საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა... აქედან გამომდინარეობს მისი სიმპტომები, მათ შორის, ანორექსიაც" - ექიმი თენგიზ წულაძე
"ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა... აქედან გამომდინარეობს მისი სიმპტომები, მათ შორის, ანორექსიაც" - ექიმი თენგიზ წულაძე

გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ წო­ნის ისე­თი და­ნა­კარ­გია, რომ დრო­ზე ჯობს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ექიმ­მა, კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა თენ­გიზ წუ­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც წუ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­დი­კა­მენ­ტებს იღებს, თუმ­ცა საკ­ვებს - ვერა.

მი­სი­ვე თქმით, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ანო­რექ­სია აქვს.

  • რო­გორც წუ­ლა­ძე აცხა­დებს, ადაპ­ტა­ცი­ის აშ­ლი­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­რე­მოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ შე­ე­გუა, რაც პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"ადა­მი­ანს აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, ეს არის ადაპ­ტა­ცი­ის აშ­ლი­ლო­ბა, რა­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი უწერს, ჩვენ რაც ვნა­ხეთ, მას ჰქონ­და ანო­რექ­სია, რის გა­მოც, ის იკ­ლებს წო­ნა­ში და კუნ­თო­ვან მა­სას კარ­გავს. ადაპ­ტა­ცი­ის აშ­ლი­ლო­ბა თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს, რომ ის იმ გა­რე­მოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ შე­ე­გუა, ეს პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს, რო­მელ­საც ვერ შე­ე­გუა, უნდა მოხ­დეს ცვლი­ლე­ბა, კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის. ის იღებს მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც და­ნიშ­ნუ­ლი აქვს, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. ჩვენ მოგ­ვცა უფ­ლე­ბა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა, ამი­ტომ ამას თა­ვი­სუფ­ლად ვა­კე­თებ, თვი­თონ რო­გორც ამ­ბობს, მე­დი­კა­მენ­ტებს იღებს, ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი არაა, რომ ასე უცებ შე­წყვი­ტოს, ვერც შე­წყვეტს, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. რა­საც ვერ იღებს, ეს არის საკ­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც მას გუ­ლის­რე­ვა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, იღებს ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ას, არამ­ხო­ლოდ ცი­ლო­ვან საკ­ვებს, სხვა საკ­ვებ­საც ნაკ­ლებს იღებს. რო­გორც შე­ვა­ფა­სეთ იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რაც მან გვი­თხრა, და­ახ­ლო­ე­ბით, 600-800 კა­ლო­რი­ას იღებს, ამა­ზე 2-3-ჯერ მეტი სჭირ­დე­ბა. ეს არ არის გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­თი აზრი მუ­სი­რებს, მაგ­რამ ჩემი აზრი, რო­გორც ერთ-ერთი ექი­მის, ასე­თია, რომ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, მაგ­რამ წო­ნის ისე­თი და­ნა­კარ­გია, რომ დრო­ზე ჯობს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს თუ არა თვით­და­ზი­ა­ნებს და თა­ვად ამ­ბობს თუ არა საკ­ვებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე უარს, წუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ თუკი, სა­ა­კაშ­ვი­ლი "ამას მი­მარ­თავს, მისი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­მარ­თავს“.

"ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა ამას გუ­ლის­ხმობს პა­თო­ლო­გი­უ­რად, ასე არ არის, რომ ცი­ხეს ვე­რა­ვინ ეგუ­ე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვეა, ის მის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­ინც მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი არ თვლის თავს დამ­ნა­შა­ვედ და თვლის, რომ მას უსა­მარ­თლოდ მი­ად­გა წყე­ნა, დამ­ცი­რე­ბა, ის ამას შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ შე­ე­გუ­ოს და გა­ნუ­ვი­თარ­დეს ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რაც თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს დეპ­რე­სი­ულ გან­წყო­ბას, სუ­ი­ცი­და­ლურ ქცე­ვას, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას, გენ­რა­ლი­ზე­ბულ შფოთ­ვას და ა.შ. ეს არ არის ისე­თი ნათ­ქვა­მი, რომ ცი­ხეს ნე­ბის­მი­ე­რი ვერ ეგუ­ე­ბა, არა, ცი­ხე­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ეგუ­ე­ბა იმას, რაც მან დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო.

