საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება ცოდვების ჩამოსარეცხადაც" - გოცირიძე
"მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება ცოდვების ჩამოსარეცხადაც" - გოცირიძე

უნდა მო­ვუ­წო­დო ბა­ტონ გა­ხა­რი­ას, ერთი ხმა გვაკ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შე­საქ­მნე­ლად, თავი რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად მო­აქვს ამ პარ­ტი­ას - კე­თი­ლი ინე­ბოს და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას შე­უ­წყოს ხელი, წა­ად­გე­ბა მას, ცოდ­ვე­ბის ჩა­მო­სა­რე­ცხა­დაც, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­საყ­ვა­ნად ყვე­ლა ბერ­კე­ტი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო ბერ­კე­ტე­ბი, აქ­ცი­ე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი რომ არ იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, ამი­ტომ გა­აგ­დეს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე პარ­ლა­მენ­ტი­დან და ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა­ტომ არ ქმნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­სო. უნდა მო­ვუ­წო­დო ბა­ტონ გა­ხა­რი­ას, ერთი ხმა არის სა­ჭი­რო, თავი რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად მო­აქვს ამ პარ­ტი­ას, რა ჭირს, სი­მარ­თლის დად­გე­ნას შე­უ­წყოს ხელი, ხომ არ მივ­მარ­თავთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე პე­ტი­ცი­ას მო­ა­წე­რონ ხელი.

49 ხელ­მომ­წე­რია, ერთი ხმა გვაკ­ლია, ფორ­მა­ლუ­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ­სე­ბო­ბენ პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, კე­თი­ლი ინე­ბოს და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას შე­უ­წყოს ხელი. წა­ად­გე­ბა მას, ცოდ­ვე­ბის ჩა­მო­სა­რე­ცხა­დაც. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ბერ­კე­ტი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტიც, აქაც ვიბ­რძო­ლებთ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შე­საქ­მნე­ლად, რათა კი­დევ ერთხელ იქ­ნას მხი­ლე­ბუ­ლი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი.

ისე­ვე რო­გორც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ყვე­ლა ფორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად, აქ­ცი­ე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ყვე­ლა ხერ­ხი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რათა მი­ვაღ­წი­ოთ ერთ პა­ტა­რა მი­ზანს - გა­და­იყ­ვა­ნონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, აქ მისი მკურ­ნა­ლო­ბის შან­სი არ არ­სე­ბობს, რად­გან ეს არ სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
1

სხვებს თავი დაანებე და საკუთარ ცოდვებს მიხედე რაა! გამომივიდა აქ ახალ ,,თემიდას" როლში! დდ

ვაჟა
2

შენ ვის რა უნდა მოუწოდო შე საცოდაოოოოო, 

ავტორი:

"მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება ცოდვების ჩამოსარეცხადაც" - გოცირიძე

"მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება ცოდვების ჩამოსარეცხადაც" - გოცირიძე

უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტები, აქციები და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები რომ არ იქნას გამოძიებული, ამიტომ გააგდეს ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან და ახლა გვეუბნებიან, რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიასო. უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას, რა ჭირს, სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი, ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი.

49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია, ფორმალურად გვეუბნებიან, რომ არსებობენ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები, კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი. წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც. რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, პარლამენტიც, აქაც ვიბრძოლებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რათა კიდევ ერთხელ იქნას მხილებული ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები.

ისევე როგორც გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, აქციები, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, აქ მისი მკურნალობის შანსი არ არსებობს, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.