ავტორი:

ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო - რას აცხადებს ამ ქვეყნის თავდაცვის უწყება?

ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო - რას აცხადებს ამ ქვეყნის თავდაცვის უწყება?

ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელსაც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო "მოულოდნელ შემოწმებად" მოიხსენიებს.

უწყება ამის მიზნად ასახელებს "პირადი შემადგენლობის მზადყოფნის და შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების შემოწმებას“. მინსკში აცხადებენ, რომ ეს "არც მთლიანად ევროპულ თანამეგობრობას და არც მეზობელ ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის".

მათი თქმით, სამხედრო ნაწილები იმოქმედებენ უცნობ რელიეფზე და სწრაფად ცვალებად გარემოში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "მოულოდნელი შემოწმება" სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის არმიაში ამ "მოულოდნელი შემოწმების“ წინ პრეზიდენტ ლუკაშენკასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც 3 მაისს, ღამით, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, პუტინმა და ლუკაშენკამ "დონბასის დასაცავად მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში შექმნილი ვითარება განიხილეს “.