მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი შაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ორმა არასრულწოვნმა ძალადობა აღიარა" - საქმის რა ახალ გარემოებებზე ჰყვება ადვოკატი
"გიორგი შაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ორმა  არასრულწოვნმა ძალადობა აღიარა" - საქმის რა ახალ გარემოებებზე ჰყვება ადვოკატი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი არას­რუ­წლოვ­ნე­ბი­დან ორმა პირ­მა - გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვილ­მა და ლაშა შერ­მა­დინ­მა ძა­ლა­დო­ბა აღი­ა­რეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბის საქ­მი­დან ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფი­გუ­რან­ტებ­მა მათ­სა­ვე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ მცხე­თის მა­გის­ტრალ­ზე, როცა იქ "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, შერ­მა­დინ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა ძა­ლა­დო­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბი­დან და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯვარ­დე­ბუ­ლე­ბი პი­რე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­კი­თხეს გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ლაშა შერ­მა­დი­ნი, რის შემ­დე­გაც მათ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მათი მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს. რო­გორც მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლო სა­თათ­ბი­როდ გა­ვი­და.

"ცალ­კე გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა - ლაშა შერ­მა­დინ­მა და გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღის წინ, სა­სა­მარ­თლო­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დათ და მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ძა­ლა­დო­ბა. მა­თი­ვე ჩვე­ნე­ბით, "ქემ­რის“ წას­ვლის შემ­დეგ, მათ ფე­რად შე­ნო­ბას­თან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი და­ი­ნა­ხეს. ამის შემ­დეგ, მოხ­და ნე­ბარ­თვე­ბის დაშ­ვე­ბა, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი გა­მოგ­ვე­კი­თხა, მათი გა­მო­კი­თხვა მოხ­და და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­კი­თხვის ოქ­მში ასახ­ვა. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნეთ, რომ ეს პი­რე­ბი მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლიყ­ვნენ ამ ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქტს ეხე­ბა, მათ შო­რის, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო ის შა­ქა­რაშ­ვილ­მა. სა­სა­მარ­თლო სა­თათ­ბი­როდ გა­ვი­და, ასე­ვე იმ­სჯე­ლა იმ თა­რი­ღებ­ზე, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა და­ი­კი­თხონ მე­რა­ბიშ­ვი­ლი და შერ­მა­დი­ნი.

მათ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ მათ იძა­ლა­დეს შა­ქა­რაშ­ვილ­ზე და ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჰქონ­და მას მი­ღე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ამ პირ­თა მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად. ჩვენ აქამ­დეც ვამ­ბობ­დით, რომ ამ 5 მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ძა­ლა­დო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ახა­ლი ინ­ფო­რა­ცი­ი­საა, აღ­ნი­შუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე პა­სუხს არ გვაძ­ლევს, თუმ­ცა პა­სუხს გვაძ­ლევს შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე. მოწ­მე­თა მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინფრ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ რო­დე­საც "მერ­სე­დე­სი“ მი­ვი­და მცხე­თა­ში, იმ მო­მენ­ტში, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და შერ­მა­დი­ნი ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით - 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ ხელ­ჩარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი შა­ქა­რაშ­ვილ­თან. ამ­ბო­ბენ, რომ ამ მო­მენ­ტში ძა­ლა­დო­ბა მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, სხვა­ზე არ მი­უ­თი­თე­ბენ, ამ ეტაპ­ზე ჯერი სა­სა­მარ­თლო­ზეა და 16 მა­ისს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ზე ფაქ­ტობ­რი­ვი და ფორ­მა­ლუ­რი ჭე­შა­რი­ტე­ბის დად­გე­ნით, რო­მე­ლიც არის გა­რან­ტი სრულ­ყო­ფი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ობიქ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის" - აცხა­დებს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან - არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ზ.ხ., და ა.ქ,

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
1

თავის თავზე იღებენ რომ დანარჩენები გათავისუფლდნენ 

hm
2

არ გაიხარეთ! ვინც სხვას მოკლავს ან ზიანს აყენებს არ გაიხარეთ!

ეს რა ან გელოზი ბავშვი მოკალით თქვე გველის წიწილებო

!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გიორგი შაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ორმა არასრულწოვნმა ძალადობა აღიარა" - საქმის რა ახალ გარემოებებზე ჰყვება ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ორმა  არასრულწოვნმა ძალადობა აღიარა" - საქმის რა ახალ გარემოებებზე ჰყვება ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და მასში მონაწილეობაში მსჯავრდებული არასრუწლოვნებიდან ორმა პირმა - გიორგი მერებაშვილმა და ლაშა შერმადინმა ძალადობა აღიარეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ფიგურანტებმა მათსავე სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მცხეთის მაგისტრალზე, როცა იქ "მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მსჯავრდებულები მივიდნენ, შერმადინმა და მერაბიშვილმა ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა.

სწორედ აღნიშნული ჩვენებიდან და საქმეში არსებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯვარდებულები პირების ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს გიორგი მერაბიშვილი და ლაშა შერმადინი, რის შემდეგაც მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათი მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც მამულაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სათათბიროდ გავიდა.

"ცალკე გამოყოფილ საქმეზე მსჯავრდებულებმა - ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა დაახლოებით, 10 დღის წინ, სასამართლოში განცხადება გააკეთეს, რომ გიორგი შაქარაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათ განახორციელეს ძალადობა. მათივე ჩვენებით, "ქემრის“ წასვლის შემდეგ, მათ ფერად შენობასთან გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი დაინახეს. ამის შემდეგ, მოხდა ნებართვების დაშვება, რომ მსჯავრდებულები გამოგვეკითხა, მათი გამოკითხვა მოხდა და ამ ინფორმაციის გამოკითხვის ოქმში ასახვა. დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ ეს პირები მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოწოდებული ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ეხება, მათ შორის, თუ რა ვითარებაში მიიღო ის შაქარაშვილმა. სასამართლო სათათბიროდ გავიდა, ასევე იმსჯელა იმ თარიღებზე, თუ როდის შეიძლება დაიკითხონ მერაბიშვილი და შერმადინი.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მათ იძალადეს შაქარაშვილზე და ის დაზიანებები, რომელიც გარდაცვალებამდე ჰქონდა მას მიღებული, შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პირთა მოქმედებების შედეგად. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ამ 5 მსჯავრდებულის მიერ არ განხორციელებულა ძალადობა. მიუხედავად ახალი ინფორაციისაა, აღნიშული გარემოება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხს არ გვაძლევს, თუმცა პასუხს გვაძლევს შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესაძლო მიზეზებზე. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფრმაციით დგინდება, რომ როდესაც "მერსედესი“ მივიდა მცხეთაში, იმ მომენტში, მერაბიშვილი და შერმადინი ფეხით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაახლოებით - 2 წუთის განმავლობაში ჰქონდათ ხელჩართული მოქმედებები შაქარაშვილთან. ამბობენ, რომ ამ მომენტში ძალადობა მათ განახორციელეს, სხვაზე არ მიუთითებენ, ამ ეტაპზე ჯერი სასამართლოზეა და 16 მაისს გახდება ცნობილი, რამდენად არის დაინტერესებული სააპელაციო სასამართლო საქმეზე ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშარიტების დადგენით, რომელიც არის გარანტი სრულყოფილი, სამართლიანი და ობიქტური მართლმსაჯულების" - აცხადებს მამულაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე მსჯავრდებულები არიან - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ., და ა.ქ,