ავტორი:

"გრძელდება ძლიერი შტურმი "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა მოვიგერიოთ ეს შტურმი" - "აზოვის“ მეთაურის მოადგილე

"გრძელდება ძლიერი შტურმი "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა მოვიგერიოთ ეს შტურმი" - "აზოვის“ მეთაურის მოადგილე

ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას მარიუპოლში "აზოვსტალზე“, ქვემეხებისა და საზღვაო არტილერიის გამოყენებით, ზედმეტად მძიმე საჰაერო ბომბების ჩამოყრით. რუსული ძალები კატერების დახმარებით დესანტის გადასხმასაც ცდილობენ. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალარმა განაცხადა.

მისი თქმით, "აზოვსტალზე“ დამპყრობლების მოქმედებების შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, დაახლოებით ათმა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

"ამ წუთის მდგომარეობით გრძელდება ძლიერი შტურმი "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჯავშანმანქანების, ტანკების დახმარებით. ცდილობენ დესანტის გადმოსხმას კატერების დახმარებით და დიდი რაოდენობის ქვეითებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა მოვიგერიოთ ეს შტურმი, მაგრამ მოვუწოდებთ მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ გადასაყვანად ზაპოროჟიესა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მარიუპოლი უკრაინაა“,- განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა.