო­რაზ­რო­ვან პო­ზი­ცი­ებს, რო­გო­რიც აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მებს, ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია [რუ­სე­თის] მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან, იქ­ნე­ბა ეს ბე­ლა­რუ­სი და რუ­სე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი, თუ სომ­ხე­თი და რუ­სე­თი. ჩვე­ნი სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვა აკონ­ტრო­ლებს ამ ყვე­ლა­ფერს,"- გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რამ­დე­ნად გრძნობს პო­დო­ლი­ა­კი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა დას­ძი­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან მხარ­და­ჭე­რა ნამ­დვი­ლად იგ­რძნო­ბა. მისი თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ხალ­ხს ივა­ნიშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ოლი­გარ­ქი ჰყავ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულისხმიერი
2

მაშინ რატომ ეუბნებოდით, უკრაინის მთავრობას,ეს გაანთავისუფლეთ,ის გაანთავისუფლეთ, თორემ არ ჩამოვალთო? თქვენს თვალში, ლოდი ვერ დაინახეთ?

ვინ
0

ვინ არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ, არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება" - ბექა დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე

"ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ, არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება" - ბექა დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე

ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება, არც არასდროს შეეკითხება,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მისივე შეფასებით, მსგავსი განცხადებები აზიანებს მათ ინტერესებს.

"გერმანიის პრეზიდენტი არ ჩაუშვა (უკრაინაში), დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში, უნგრეთზე, რომელიც ნატო- ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ომშია ეს ქვეყანა, ემოციების შეკავება უჭირთ და სჭირდებათ ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება,"- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

"საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- განაცხადა პოდოლიაკმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად გრძნობს პოდოლიაკი ხალხის მხარდაჭერას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დასძინა, რომ ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ჰყავდეს.