საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ... მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშიც" - უკრაინელი პოლიტოლოგი
"როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ... მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშიც" - უკრაინელი პოლიტოლოგი

უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­დის დად­გე­ბა უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი, ასე­ვე იმა­ზე, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­კის მისი გა­რე­მოც­ვი­დან ვინ შე­იძ­ლე­ბა აძ­ლევ­დეს უკ­რა­ი­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო რჩე­ვებს “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტო­ლოგს, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი მო­დე­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორს, ვი­ტა­ლი ბა­ლას ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ვი­ტა­ლი, ორ თვე­ზე მე­ტია ჩვენ და მთე­ლი მსოფ­ლიო თვალს ადევ­ნებს უკ­რა­ი­ნის გმი­რულ ბრძო­ლას აგ­რე­სო­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­სა­გე­ბია, რომ ფრონ­ტებ­ზე ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია, მაგ­რამ კი­თხვას მა­ინც ასე დავ­სვამ - რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტებ­ზე ვი­თა­რე­ბას დღე­ის­თვის?

- უდა­ვოა, რომ სი­ტუ­ა­ცია რო­გორც უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ისე სამ­ხრეთ­ში, მარ­ტი­ვი არაა. არ ვი­ტყო­დი, რომ იგი ისე­თი მძი­მეა, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე საკ­მა­ოდ მძი­მე ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

არის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც რუ­სე­თის ძა­ლე­ბი წი­ნაც მი­ი­წე­ვენ, მაგ­რამ ისი­ნი ვერ ას­რუ­ლე­ბენ იმ გეგ­მებ­სა და ჩა­ნა­ფიქ­რებს, რო­მე­ლიც მათ ომის მე­ო­რე ფა­ზის და­წყე­ბის წინ თა­ვად და­სა­ხეს. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ფრონ­ტის ხა­ზებ­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი. ვფიქ­რობ, ამ ომში მალე დად­გე­ბა გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი.

ორ კვი­რა­ში ზუს­ტად გვე­ცო­დი­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნას ბრძო­ლის ველ­ზე ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად, ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ის, რომ უკ­რა­ი­ნამ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა­გან უკვე მი­ი­ღო ის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, რო­მელ­საც აქამ­დე გვპირ­დე­ბოდ­ნენ. სა­უ­ბა­რია მძი­მე ტექ­ნი­კა­ზე, არა მარ­ტო შე­ტე­ვით ია­რაღ­ზე, არა­მედ ჰა­უ­ბი­ცებ­ზე, 200-ზე მეტ ტანკზე, რო­მე­ლიც ჩვენ პო­ლო­ნე­ლებ­მა გად­მოგ­ვცეს, ზალ­პუ­რი ცე­ცხლის სის­ტე­მებ­ზე, და სხვა, რაც სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შე­ტე­ვა იქ­ნას ჯერ მო­გე­რი­ე­ბუ­ლი იქ, სა­დაც ახლა მათ პო­ზი­ცი­ე­ბი აქვთ და შემ­დეგ გა­და­ვი­დეთ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე, რომ ქვეყ­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან განვდევ­ნოთ ისი­ნი.

- ბრძა­ნეთ, რომ რუ­სებს რიგ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე აქვთ მცი­რე წინსვლა. თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბამ­დე ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის რუ­კას ჩავ­ხე­დე. ამ რუ­კა­ზე მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი და წინსვლა აქვთ ასე­ვე უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. ხერ­სო­ნი­სა და ხარ­კო­ვის მი­სად­გო­მებ­თან საკ­მა­ოდ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ვი­თა­რე­ბა...

- დიახ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სრუ­ლად იქ­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, ასე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. რუ­სებს გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ იზი­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ახლა ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ქა­ლაქ სლა­ვი­ანსკის აღე­ბას, ამის­თვის მო­ა­წყვეს პონ­ტო­ნის გა­და­სას­ვლე­ლი, ვნა­ხოთ, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­მო­უ­ვათ. ახლა ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ქა­ლაქ სლა­ვი­ანსკის აღე­ბას, ამის­თვის მო­ა­წყვეს პონ­ტო­ნის გა­და­სას­ვლე­ლი, ვნა­ხოთ, სა­ბო­ლო­ოდ რა გა­მო­უ­ვათ­დას­ტურ­დე­ბა ხმე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სწო­რედ დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლაქ სლა­ვი­ანსკზე შე­ტე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და საბ­რძო­ლო ზო­ნა­ში რუ­სე­თის გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გე­რა­სი­მო­ვი.

- რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა - "მო­ვი­თხოვთ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკი­სა­გან უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა უარი თქვან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ზე. კი არ დაგ­ვნებ­დნენ, არა­მედ შე­წყვი­ტონ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა“?

- პირ­და­პირ გე­ტყვით - საკ­მა­ოდ ძნე­ლია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკე­თე­ბენ. ეს ეხე­ბა ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბებ­საც.

ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ლავ­როვ­ზე არა­ფე­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მის გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის კე­თე­ბა არც ღირს. ამ თვალ­საზ­რი­სით ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა ღირს იმა­ზე, თუ რას ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი. ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ 9 მა­ისს პუ­ტი­ნი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თებს უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- სი-ენ-ენის მტკი­ცე­ბით რუ­სე­თი 9 მა­ისს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დებს და ასე­ვე გა­მო­ა­ცხა­დებს სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას...

- უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვა­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ შე­საძ­ლოა სწო­რედ ეს მოხ­დეს მოს­კოვ­ში 9 მა­ისს და­გეგ­მილ აღ­ლუმ­ზე. ვნა­ხოთ, და­ვე­ლო­დოთ, 9 მა­ი­სამ­დე არც ისე დიდი დროა დარ­ჩე­ნი­ლი.

- უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე, ანა­ლი­ტი­კო­სი იური შვე­ცი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ანა­ლი­ზებს დებს YouTube-ზე, გუ­შინ­დელ გა­მოშ­ვე­ბა­ში პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს, ერ­მაკს, ბრა­ლი დას­დო იმა­ში, რომ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბის წინ უკ­რა­ი­ნა-ყი­რი­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია რო­მე­ლიც და­ნაღ­მუ­ლი იყო, სწო­რედ თე­ბერ­ვლის პირ­ველ რი­ცხვებ­ში გან­ნაღ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ. მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ეს აღ­მოჩ­ნდა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ რუ­სებ­მა საკ­მა­ოდ იო­ლად და­ი­კა­ვეს ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია ანა­ლი­ტი­კოს იური შვე­ცის ბრალ­დე­ბე­ბი ერ­მა­კის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ვა­რა­უ­დოდ, რას შე­იძ­ლე­ბა ეს ნიშ­ნავ­დეს?

- ფაქ­ტია, რომ სწო­რედ ომის და­წყე­ბის წინ აღ­მოჩ­ნდა ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის მხა­რის მიერ გა­ნაღ­მუ­ლი. ომის და­წყე­ბი­დან ერთ თვე­ში ხერ­სო­ნის მერ­მა პირ­ველ­მა გა­მოთ­ქვა ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში წუ­ხი­ლი. იგი კი­თხვას ასე სვამ­და - ვი­თა­რე­ბა­ში როცა უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ყი­რიმ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი და­ნაღ­მუ­ლი იყო, რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ უმოკ­ლეს დრო­ში რუ­სე­ბი ხერ­სონ­თან?

ამ თე­მა­ზე მარ­თლაც არ­სე­ბობს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი. ამ საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვეა თუ არა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ერ­მა­კი, ეს გა­სარ­კვე­ვია. მაგ­რამ ის, რომ სამ­ხრეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ბევ­რი რა­მაა გა­სარ­კვე­ვი, ფაქ­ტია.

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფიქ­რობს და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ერთი რუ­სუ­ლი გა­მოთ­ქმა გვე­უბ­ნე­ბა - "ომი ყვე­ლა­ფერს ჩა­მო­წერს.“ სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არაა, უკ­რა­ი­ნას ექ­ნე­ბა დრო და ძალა იმის, რომ გა­არ­კვი­ოს რა ხდე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში ომამ­დე და ომის და­წყე­ბის შემ­დეგ­გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა შოლცმა ამას წი­ნათ გა­ნა­ცხა­და რომ იგი უკ­რა­ი­ნა­ში იმის გამო არ ჩა­დის, რომ ცოტა ხნის წინ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ კი­ევ­ში ჩას­ვლა­ზე უარი უთხრა გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენტ შტა­ინ­მა­ი­ერს. მან ასე­ვე თქვა, რომ ვიდ­რე კი­ე­ვი პრე­ზი­დენტ შტა­ინ­მა­ი­ერს არ მი­ი­ღებს, იგი უკ­რა­ი­ნა­ში არ გა­ემ­გზავ­რე­ბა.

ყვე­ლა ხვდე­ბო­და, რომ გერ­მა­ნი­ის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბი ბერ­ლი­ნის სწო­რედ ამ წყე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და. კან­ცლერ­მა შოლცმა თა­ვის უკა­ნას­კნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით უკ­რა­ი­ნის თე­მა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად ეს და­ა­დას­ტუ­რა.

ეს კი იმას ნიშ­ნავს, რბი­ლად რომ ვთქვათ, არას­წო­რი იყო კი­ე­ვის პო­ზი­ცია, როცა პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ კი­ევ­ში ჩას­ვლა­ზე უარი უთხრა პრე­ზი­დენტ შტა­ინ­მა­ი­ერს. რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, რბი­ლად რომ ვთქვათ ასეთ რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ.

რო­გორც ჩანს, ზე­ლენ­სკის გა­რე­მოც­ვა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენტს გა­უ­მარ­თლე­ბელ და უკ­რა­ი­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ. სა­ხელ­დე­ბო­და არა ერთი გვა­რი, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ო­ბა. ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია რიგ შემ­თხვე­ვა­ში ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს, რო­მე­ლიც ხში­რად გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს. ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენტ ასეთ რჩე­ვებს ვი­ღაც აძ­ლევს.

არ ვიცი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ერ­მა­კი იყო თუ არა უკ­რა­ი­ნა-ყი­რი­მის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გა­და­სას­ვლე­ლის გა­ნაღმვის ინი­ცი­ა­ტო­რი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს თემა და კი­დევ სხვა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ბა...

- გი­თხრათ სი­მარ­თლე, იმე­დი მაქვს, რომ უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი რბი­ლად რომ ვთქვათ უსი­ა­მოვ­ნო გან­ცხა­დე­ბე­ბი სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ი­და­ნაა...

- დიახ, როცა მე პრე­ზი­დენ­ტის­თვის არას­წო­რი რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­საც ვგუ­ლის­ხმობ. რად­გან ჩვენ არ გვაქვს ფაქ­ტე­ბი იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, მე არ და ვერ ვი­სა­უბ­რებ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მის გა­რე­მოც­ვა­შია. ვი­მე­ო­რებ, რო­გორც ჩანს, ზე­ლენ­სკის გა­რე­მოც­ვა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენტს უკ­რა­ი­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო რჩე­ვებს აძ­ლევ­დნენ რო­გორც უკ­რა­ი­ნა-ყი­რი­მის გა­და­სას­ვლე­ლის ომის წინ გა­ნაღმვას­თან, ისე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პასუხი
30

ბატონი ირაკლი ზარქუა უბნელებმა ძლივს გააკავესო და კიევის ბილეთი წაართვესო, პოდოლიაკს პასუხი უნდა მოვთხოვოო, აეროპორტში მიდიოდა. რადიო თავისუფლებაა შემთხვევის ადგილზე და ვიდეოსაც დადებენ.

ქეთი
8

ჩვენ ვიცით ვინ აძლევს ასეთ მავნე რჩევებს ზელინსკის და მაგან არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ... მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშიც" - უკრაინელი პოლიტოლოგი

"როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ... მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშიც" - უკრაინელი პოლიტოლოგი

უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, სავარაუდოდ, როდის დადგება უკრაინა-რუსეთის ომში გარდამტეხი მომენტი, ასევე იმაზე, პრეზიდენტ ზელენკის მისი გარემოცვიდან ვინ შეიძლება აძლევდეს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, ორ თვეზე მეტია ჩვენ და მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს უკრაინის გმირულ ბრძოლას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ ფრონტებზე ვითარება მუდმივად ცვალებადია, მაგრამ კითხვას მაინც ასე დავსვამ - როგორ შეაფასებდით უკრაინის ფრონტებზე ვითარებას დღეისთვის?

