მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა - ვინ იყო გოგია ჭიჭოშვილი: მიხა ხელაშვილის სისხლის ამღები პოეტის ამბავი
კაცი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა - ვინ იყო გოგია ჭიჭოშვილი: მიხა ხელაშვილის სისხლის ამღები პოეტის ამბავი

"ცოფს ყრი­ან კო­მუ­ნის­ტე­ბი,/ სის­ხლით ვე­ღა­რა ძღე­ბი­ან./ მი­წა­ზე ხალ­ხი გა­წყვი­ტეს,/ ცაში ღმერ­თს ემუქ­რე­ბი­ან/ და მეც ამ სევ­დის ნახ­ვა­ზე გულს ცე­ცხლი წამ­კი­დე­ბია./ ვხე­დავ რომ დღე­ნი სი­ცო­ცხლის უსი­ა­მოვ­ნოდ ქრე­ბი­ან...“ - ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რი ზო­გი­ერ­თის­თვის გმი­რი იყო, ზო­გის­თვის - მკვლე­ლი და ყა­ჩა­ღი, მის ლექ­სებ­სა და ლე­გენ­დად ქცე­ულ ამ­ბებს კი დღე­საც მო­ის­მენთ ფშა­ვის სოფ­ლებ­ში.

ფშა­ვე­ლი მე­ლექ­სე გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლი თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­შო­დან იყო. უმაღ­ლე­სი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­ში მი­ი­ღო, მერე კი მშობ­ლი­ურ რა­ი­ონს და­უბ­რუნ­და და რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლა­დაც იმუ­შა­ვა. 1939 წელს ჯარ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ უარი თქვა, - ამ ომში წამ­სვლე­ლი არ ვარ, ეს რუ­სე­ბის დამ­პყრობ­ლუ­რი ომია თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო, - და ტყე­ში, ყა­ჩა­ღად გა­ვარ­და. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე­რი­ცხო­ვან რაზმთან ერ­თად გო­გი­ამ კო­მუ­ნის­ტებს მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა. იგი 1948 წელს ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 29 წლი­სა, ღა­ლა­ტით მოკ­ლეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გო­გია თი­ა­ნე­თის მი­ლი­ცი­ის ეზო­ში და­ა­მარ­ხი­ნა პა­ტიმ­რებს, ისე, რომ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არა­ვის სცოდ­ნო­და და მისი ხსოვ­ნაც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ეკ­ლათ, მო­ეს­პოთ.

თი­ა­ნე­თის სოფ­ლებ­ში ბევ­რს მო­უს­მე­ნია ჩონ­გურ­ზე დამ­ღე­რე­ბუ­ლი ლექ­სი:

"ილ­ტოვ, ცრემ­ლე­ბად ნა­დე­ნო,/ სად­რა-რა მი­იჩ­ქა­რია,/ თუ ბარი მოგ­წონ, ტი­ა­ლო,/ მთე­ბიც ხო შენი მხა­რია./ წა­ი­ღე ჩვე­ნი ამ­ბა­ვი,/ ალ­ხა­ზოვს ჩა­უ­ტა­ნია,/ აჰ­ყა­როს შავი რაზ­მე­ბი,/ ჭუ­ლა­ხევს მე­ო­მა­რია./ აქით არა­ვინ წა­ვი­დეს/ ამ ამ­ბის ჩა­მამ­ტა­ნია...“, რომ­ლის ავ­ტო­რად ხალ­ხი გო­გია ჭი­ჭოშ­ვილს ასა­ხე­ლებ­და და კარგ და შე­უ­პო­ვარ ვაჟ­კა­ცად, ლა­მა­ზი ლექ­სე­ბის ავ­ტო­რად და ნი­ჭი­ერ მხატ­ვრად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­გი­ას სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბას 1941 წლი­დან კრძა­ლავ­და, მის ლექ­სებ­ზე შექ­მნილ სიმ­ღე­რებს მა­ინც მღე­როდ­ნენ ქორ­წი­ლებ­ში, დღე­ო­ბებ­ში, სხვა­დას­ხვა თავ­ყრი­ლო­ბა­ზე: "ჭი­ჭოშ­ვილ გო­გი­აი ვარ,/ სო­ფელ ლი­შო­ში მდგა­რია,/ ძმა-ბი­ჭის მო­სიყ­ვა­რუ­ლე,/ მე­ზობ­ლის უწყი­ნა­რია,/ გვერ­დით მყავს ბა­რის ლო­მე­ბი,/ დის­წუ­ლი-დე­დიძ­მა­ნია,/ მე­ო­თხე გვტა­ნავ თო­მაი,/ ქორ-შე­ვარ­დე­ნი ჩქა­რია,/ მი­ზან­ში სწო­რად მსრო­ლე­ლი,/ ბი­ჭია ნაფ­რონ­ტა­ლია...“

ლექ­სე­ბი­დან და ხალ­ხუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ მისი რაზ­მის წევ­რე­ბი არი­ან: თომა - გო­გი­ას ბი­ძაშ­ვი­ლი, ივ­რის­ხე­ო­ბე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში "ნაფ­რონ­ტა­ლი“ ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლი ჩა­მო­ვი­და ლი­შო­ში; დე­დის ძმა ტო­ტი­კო უნაფ­ქოშ­ვი­ლი, ნა­საბ­ჭოს­თავ­მჯდო­მა­რე­ვი მო­ხუ­ცი კაცი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან და ახალ­გაზ­რდა დის­შვი­ლი მიტო, პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან. რო­გორც ჩანს, ჭი­ჭოშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის რაზმში სხვა­დას­ხვა დროს ყო­ფი­ლან ივ­რის­ხე­ო­ბე­ლი ფშა­ვე­ლი პავ­ლე თუ­შიშ­ვი­ლი, ხევ­სუ­რი სან­დრო ჩა­ჩა­უ­რაშ­ვი­ლი და ვინ­მე იუ­და­ის შვი­ლი, ლა­ფან­ყუ­რე­ლი ფშა­ვე­ლი. პირ­ვე­ლი მა­ლე­ვე მო­უკ­ლავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მე­ო­რე - მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­სა­მე კი - ან ჩა­მო­შორ­და რაზმს, ან მოკ­ლეს.

  • გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლი - გმი­რი, მკვლე­ლი თუ ყა­ჩა­ღი

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბა, თურ­მე, გო­გი­ას რაზმმა და მხო­ლოდ მე­ა­თე წელს მო­ა­ხერ­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი გა­ნად­გუ­რე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ოთხე­უ­ლი ხში­რად იც­ვლი­და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას: ხან ივ­რის ხე­ო­ბა­ში იყო, ხან ილ­ტოს, არაგ­ვის და ლო­პო­ტის, ხან ალაზ­ნის ველ­ზე და ფშა­ვი­სა და თუ­შე­თის მთებ­ში, პან­კი­სიც მო­უვ­ლია, ში­რა­ქიც, ჭარ-ბე­ლა­ქა­ნიც და და­ღეს­ტა­ნიც. რო­გორც ჩანს, თა­ნამ­გრძნო­ბი და სან­დო ხალ­ხი ყველ­გან ჰყავ­და, თო­რემ ამ­დენ ხანს ვე­რაფ­რით გაძ­ლებ­და. ამ­ბო­ბენ, გო­გი­ას თა­ვი­სი აგენ­ტუ­რა შინ­სა­ხკო­მის ად­გი­ლობ­რივ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­შიც კი ჰყავ­დაო.

გო­გი­ას რაზ­მის წევ­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ფერს უშა­ვებ­დნენ. თუ ვინ­მეს კლავ­დნენ, მხო­ლოდ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მე­ბის დევ­ნის დროს. შე­ტა­კე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში ხდე­ბო­და. უბ­რა­ლო ხალ­ხს უყ­ვარ­და გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლი - თავ­შე­სა­ფარს სთა­ვა­ზობ­და, სურ­სათ-სა­ნო­ვა­გეს უგ­ზავ­ნი­და და მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხე­ბაც ატყო­ბი­ნებ­და.

მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი

თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უფ­როს ლა­ცა­ბი­ძეს მისი შე­პყრო­ბა რომ გა­ნუზ­რა­ხავს, გო­გი­ას ლექ­სი გა­უგ­ზავ­ნია მის­თვის: "თი­ა­ნეთს, ლა­ცა­ბი­ძეო,/ მარ­ჯვე­ნამც დაგ­მი­წე­ბია,/ ლი­შო­ში ჩემი და­ჭე­რა/ ტყუ­ი­ლად და­გიკ­ვე­ხია./ ვი­საც ჩემ სიკ­ვდილს ავა­ლებ,/ ჩემი ძმე­ბი და დე­ბია,/ მოვ­ლენ და მა­მა­ხა­რე­ბენ,/ რა­საც შენ შაგ­პირ­დე­ბი­ან“.

თუმ­ცა, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გო­გი­ას მას­პინ­ძლებ­ში მა­ინც იპო­ვა მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი. ილ­ტოს ხე­ო­ბის სო­ფელ ჭარ­თა­ლა­ში სწო­რედ მო­ღა­ლა­ტე­ებს და­ა­ხო­ცი­ნეს პუ­რის­ჭა­მა­ზე მსხდო­მი გო­გია და თომა, თა­ნაც ისე მო­ა­წყვეს, თით­ქოს ერ­თმა­ნე­თი შე­მო­აკ­ვდათ! ამის ამ­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე, ერ­წოს სო­ფელ მაგ­რა­ნეთ­ში, ასე­ვე, ვე­რა­გუ­ლად გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს მიტო და ტო­ტი­კო.

გო­გი­ას რაზ­მი შინ არას­დროს მი­ვარ­დნია ვინ­მეს, შინ­სა­ხკო­მე­ლებ­საც კი. გო­გია ყო­ველ­თვის ელო­დე­ბო­და ამა თუ იმ კა­ცის გა­რეთ გა­მოს­ვლას, ან­გა­რი­ში რომ გა­ეს­წო­რე­ბი­ნა. გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს კი იკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა პრე­სა­ში. პირ­ვე­ლად მის შე­სა­ხებ თა­მა­მად ედი­შერ გი­ორ­გა­ძემ და­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ გო­გი­ამ აიღო მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის სის­ხლი - მი­ხას მკვლე­ლო­ბი­დან 24 წლის შემ­დეგ მისი მკვლე­ლი ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლა.

ხე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბი პირ­ველ რიგ­ში მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ: ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ლე­ვან გარ­სე­ვა­ნაშ­ვი­ლი და ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლი

გო­გია კარ­გა ხანს ცდი­ლობ­და, თურ­მე, ლუ­კას ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ბო­ლოს ში­რაქ­ში, ტა­რი­ბა­ნა­ში ყოფ­ნი­სას წა­ა­წყდა. მწე­რა­ლი და მეც­ნი­ე­რი ტრის­ტან მა­ხა­უ­რი იხ­სე­ნებ­და, გო­გია იმ­ხა­ნად ში­რაქს აფა­რებ­და თავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს გა­ი­გო და მწყემ­სე­ბი შე­ა­ი­ა­რა­ღა. ჯილ­დო­საც კი დაჰ­პირ­და მისი სიკ­ვდი­ლის­თვის. ში­რაქ­ში გაჩ­ნდა ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლიც, - იმე­დოვ­ნებ­და, ხე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან წლე­ბის შემ­დეგ ჭი­ჭოშ­ვილ­საც მო­უ­ღებ­და ბო­ლოს, მაგ­რამ მე­გო­ბარ მწყემ­სებს უკვე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ გო­გია. ისიც მარ­ცვა­ლაშ­ვილს გზა­ზე ჩა­უ­საფ­რდა და მი­ახ­ლო­ე­ბულს გად­მო­უხ­ტა, - შენ მო­კა­ლი ხე­ლაშ­ვი­ლიო? იმა­ნაც უნებ­ლი­ეთ და­უ­დას­ტუ­რა და თოფ­საც წა­ე­ტა­ნა, მაგ­რამ გო­გი­ამ და­ას­წრო და სული გა­აფრ­თხო­ბი­ნა. მერე მწყემ­სე­ბის ბი­ნა­ში ჩა­ვი­და და უთხრა, - ტყე­ში ღორი მოვ­კა­ლი, წა­დით და გა­ათ­რი­ე­თო.

  • გო­გი­ას გზა - ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი

წლე­ბის წინ მწე­რალ­მა ვა­ლე­რი­ან ჩე­კუ­რიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­თხრო­ბა ქის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­დაც ასე­თი ეპი­ზო­დი ჩარ­თო: გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლი შე­ვი­და ახ­მე­ტის სა­სა­დი­ლო­ში, სა­დაც ის­ხდნენ მუ­სი­კო­სე­ბი და დამ­კვრე­ლე­ბი. გო­გი­ამ ჰკი­თხა, აბა, თუ იცით ჭი­ჭოშ­ვი­ლის რო­მე­ლი­მე ამ­ღე­რე­ბუ­ლი ლექ­სიო? ამათ უთხრეს, რო­გორ არაო. მი­ა­წო­და ფული გო­გი­ამ, აბა, ეს ლექ­სი იმ­ღე­რე­თო. და­ი­წყეს სიმ­ღე­რა და ამ დროს შე­ვი­და სა­სა­დი­ლო­ში ახ­მე­ტის შინ­სა­ხკო­მის უფ­რო­სი რუ­ბენ ალ­ხა­ზო­ვი, მო­ის­მი­ნა სიმ­ღე­რა და მე­გარ­მო­ნე­ე­ბი გა­ა­ჩუ­მა, რას მღე­რი­თო? - რა ვიცი, უფ­რო­სო, შეგ­ვიკ­ვე­თე­სო. გო­გი­ამ და მის­მა მე­გობ­რებ­მა და­უ­ძა­ხეს, - მწყემ­სე­ბი ვართ, დაღ­ლი­ლე­ბი შე­მო­ვე­დით, სიმ­ღე­რის მოს­მე­ნა გვინ­დო­და და, რა მოხ­დე­ბა, და­ამ­თავ­რე­ბი­ნე­თო. - თქვენ­ცა მყევ­ხართ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლე­ბიო, - მი­უ­გო, თურ­მე, ალ­ხა­ზოვ­მა. ცოტა ხან­ში სა­სა­დი­ლოს ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­უხ­მია ალ­ხა­ზო­ვი და რა­ღაც უჩურ­ჩუ­ლია. გო­გია და მისი მე­გობ­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ვი­ღა­ცამ იცნო, სა­შიშ­რო­ე­ბა იგ­რძნეს და მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ე­ცალ­ნენ იქა­უ­რო­ბას. გო­გია ხში­რად ჩნდე­ბო­და ნიღ­ბით შუ­ა­გულ ახ­მე­ტა­ში, თი­ა­ნეთ­ში, დუ­შეთ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში. არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მე­ბი, რო­დე­საც ერთხელ ერთ ოჯახ­ში სტუმ­რად მყოფ მის რაზმს პარ­ტი­ზა­ნებ­მა ალყა შე­მო­არ­ტყეს და ბრძო­ლა გა­უ­მარ­თეს, გო­გი­ამ გა­და­იც­ვა ქა­ლის ტან­საც­მე­ლი, მო­ი­ბუ­რა თავ­შლით, აიღო პა­ტა­რა კუნ­ძი, ჩვრებ­ში გა­ახ­ვია და "ნანა, შვი­ლო­თი“ გა­მო­ვი­და გა­რეთ. - უი, ქალს არ ეს­რო­ლო­თო, - და­უ­წყი­ათ პარ­ტი­ზა­ნებს, ამა­სო­ბა­ში გო­გია მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლე­ბით სამ­შვი­დო­ბოს გა­ვი­და და თა­ვიც გა­და­ირ­ჩი­ნა.

ერთხელ პო­ეტ­მა ერეკ­ლე საღ­ლი­ან­მა მი­ამ­ბო:

- ბოლ­შე­ვი­კებ­მა ადა­მი­ანს არ­ჩე­ვა­ნი არ და­უ­ტო­ვეს: ან უნდა შეჰ­გუ­ე­ბო­და იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, ქედი მო­ე­ხა­რა ყვე­ლაფ­რის წი­ნა­შე, ან რა­ღაც ფორ­მით გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა. გა­მო­ხატ­ვის მრა­ვა­ლი გზა არ­სე­ბობ­და და ერთ-ერთი იყო გო­გი­ას გზა - და­პი­რის­პი­რე­ბა ვე­ე­ბერ­თე­ლა თვით­მპყრობ­ლურ აპა­რატ­თან. მარ­ტო კაცი იბ­რძო­და და მისი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღე ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი იყო. არ­სე­ნა ოძე­ლაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი ხომ გახ­სოვთ? – "7 წელი ყა­ჩა­ღად ვარ, კა­ცის ცოდ­ვა არ მა­ძევ­სო“, - გო­გი­ას ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მი­ე­ცა. გა­რე­მო არ აძ­ლევ­და სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუნ­დაც დიდი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი რო­გორ მოკ­ლეს! კავ­კა­სი­უ­რი ეთი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი კაცი, მტე­რიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასე ვერ მოკ­ლავ­და. სტუმ­რად მყოფ, შენ­თან ერ­თად ნა­ქე­ი­ფარ მძი­ნა­რე კაცს რომ ტყვი­ას და­ახ­ლი, აი ეგ არის ჩვენ­თვის სიკ­ვდი­ლი და არა ის, რომ ვი­ღაც ვი­ღა­ცის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს. გო­გია ჭი­ჭოშ­ვილ­მაც აღას­რუ­ლა ის, რაც უნდა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს კაცი იყო მახ­ვი­ლი მე­სი­ი­სა, უფ­ლის­გან ამ ქვე­ყა­ნა­ზე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. რა თქმა უნდა, უფალს ბო­ლომ­დე უნდა მი­ვენ­დოთ, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის გარ­ყვნა და გახ­რწნა სწრა­ფად ხდე­ბა, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ აღარ გაქვს, ხან­და­ხან ცოდ­ვაც კი უნდა იტ­ვირ­თო: "სის­ხლი, სის­ხლი და სი­ა­ვე!/ - დრო არის აჩ­ქა­რე­ბი­სა!“, - უთ­ქვამს გო­გი­ას. მეც მი­მაჩ­ნია, ამ დროს ცოდ­ვის აღე­ბა უფრო დიდი ვაჟ­კა­ცო­ბაა, უფ­ლის წი­ნა­შე ნაკ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლია, ვიდ­რე - შე­გუ­ე­ბა იმ უზ­ნე­ო­ბას­თან, ამ კა­ცის ირ­გვლივ რომ მძვინ­ვა­რებ­და. დღეს ვინ­მემ, პარ­კე­ტის სუ­ნით გა­ჯე­რე­ბულ­მა მე­ლექ­სემ რომ თქვას, "მე ჭი­ჭოშ­ვი­ლი როდი ვარ, შვი­ლი ვარ მყინ­ვა­რე­ბი­საო“, - სი­ცი­ლით მოკ­ვდე­ბი, იმი­ტომ, რომ სი­ტყვებს მიღ­მა უკვე იქ­ნე­ბა ის კაცი, რო­მელ­საც ხე­ი­რი­ა­ნად მთაც კი არ უნა­ხავს. გო­გი­ამ ღია ცის ქვეშ გა­ა­ტა­რა ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი, იცო­და, რა იყო მთე­ბის შვი­ლო­ბა, კა­ცო­ბა, ყო­ვე­ლი გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის ფასი: "ბევრ თქვენ­განს ავა­ლო­კი­ნებ ჩემი "ტუ­რენცკის“ ტყვი­ა­საო“. პირ­და­პი­რი კაცი იყო, ღიად, და­უ­ფა­რა­ვად უპი­რის­პირ­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. გარ­კვე­ულ­წი­ლად, დიდი ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის სუ­ლი­ერ მემ­კვიდ­რე­დაც მე­სა­ხე­ბა გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლი, იმი­ტომ, რომ ყაზ­ბე­გიც მარ­ტო იყო იმ ბრძო­ლა­ში. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ყაზ­ბე­გი კალ­მით იბ­რძო­და, ეს - ია­რა­ღით... გო­გია ჭი­ჭოშ­ვი­ლის სა­ხე­ლის წარ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, რად­გან მჯე­რა, სწო­რედ მის­მა და მის­ნა­ი­რე­ბის ეთი­კამ უნდა იხ­სნას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ჩვენ რომ იმ სუ­ლის მა­ტა­რებ­ლე­ბი ვი­ყოთ, გო­გი­ას რომ ჰქონ­და, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვექ­ნე­ბა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალე
0

