ავტორი:

"ლავროვისნაირმა გამოცდილმა დიპლომატმა კი უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, ასეთ რამეზე ლაპარაკი ძალიან საშაროა, მაშ რატომ წამოროშა მაინც? სამი შესაძლო მიზეზი... " - რას წერს თორნიკე შარაშენიძე

"ლავროვისნაირმა გამოცდილმა დიპლომატმა კი უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, ასეთ რამეზე ლაპარაკი ძალიან საშაროა, მაშ რატომ წამოროშა მაინც? სამი შესაძლო მიზეზი... " - რას წერს თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლითაც მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელნკი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლავროვის ამგვარი " სკანდალური და სულელური" განცხადება სამი მიზეზით შეიძლება აიხსნას.

"ლავროვის სკანდალური (და სულელური) განცხადება ბევრი რამის გამოა საინტერესო. ჰიტლერს რომ ებრაული სისხლი ერია ამას თავადაც ჰიტლერი ეჭვობდა და ამის გამო იყო, რომ არ უნდოდა შვილი ჰყოლოდა. მაგრამ ლავროვისნაირმა გამოცდილმა დიპლომატმა კი უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, ასეთ კონტექსტში, ასეთ რამეზე ლაპარაკი ძალიან საშაროა და შეიძლება ცუდად დასრულდეს. მაშ რატომ წამოროშა მაინც? სამი შესაძლო მიზეზი (და ჩემი აზრით, სამივემ ერთად ითამაშა თავისი როლი):

  • ბოლო პერიოდში რუსეთი გათამამდა და მისი მთავრობის წევრები სულ უფრო ხშირად (განგებ) აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს რომლებიც დასავლეთისთვის გამაღიზიანებელი იყო.
  • ლავროვი დაიღალა და ამ ომმაც (რომელიც მისმა უფროსმა მისი აზრის გაუთვალისწინებლად წამოიწყო) მას თავისი ხელი დაატყო.
  • ლავროვს ხელი აქვს ჩაქნეული დასავლეთთან (და მის მოკავშირე ისრაელთან) ურთიერთობების გამოსწორებაზე და დიდად აღარ არჩევს სიტყვებს. ასეა თუ ისე, აწი ისრაელი უკრაინას უფრო აქტიურად დაეხმარება. " - წერს ექსპერტი "ფესბუქში"

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

"ის იგონებს არგუმენტებს: როგორი დენაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან... შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს." - თქვა ლავროვმა.

ასევე იხილეთ: