მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფადიშაჰს ასე სურს" - უკრაინაში დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილები აიკრძალა
"ფადიშაჰს ასე სურს" - უკრაინაში დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილები აიკრძალა

უკ­რა­ი­ნა­ში ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის დიდი და­ნა­კარ­გის გამო, ჩეჩ­ნეთ­ში მას­შტა­ბუ­რი, დიდი ქორ­წი­ლე­ბის გა­დახ­და აიკ­რძა­ლა. ამის შე­სა­ხებ kavkazr.com წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რე­გი­ო­ნი­დან ორი წყა­რო იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ამ სა­კი­თხზე რა­ი­მე ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი უბ­რა­ლოდ მი­ი­ღეს იმის გამო, რომ "ფა­დი­შა­ჰი ასე ფიქ­რობს." ფა­დი­შაჰ­ში ისი­ნი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს გუ­ლის­ხმო­ბენ.

kavkazr.com-ის ცნო­ბით, მათ ჩეჩ­ნე­თი­დან აც­ნო­ბეს, რომ ბო­ლოს უკ­რა­ი­ნას­თან ომში მო­რი­გი და­ღუ­პუ­ლი კურ­ჩა­ლო­ევ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალე­რო­ი­ში დაკ­რძა­ლეს. მა­ნამ­დე კი კი­დევ ორი მოკ­ლუ­ლი ჩეჩ­ნე­თის ამა­ვე რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში.

ყვე­ლა მათ­გა­ნი ე.წ. კა­დი­როვ­ცე­ბი­დან იყო, ანუ ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მსა­ხუ­რობ­დნენ რუ­სე­თის არ­მი­ის ჩეჩ­ნურ ნა­წი­ლებ­ში.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მათ სცა­დეს და­ე­ზუს­ტე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია ხალ­ხმრა­ვა­ლი ქორ­წი­ლე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ, ამი­ტო­მაც და­რე­კეს იმ დარ­ბა­ზებ­ში, სა­დაც ასე­თი წვე­უ­ლე­ბე­ბი იმარ­თე­ბა. გროზ­ნო­ში იმ ხუთი დარ­ბა­ზი­დან, სა­დაც კო­რეს­პონ­დენ­ტმა და­რე­კა, ერ­თგან თქვეს, რომ მხო­ლოდ 50-მდე სტუ­მარს უმას­პინ­ძლებ­დნენ, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი სტან­დრა­ტე­ბით ძა­ლი­ან მცი­რეა. და­ნარ­ჩენ დარ­ბა­ზებ­ში, ზო­გან სა­ერ­თოდ არ უპა­სუ­ხეს, ზო­გან კი თქვეს, რომ გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი უნდა და­ა­ზუს­ტონ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
63

მოკლე სტატისტიკა მათთვის ვისაც გონია ,რომ კადიროვის ხელში ჩეჩნები "გადაშენების" პირზე მისული ერია.

1979 წ. 1 153 450 ადამიანი - აქედან 60,1% ჩეჩენი.

1989 წ. 1 275 513 ადამიანი - აქედან 66% ჩეჩენი.

2010 წ. 1 268 989 ადამიანი -აქედან 95,8% ჩეჩენი.

2022 წ 1 516 387 ადამიანი - 96%-ზე მეტი ჩეჩენი.

"დამოუკიდებელი"საქართველოს სტატისტიკაც დავდო შესადარებლად თუ თქვენით მონახავთ?

რუსუდანი
1

აბა, რა ეგონათ... უკრაინაში, სიხარულით რომ გაიქცა საბრძოლველად კადიროვი... რუსების ეშმაკობას ვერ მიუხვდა, წინახაზზე მათ რომ გამოიყენებდა.

ავტორი:

"ფადიშაჰს ასე სურს" - უკრაინაში დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილები აიკრძალა

"ფადიშაჰს ასე სურს" - უკრაინაში დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილები აიკრძალა

უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში მასშტაბური, დიდი ქორწილების გადახდა აიკრძალა. ამის შესახებ kavkazr.com წერს.

გამოცემის ცნობით, რეგიონიდან ორი წყარო იტყობინება, რომ ოფიციალურად, ამ საკითხზე რაიმე ინსტრუქციები არ არსებობს, გადაწყვეტილება კი უბრალოდ მიიღეს იმის გამო, რომ "ფადიშაჰი ასე ფიქრობს." ფადიშაჰში ისინი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს გულისხმობენ.

kavkazr.com-ის ცნობით, მათ ჩეჩნეთიდან აცნობეს, რომ ბოლოს უკრაინასთან ომში მორიგი დაღუპული კურჩალოევსკის რაიონის სოფელ ალეროიში დაკრძალეს. მანამდე კი კიდევ ორი მოკლული ჩეჩნეთის ამავე რაიონის ერთ-ერთ სოფელში.

ყველა მათგანი ე.წ. კადიროვცებიდან იყო, ანუ ისინი ოფიციალურად მსახურობდნენ რუსეთის არმიის ჩეჩნურ ნაწილებში.

როგორც გამოცემა წერს, მათ სცადეს დაეზუსტებინათ ინფორმაცია ხალხმრავალი ქორწილების აკრძალვის შესახებ, ამიტომაც დარეკეს იმ დარბაზებში, სადაც ასეთი წვეულებები იმართება. გროზნოში იმ ხუთი დარბაზიდან, სადაც კორესპონდენტმა დარეკა, ერთგან თქვეს, რომ მხოლოდ 50-მდე სტუმარს უმასპინძლებდნენ, რაც ადგილობრივი სტანდრატებით ძალიან მცირეა. დანარჩენ დარბაზებში, ზოგან საერთოდ არ უპასუხეს, ზოგან კი თქვეს, რომ გარკვეული საკითხები უნდა დააზუსტონ.

აღნიშნული აკრძალვის შესახებ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.