გოგია და მისი რაზმის წევრები ერთი პერიოდი არტან -ქუშხევის ტყეში ემალებოდა მილიციას,მამა პატარა იყო.10 - 11წლის,საჭმელს უზიდავდა ტყეში შეხიზნულებს,როცა გოგია მოწამლეს,მჟავე რძე მიჰქონდა და მოწამლული სვამდა.ასე გამოჯამრთელდა ჭიჭოშვილი

Გოგია
1

Მეც მაქვს მოსმენილი ერთი ამბავი ჭიჩოშვილზე. Ესეიგი სასადილოში შესულა და როცა დანაყრდა ოფიციანტი იქნებოდა თუ სასადილოს გამგე დაუძახია, თუმნიანს მაგიდაზე გიტოვებო Და წასულა. Მისულა სასადილოს გამგე ფულის ასაღებად და ხედავს მართლაც დევს თუმნიანი. Უნდა აიღოს და ვერ აიღო.

Ამ ჩვენ გოგიას ისე დაუხატია მაგიდაზე თუმნიანი თურმე რომ ნამდვილისგან ვერ გაარჩევდიო😀

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კაცი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა - ვინ იყო გოგია ჭიჭოშვილი: მიხა ხელაშვილის სისხლის ამღები პოეტის ამბავი

კაცი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა - ვინ იყო გოგია ჭიჭოშვილი: მიხა ხელაშვილის სისხლის ამღები პოეტის ამბავი

"ცოფს ყრიან კომუნისტები,/ სისხლით ვეღარა ძღებიან./ მიწაზე ხალხი გაწყვიტეს,/ ცაში ღმერთს ემუქრებიან/ და მეც ამ სევდის ნახვაზე გულს ცეცხლი წამკიდებია./ ვხედავ რომ დღენი სიცოცხლის უსიამოვნოდ ქრებიან...“ - ამ სტრიქონების ავტორი ზოგიერთისთვის გმირი იყო, ზოგისთვის - მკვლელი და ყაჩაღი, მის ლექსებსა და ლეგენდად ქცეულ ამბებს კი დღესაც მოისმენთ ფშავის სოფლებში.

ფშაველი მელექსე გოგია ჭიჭოშვილი თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოდან იყო. უმაღლესი პედაგოგიური განათლება თბილისში მიიღო, მერე კი მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლადაც იმუშავა. 1939 წელს ჯარში გამოიძახეს, მაგრამ უარი თქვა, - ამ ომში წამსვლელი არ ვარ, ეს რუსების დამპყრობლური ომია თავისუფალი ხალხების წინააღმდეგო, - და ტყეში, ყაჩაღად გავარდა. 10 წლის განმავლობაში მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გოგიამ კომუნისტებს მოსვენება დაუკარგა. იგი 1948 წელს ძალიან ახალგაზრდა, 29 წლისა, ღალატით მოკლეს.

ხელისუფლებამ გოგია თიანეთის მილიციის ეზოში დაამარხინა პატიმრებს, ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი არავის სცოდნოდა და მისი ხსოვნაც საბოლოოდ ჩაეკლათ, მოესპოთ.

თიანეთის სოფლებში ბევრს მოუსმენია ჩონგურზე დამღერებული ლექსი:

"ილტოვ, ცრემლებად ნადენო,/ სადრა-რა მიიჩქარია,/ თუ ბარი მოგწონ, ტიალო,/ მთებიც ხო შენი მხარია./ წაიღე ჩვენი ამბავი,/ ალხაზოვს ჩაუტანია,/ აჰყაროს შავი რაზმები,/ ჭულახევს მეომარია./ აქით არავინ წავიდეს/ ამ ამბის ჩამამტანია...“, რომლის ავტორად ხალხი გოგია ჭიჭოშვილს ასახელებდა და კარგ და შეუპოვარ ვაჟკაცად, ლამაზი ლექსების ავტორად და ნიჭიერ მხატვრად მოიხსენიებდა.

გოგია ჭიჭოშვილი

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება გოგიას სახელის ხსენებას 1941 წლიდან კრძალავდა, მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მაინც მღეროდნენ ქორწილებში, დღეობებში, სხვადასხვა თავყრილობაზე: "ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ,/ სოფელ ლიშოში მდგარია,/ ძმა-ბიჭის მოსიყვარულე,/ მეზობლის უწყინარია,/ გვერდით მყავს ბარის ლომები,/ დისწული-დედიძმანია,/ მეოთხე გვტანავ თომაი,/ ქორ-შევარდენი ჩქარია,/ მიზანში სწორად მსროლელი,/ ბიჭია ნაფრონტალია...“

ლექსებიდან და ხალხური წყაროებიდან ირკვევა, რომ მისი რაზმის წევრები არიან: თომა - გოგიას ბიძაშვილი, ივრისხეობელი გერმანიაში "ნაფრონტალი“ ახალგაზრდა, რომელიც დაჭრილი ჩამოვიდა ლიშოში; დედის ძმა ტოტიკო უნაფქოშვილი, ნასაბჭოსთავმჯდომარევი მოხუცი კაცი საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან და ახალგაზრდა დისშვილი მიტო, პატარძეულიდან. როგორც ჩანს, ჭიჭოშვილის წინააღმდეგობის რაზმში სხვადასხვა დროს ყოფილან ივრისხეობელი ფშაველი პავლე თუშიშვილი, ხევსური სანდრო ჩაჩაურაშვილი და ვინმე იუდაის შვილი, ლაფანყურელი ფშაველი. პირველი მალევე მოუკლავს ხელისუფლებას, მეორე - მოგვიანებით, მესამე კი - ან ჩამოშორდა რაზმს, ან მოკლეს.

  • გოგია ჭიჭოშვილი - გმირი, მკვლელი თუ ყაჩაღი

10 წლის განმავლობაში იარსება, თურმე, გოგიას რაზმმა და მხოლოდ მეათე წელს მოახერხა ხელისუფლებამ მისი განადგურება. ცნობილია, რომ ოთხეული ხშირად იცვლიდა ადგილმდებარეობას: ხან ივრის ხეობაში იყო, ხან ილტოს, არაგვის და ლოპოტის, ხან ალაზნის ველზე და ფშავისა და თუშეთის მთებში, პანკისიც მოუვლია, შირაქიც, ჭარ-ბელაქანიც და დაღესტანიც. როგორც ჩანს, თანამგრძნობი და სანდო ხალხი ყველგან ჰყავდა, თორემ ამდენ ხანს ვერაფრით გაძლებდა. ამბობენ, გოგიას თავისი აგენტურა შინსახკომის ადგილობრივ განყოფილებებშიც კი ჰყავდაო.

გოგიას რაზმის წევრები ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ და მოსახლეობას არაფერს უშავებდნენ. თუ ვინმეს კლავდნენ, მხოლოდ პარტიზანული რაზმების დევნის დროს. შეტაკებები, ძირითადად, თიანეთის რაიონში ხდებოდა. უბრალო ხალხს უყვარდა გოგია ჭიჭოშვილი - თავშესაფარს სთავაზობდა, სურსათ-სანოვაგეს უგზავნიდა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც ატყობინებდა.

მიხა ხელაშვილი

თიანეთის რაიონის მილიციის უფროს ლაცაბიძეს მისი შეპყრობა რომ განუზრახავს, გოგიას ლექსი გაუგზავნია მისთვის: "თიანეთს, ლაცაბიძეო,/ მარჯვენამც დაგმიწებია,/ ლიშოში ჩემი დაჭერა/ ტყუილად დაგიკვეხია./ ვისაც ჩემ სიკვდილს ავალებ,/ ჩემი ძმები და დებია,/ მოვლენ და მამახარებენ,/ რასაც შენ შაგპირდებიან“.

თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ხელისუფლებამ გოგიას მასპინძლებში მაინც იპოვა მოღალატეები. ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში სწორედ მოღალატეებს დაახოცინეს პურისჭამაზე მსხდომი გოგია და თომა, თანაც ისე მოაწყვეს, თითქოს ერთმანეთი შემოაკვდათ! ამის ამბის შემდეგ, მალევე, ერწოს სოფელ მაგრანეთში, ასევე, ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს მიტო და ტოტიკო.

გოგიას რაზმი შინ არასდროს მივარდნია ვინმეს, შინსახკომელებსაც კი. გოგია ყოველთვის ელოდებოდა ამა თუ იმ კაცის გარეთ გამოსვლას, ანგარიში რომ გაესწორებინა. გოგია ჭიჭოშვილის სახელის ხსენება კომუნისტების დროს კი იკრძალებოდა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რამდენჯერმე გამოჩნდა პრესაში. პირველად მის შესახებ თამამად ედიშერ გიორგაძემ დაწერა და აღნიშნა, რომ სწორედ გოგიამ აიღო მიხა ხელაშვილის სისხლი - მიხას მკვლელობიდან 24 წლის შემდეგ მისი მკვლელი ლუკა მარცვალაშვილი მოკლა.

ხელაშვილის მკვლელები პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანაშვილი და ლუკა მარცვალაშვილი

გოგია კარგა ხანს ცდილობდა, თურმე, ლუკას ხელში ჩაგდებას. ბოლოს შირაქში, ტარიბანაში ყოფნისას წააწყდა. მწერალი და მეცნიერი ტრისტან მახაური იხსენებდა, გოგია იმხანად შირაქს აფარებდა თავს. ხელისუფლებამ ეს გაიგო და მწყემსები შეაიარაღა. ჯილდოსაც კი დაჰპირდა მისი სიკვდილისთვის. შირაქში გაჩნდა ლუკა მარცვალაშვილიც, - იმედოვნებდა, ხელაშვილის მკვლელობიდან წლების შემდეგ ჭიჭოშვილსაც მოუღებდა ბოლოს, მაგრამ მეგობარ მწყემსებს უკვე გაფრთხილებული ჰყავდათ გოგია. ისიც მარცვალაშვილს გზაზე ჩაუსაფრდა და მიახლოებულს გადმოუხტა, - შენ მოკალი ხელაშვილიო? იმანაც უნებლიეთ დაუდასტურა და თოფსაც წაეტანა, მაგრამ გოგიამ დაასწრო და სული გააფრთხობინა. მერე მწყემსების ბინაში ჩავიდა და უთხრა, - ტყეში ღორი მოვკალი, წადით და გაათრიეთო.

  • გოგიას გზა - ბეწვის ხიდზე სიარული

წლების წინ მწერალმა ვალერიან ჩეკურიშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა ქისტების ცხოვრებაზე, სადაც ასეთი ეპიზოდი ჩართო: გოგია ჭიჭოშვილი შევიდა ახმეტის სასადილოში, სადაც ისხდნენ მუსიკოსები და დამკვრელები. გოგიამ ჰკითხა, აბა, თუ იცით ჭიჭოშვილის რომელიმე ამღერებული ლექსიო? ამათ უთხრეს, როგორ არაო. მიაწოდა ფული გოგიამ, აბა, ეს ლექსი იმღერეთო. დაიწყეს სიმღერა და ამ დროს შევიდა სასადილოში ახმეტის შინსახკომის უფროსი რუბენ ალხაზოვი, მოისმინა სიმღერა და მეგარმონეები გააჩუმა, რას მღერითო? - რა ვიცი, უფროსო, შეგვიკვეთესო. გოგიამ და მისმა მეგობრებმა დაუძახეს, - მწყემსები ვართ, დაღლილები შემოვედით, სიმღერის მოსმენა გვინდოდა და, რა მოხდება, დაამთავრებინეთო. - თქვენცა მყევხართ ჩოლოყაშვილებიო, - მიუგო, თურმე, ალხაზოვმა. ცოტა ხანში სასადილოს ერთ-ერთ თანამშრომელს გაუხმია ალხაზოვი და რაღაც უჩურჩულია. გოგია და მისი მეგობრები მიხვდნენ, რომ ვიღაცამ იცნო, საშიშროება იგრძნეს და მშვიდობიანად გაეცალნენ იქაურობას. გოგია ხშირად ჩნდებოდა ნიღბით შუაგულ ახმეტაში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში. არსებობს გადმოცემები, როდესაც ერთხელ ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მის რაზმს პარტიზანებმა ალყა შემოარტყეს და ბრძოლა გაუმართეს, გოგიამ გადაიცვა ქალის ტანსაცმელი, მოიბურა თავშლით, აიღო პატარა კუნძი, ჩვრებში გაახვია და "ნანა, შვილოთი“ გამოვიდა გარეთ. - უი, ქალს არ ესროლოთო, - დაუწყიათ პარტიზანებს, ამასობაში გოგია მიხვეულ-მოხვეულებით სამშვიდობოს გავიდა და თავიც გადაირჩინა.