  • ადაპ­ტა­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რაც მას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ფის­ქი­ატ­რებ­მა და­უს­ვეს, თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს თვით­და­ზი­ა­ნე­ბას სუ­ი­ცი­და­ლუ­რი ქცე­ვის თვალ­საზ­რი­სი­თაც კი, თუ ამას მი­მარ­თავს, ამ და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­მარ­თავს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მისი ეს სიმპტო­მი, მათ შო­რის, ანო­რექ­სი­აც. როცა მი­მარ­თავ­და, ამას სა­ხე­ლი და­არ­ქვა - შიმ­ში­ლო­ბა და ასე აკე­თებ­და. ახლა მან შიმ­ში­ლო­ბა არ გა­მო­ა­ცხა­და, ახლა უბ­რა­ლოდ, ეს ქცე­ვაც მისი ამ და­ა­ვა­დე­ბის ნა­წი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, ექი­მი პა­სუ­ხობს, რომ მას მისი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რე­მოს შეც­ვლა სჭირ­დე­ბა.

"ეს თემა ჩემ­თვის ცოტა ძნე­ლი სა­პა­სუ­ხოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ იმ გა­რე­მო­ში არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც არის. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა თუ იმას გუ­ლის­ხმობს, რომ გა­რე­მოს შეც­ვლა სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში, ჰო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს შეც­ვლა, გა­რე­მოს შეც­ვლა არის მის­თვის მკურ­ნა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XXX
0

მზგავსი რამე მეც მჭირდა 2008წ,ვერც მე ვეგუებოდი გარემოს, ვერც საკვებს ვიღებდი,3 თვეში 35 კგ.დავიკელი,მაგრამ გადავრჩი.ასე რომ მიხო მორჩი ......... თამაშს. 

კავკასიური სახლი
0

გარემოს შეცვლა არა ერთი. იქნებ მალდივებზე ან ტაილანდში გაუშვათ გარემოს შესაცვლელად? ციხეში ეგდოს სადაც არის, ეგ არის მაგისი გარემო. რაც მაგან უბედურება მოუტანა საქართველოს კიდევ ზოგიერთს ენა როგორ უბრუნდება ამ არაკაცზე რამე თქვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა... აქედან გამომდინარეობს მისი სიმპტომები, მათ შორის, ანორექსიაც" - ექიმი თენგიზ წულაძე

"ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა... აქედან გამომდინარეობს მისი სიმპტომები, მათ შორის, ანორექსიაც" - ექიმი თენგიზ წულაძე

გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება, - ამის შესახებ ექიმმა, კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წულაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს იღებს, თუმცა საკვებს - ვერა.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ანორექსია აქვს.

  • როგორც წულაძე აცხადებს, ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა, რაც პათოლოგიური მდგომარეობაა.

"ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის ადაპტაციის აშლილობა, რასაც პენიტენციური სამსახური უწერს, ჩვენ რაც ვნახეთ, მას ჰქონდა ანორექსია, რის გამოც, ის იკლებს წონაში და კუნთოვან მასას კარგავს. ადაპტაციის აშლილობა თავის თავში გულისხმობს, რომ ის იმ გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა, ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, გარემოს, რომელსაც ვერ შეეგუა, უნდა მოხდეს ცვლილება, კონფლიქტი წარმოიქმნება პაციენტის მკურნალობასა და არსებულ მდგომარეობას შორის. ის იღებს მედიკამენტებს, რაც დანიშნული აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის. ჩვენ მოგვცა უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვესაუბრა, ამიტომ ამას თავისუფლად ვაკეთებ, თვითონ როგორც ამბობს, მედიკამენტებს იღებს, ისეთი პრეპარატები არაა, რომ ასე უცებ შეწყვიტოს, ვერც შეწყვეტს, მისთვის მნიშვნელოვანად დამაზიანებელი და ძალიან დიდი დისკომფორტის მომცემი იქნება. რასაც ვერ იღებს, ეს არის საკვები, განსაკუთრებით, ცილოვანი საკვები, რომელზეც მას გულისრევა აქვს, შესაბამისად, იღებს ნაკლებ კალორიას, არამხოლოდ ცილოვან საკვებს, სხვა საკვებსაც ნაკლებს იღებს. როგორც შევაფასეთ იმ ჩამონათვალიდან, რაც მან გვითხრა, დაახლოებით, 600-800 კალორიას იღებს, ამაზე 2-3-ჯერ მეტი სჭირდება. ეს არ არის გადაუდებელი მდგომარეობა, ასეთი აზრი მუსირებს, მაგრამ ჩემი აზრი, როგორც ერთ-ერთი ექიმის, ასეთია, რომ ეს გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება“, - განაცხადა წულაძემ.

  • კითხვაზე, სააკაშვილი მიმართავს თუ არა თვითდაზიანებს და თავად ამბობს თუ არა საკვებსა და მედიკამენტებზე უარს, წულაძე პასუხობს, რომ თუკი, სააკაშვილი "ამას მიმართავს, მისი დაავადებიდან გამომდინარე მიმართავს“.

"ადაპტაციური აშლილობა ამას გულისხმობს პათოლოგიურად, ასე არ არის, რომ ციხეს ვერავინ ეგუება, თუ ადამიანი დამნაშავეა, ის მისთვის ფსიქოლოგიურად მაინც მისაღები ხდება, თუ ადამიანი არ თვლის თავს დამნაშავედ და თვლის, რომ მას უსამართლოდ მიადგა წყენა, დამცირება, ის ამას შეიძლება ფსიქოლოგიურად არ შეეგუოს და განუვითარდეს ადაპტაციური აშლილობა, რაც თავის თავში გულისხმობს დეპრესიულ განწყობას, სუიციდალურ ქცევას, მადის დაქვეითებას, გენრალიზებულ შფოთვას და ა.შ. ეს არ არის ისეთი ნათქვამი, რომ ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება, არა, ციხეში უმრავლესობა ეგუება იმას, რაც მან დამსახურებულად მიიღო.

  • ადაპტაციური აშლილობა, რაც მას პენიტენციური სამსახურის ფისქიატრებმა დაუსვეს, თავის თავში გულისხმობს თვითდაზიანებას სუიციდალური ქცევის თვალსაზრისითაც კი, თუ ამას მიმართავს, ამ დაავადებიდან გამომდინარე მიმართავს, აქედან გამომდინარეობს მისი ეს სიმპტომი, მათ შორის, ანორექსიაც. როცა მიმართავდა, ამას სახელი დაარქვა - შიმშილობა და ასე აკეთებდა. ახლა მან შიმშილობა არ გამოაცხადა, ახლა უბრალოდ, ეს ქცევაც მისი ამ დაავადების ნაწილია“, - განაცხადა წულაძემ.

კითხვაზე, აუცილებელია თუ არა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმი პასუხობს, რომ მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, გარემოს შეცვლა სჭირდება.

"ეს თემა ჩემთვის ცოტა ძნელი საპასუხოა. საქართველოში კი არის შესაძლებელი, მაგრამ იმ გარემოში არ არის შესაძლებელი, სადაც არის. საზღვარგარეთ წასვლა თუ იმას გულისხმობს, რომ გარემოს შეცვლა სხვანაირად შეუძლებელია საქართველოს პირობებში, ჰო, მაგრამ საქართველოს პირობებშიც შესაძლებელია გარემოს შეცვლა, გარემოს შეცვლა არის მისთვის მკურნალობა“, - განაცხადა წულაძემ.