- უდავოა, რომ სიტუაცია როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში, მარტივი არაა. არ ვიტყოდი, რომ იგი ისეთი მძიმეა, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ორივე მიმართულებაზე საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

არის მონაკვეთები, სადაც რუსეთის ძალები წინაც მიიწევენ, მაგრამ ისინი ვერ ასრულებენ იმ გეგმებსა და ჩანაფიქრებს, რომელიც მათ ომის მეორე ფაზის დაწყების წინ თავად დასახეს. ჩემი დაკვირვებით, ფრონტის ხაზებზე უახლოეს მომავალში საინტერესოდ განვითარდება პროცესები. ვფიქრობ, ამ ომში მალე დადგება გარდამტეხი მომენტი.

ორ კვირაში ზუსტად გვეცოდინება რეალურად როგორი შესაძლებლობები ექნება უკრაინას ბრძოლის ველზე ქვეყანაში რუსული ოკუპაციის დასასრულებლად, ამის თქმის საშუალებას იძლევა ის, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისაგან უკვე მიიღო ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც აქამდე გვპირდებოდნენ. საუბარია მძიმე ტექნიკაზე, არა მარტო შეტევით იარაღზე, არამედ ჰაუბიცებზე, 200-ზე მეტ ტანკზე, რომელიც ჩვენ პოლონელებმა გადმოგვცეს, ზალპური ცეცხლის სისტემებზე, და სხვა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის შეტევა იქნას ჯერ მოგერიებული იქ, სადაც ახლა მათ პოზიციები აქვთ და შემდეგ გადავიდეთ კონტრშეტევაზე, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან განვდევნოთ ისინი.

- ბრძანეთ, რომ რუსებს რიგ მონაკვეთებზე აქვთ მცირე წინსვლა. თქვენთან დაკავშირებამდე ბრიტანული დაზვერვის რუკას ჩავხედე. ამ რუკაზე მკაფიოდ ჩანს, რომ გარკვეული წარმატებები და წინსვლა აქვთ ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ხერსონისა და ხარკოვის მისადგომებთან საკმაოდ გაუმჯობესებულია ვითარება...

- დიახ, ამ მიმართულებაზე უკრაინამ განახორციელა კონტრშეტევები, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები სრულად იქნას გათავისუფლებული, ასეთი მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. რუსებს გარკვეული წარმატებები აქვთ იზიუმის მიმართულებაზე. ახლა ისინი ცდილობენ ქალაქ სლავიანსკის აღებას, ამისთვის მოაწყვეს პონტონის გადასასვლელი, ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოუვათ. ახლა ისინი ცდილობენ ქალაქ სლავიანსკის აღებას, ამისთვის მოაწყვეს პონტონის გადასასვლელი, ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოუვათდასტურდება ხმები იმის თაობაზე, რომ სწორედ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევის ორგანიზებისთვის იმყოფებოდა საბრძოლო ზონაში რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი გერასიმოვი.

- რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება - "მოვითხოვთ პრეზიდენტ ზელენსკისაგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვან წინააღმდეგობის გაწევაზე. კი არ დაგვნებდნენ, არამედ შეწყვიტონ წინააღმდეგობის გაწევა“?

- პირდაპირ გეტყვით - საკმაოდ ძნელია იმ განცხადებების კომენტირება, რომელსაც რუსეთის პირველი პირები უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებენ. ეს ეხება ლავროვის განცხადებებსაც.

ვითარებაში, როცა ლავროვზე არაფერია დამოკიდებული, მის განცხადებებზე კომენტარების კეთება არც ღირს. ამ თვალსაზრისით ყურადღების მიქცევა ღირს იმაზე, თუ რას ამბობს პრეზიდენტი პუტინი. ვრცელდება ხმები, რომ 9 მაისს პუტინი საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით.

- სი-ენ-ენის მტკიცებით რუსეთი 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომს ოფიციალურად გამოაცხადებს და ასევე გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას...

- უკრაინის დაზვერვამაც გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა სწორედ ეს მოხდეს მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე. ვნახოთ, დაველოდოთ, 9 მაისამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

- უკრაინული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე, ანალიტიკოსი იური შვეცი, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ანალიზებს დებს YouTube-ზე, გუშინდელ გამოშვებაში პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ერმაკს, ბრალი დასდო იმაში, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების წინ უკრაინა-ყირიმის მიმდებარე ტერიტორია რომელიც დანაღმული იყო, სწორედ თებერვლის პირველ რიცხვებში განნაღმა უკრაინულმა მხარემ. მისივე თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ რუსებმა საკმაოდ იოლად დაიკავეს ის ტერიტორიები. რამდენად სამართლიანია ანალიტიკოს იური შვეცის ბრალდებები ერმაკის წინააღმდეგ და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- ფაქტია, რომ სწორედ ომის დაწყების წინ აღმოჩნდა ეს ტერიტორიები უკრაინის მხარის მიერ განაღმული. ომის დაწყებიდან ერთ თვეში ხერსონის მერმა პირველმა გამოთქვა ამის შესახებ საჯარო სივრცეში წუხილი. იგი კითხვას ასე სვამდა - ვითარებაში როცა უკრაინის მხრიდან ყირიმთან დამაკავშირებელი გზები დანაღმული იყო, როგორ აღმოჩნდნენ უმოკლეს დროში რუსები ხერსონთან?

ამ თემაზე მართლაც არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. ამ საქმეში დამნაშავეა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი, ეს გასარკვევია. მაგრამ ის, რომ სამხრეთ მიმართულებაზე არსებულ ვითარებაში ბევრი რამაა გასარკვევი, ფაქტია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს დაახლოებით ისე, როგორც ერთი რუსული გამოთქმა გვეუბნება - "ომი ყველაფერს ჩამოწერს.“ სინამდვილეში ასე არაა, უკრაინას ექნება დრო და ძალა იმის, რომ გაარკვიოს რა ხდებოდა უკრაინაში ომამდე და ომის დაწყების შემდეგგერმანიის კანცლერმა შოლცმა ამას წინათ განაცხადა რომ იგი უკრაინაში იმის გამო არ ჩადის, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში ჩასვლაზე უარი უთხრა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს. მან ასევე თქვა, რომ ვიდრე კიევი პრეზიდენტ შტაინმაიერს არ მიიღებს, იგი უკრაინაში არ გაემგზავრება.

ყველა ხვდებოდა, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში შეფერხებები ბერლინის სწორედ ამ წყენას უკავშირდებოდა. კანცლერმა შოლცმა თავის უკანასკნელი განცხადებებით უკრაინის თემაზე პრაქტიკულად ეს დაადასტურა.

ეს კი იმას ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი იყო კიევის პოზიცია, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში ჩასვლაზე უარი უთხრა პრეზიდენტ შტაინმაიერს. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის, რბილად რომ ვთქვათ ასეთ რჩევებს აძლევენ.

როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს გაუმართლებელ და უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევენ. სახელდებოდა არა ერთი გვარი, რომელსაც ბრალად ედებოდა უკრაინის წინააღმდეგ მუშაობა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია რიგ შემთხვევაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ხშირად გაკვირვებას იწვევს. ფაქტია, რომ პრეზიდენტ ასეთ რჩევებს ვიღაც აძლევს.

არ ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი იყო თუ არა უკრაინა-ყირიმის დამაკავშირებელი გადასასვლელის განაღმვის ინიციატორი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს თემა და კიდევ სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხები გამოუძიებელი არ დარჩება...

- გითხრათ სიმართლე, იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნო განცხადებები სწორედ ამ კატეგორიიდანაა...

- დიახ, როცა მე პრეზიდენტისთვის არასწორი რჩევების მიღებაზე ვსაუბრობ, მათ შორის საქართველოსთან გაკეთებულ განცხადებებსაც ვგულისხმობ. რადგან ჩვენ არ გვაქვს ფაქტები იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, ვინც უკრაინის სასარგებლო რჩევებს აძლევენ პრეზიდენტ ზელენსკის, მე არ და ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მის გარემოცვაშია. ვიმეორებ, როგორც ჩანს, ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს უკრაინისთვის საზიანო რჩევებს აძლევდნენ როგორც უკრაინა-ყირიმის გადასასვლელის ომის წინ განაღმვასთან, ისე საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე:

ავტორი: კობა ბენდელიანი