ერთხელ პოეტმა ერეკლე საღლიანმა მიამბო:

- ბოლშევიკებმა ადამიანს არჩევანი არ დაუტოვეს: ან უნდა შეჰგუებოდა იმ საშინელებას, ქედი მოეხარა ყველაფრის წინაშე, ან რაღაც ფორმით გაეპროტესტებინა. გამოხატვის მრავალი გზა არსებობდა და ერთ-ერთი იყო გოგიას გზა - დაპირისპირება ვეებერთელა თვითმპყრობლურ აპარატთან. მარტო კაცი იბრძოდა და მისი ცხოვრების ყოველი დღე ბეწვის ხიდზე სიარული იყო. არსენა ოძელაშვილის სიტყვები ხომ გახსოვთ? – "7 წელი ყაჩაღად ვარ, კაცის ცოდვა არ მაძევსო“, - გოგიას ამის საშუალებაც არ მიეცა. გარემო არ აძლევდა სხვაგვარად მოქცევის საშუალებას. თუნდაც დიდი მიხა ხელაშვილი როგორ მოკლეს! კავკასიური ეთიკის მატარებელი კაცი, მტერიც რომ ყოფილიყო, ასე ვერ მოკლავდა. სტუმრად მყოფ, შენთან ერთად ნაქეიფარ მძინარე კაცს რომ ტყვიას დაახლი, აი ეგ არის ჩვენთვის სიკვდილი და არა ის, რომ ვიღაც ვიღაცის დავალებას ასრულებს. გოგია ჭიჭოშვილმაც აღასრულა ის, რაც უნდა აღსრულებულიყო. ეს კაცი იყო მახვილი მესიისა, უფლისგან ამ ქვეყანაზე გამოგზავნილი. რა თქმა უნდა, უფალს ბოლომდე უნდა მივენდოთ, მაგრამ როდესაც ადამიანის გარყვნა და გახრწნა სწრაფად ხდება, თვალის დახამხამების საშუალება რომ აღარ გაქვს, ხანდახან ცოდვაც კი უნდა იტვირთო: "სისხლი, სისხლი და სიავე!/ - დრო არის აჩქარებისა!“, - უთქვამს გოგიას. მეც მიმაჩნია, ამ დროს ცოდვის აღება უფრო დიდი ვაჟკაცობაა, უფლის წინაშე ნაკლები დანაშაულია, ვიდრე - შეგუება იმ უზნეობასთან, ამ კაცის ირგვლივ რომ მძვინვარებდა. დღეს ვინმემ, პარკეტის სუნით გაჯერებულმა მელექსემ რომ თქვას, "მე ჭიჭოშვილი როდი ვარ, შვილი ვარ მყინვარებისაო“, - სიცილით მოკვდები, იმიტომ, რომ სიტყვებს მიღმა უკვე იქნება ის კაცი, რომელსაც ხეირიანად მთაც კი არ უნახავს. გოგიამ ღია ცის ქვეშ გაატარა ცხოვრების ნახევარი, იცოდა, რა იყო მთების შვილობა, კაცობა, ყოველი გასროლილი ტყვიის ფასი: "ბევრ თქვენგანს ავალოკინებ ჩემი "ტურენცკის“ ტყვიასაო“. პირდაპირი კაცი იყო, ღიად, დაუფარავად უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. გარკვეულწილად, დიდი ალექსანდრე ყაზბეგის სულიერ მემკვიდრედაც მესახება გოგია ჭიჭოშვილი, იმიტომ, რომ ყაზბეგიც მარტო იყო იმ ბრძოლაში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ყაზბეგი კალმით იბრძოდა, ეს - იარაღით... გოგია ჭიჭოშვილის სახელის წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან მჯერა, სწორედ მისმა და მისნაირების ეთიკამ უნდა იხსნას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ რომ იმ სულის მატარებლები ვიყოთ, გოგიას რომ ჰქონდა, დღეს საქართველოში ეს მდგომარეობა არ გვექნება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე