საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო..." - თემურ ჩხეიძე
"არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო..." - თემურ ჩხეიძე

"მას შემ­დეგ სულ ვფიქ­რობ, ნე­ტა­ვი სად არის ახლა ის კაცი, რომ ვუ­თხრა: "რას ერ­ჩით ამ სა­წყალ უკ­რა­ი­ნე­ლებს, ეს რა ქე­ნით?!"

ის იმ­დე­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლია ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში, რომ მას­ზე კი­დევ ბევ­რი ით­ქმე­ბა და და­ი­წე­რე­ბა. თე­მურ ჩხე­ი­ძემ 20 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის დიდ დრა­მა­ტულ თე­ატ­რში. დღეს შინ არის და თა­ვი­სი სა­ხე­ლოს­ნოს სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს. "მე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მა­ღელ­ვებს და გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებს ის სი­ჩუ­მე, რო­მე­ლიც სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა და არა ტაში - ანუ რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი შენ­თან ერ­თად იწყებს აზ­როვ­ნე­ბას", - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი.

  • რუ­სე­თი და რუსი ხალ­ხი

- პე­ტერ­ბურ­გში ერთი სპექ­ტაკ­ლის და­სად­გმე­ლად წა­ვე­დი, ისიც იმი­ტომ, რომ კი­რილ ლავ­როვ­მა და­მი­რე­კა და ტოვსტო­ნო­გო­ვის სა­ხე­ლით მთხო­ვა ში­ლე­რის "ვე­რა­გო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის" დად­გმა. მა­შინ ავად­მყო­ფო­ბამ შე­მი­შა­ლა ხელი და ვერ წა­ვე­დი. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გარ­და­იც­ვა­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ტოვსტო­ნო­გო­ვი, რო­მე­ლიც 28 წელი მარ­თავ­და თე­ატრს. ცოტა ხან­ში კი­რილ­მა ისევ და­მი­რე­კა და მეც წა­ვე­დი. მა­შინ თე­ატრს კი­რილ ლავ­რო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ნამ­დვი­ლი რუსი არის­ტროკ­რა­ტი, რო­მე­ლიც უკვე აღა­რაა, გა­და­შენ­და ეს ჯიში... ან გა­და­ა­შე­ნეს. პირ­ვე­ლად რომ ვი­მუ­შა­ვე, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მათ გვერ­დით ვი­ყა­ვი. ნა­ხე­ვა­რი წელი იქ ვი­ყა­ვი, ნა­ხე­ვა­რი - სა­ქარ­თვე­ლო­ში. კი­რილ ლავ­რო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ვი­ნიშ­ნე და 6 წელი გა­ვა­ტა­რე პე­ტერ­ბურ­გში. 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, იქ, სა­დაც მინ­და ვიყო...

უხე­შად რომ ვთქვათ, ხომ არი­ან ერთ მხა­რეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და მისი მიმ­დევ­რე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს - ის, ვინც მოკ­ლა ილია და მო­ი­შო­რა მისი მიმ­დევ­რე­ბი. ასეა აქაც. ხომ არის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ხელს აწერს ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პე­ტი­ცი­ებს, თუმ­ცა იცის, რომ ამის გამო კარ­გი დღე არ ელის. ვგუ­ლის­ხმობ იმ პო­პუ­ლა­რულ ხალ­ხს, ვი­საც ვიც­ნობთ, და რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ისე­თი, ვი­საც არ ვიც­ნობთ. მათ ეში­ნი­ათ და აკე­თე­ბენ. როცა გე­ში­ნია და აკე­თებ, ეგ არის ვაჟ­კა­ცო­ბა. უში­შა­რი ადა­მი­ა­ნი პა­ტივ­სა­ცე­მია, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მე­ტად პა­ტივ­სა­ცე­მია მში­შა­რა, რო­მე­ლიც მა­ინც აკე­თებს, იმი­ტომ, რომ ზნე­ო­ბა არ აძ­ლევს სხვა­ნა­ი­რად მოქ­ცე­ვის უფ­ლე­ბას.

  • უკ­რა­ი­ნა

- ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი­გი­ნა­ლურს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე რა­ი­მე გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი ვთქვა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ხომ არის რა­ღაც კო­დექ­სი, ასე ვთქვათ, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის? ხომ არის რა­ღაც, რაც არ შე­იძ­ლე­ბა! შე­იძ­ლე­ბა ეს არ­სად წე­რია, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა, არა! იძა­ხეთ, ამ 21 სა­უ­კუ­ნე­შიც ეს რა ხდე­ბაო! ადა­მი­ა­ნი არ იც­ვლე­ბა, ეტყო­ბა, ყო­ველ­თვის ისე­თია, რო­გო­რიც მუ­დამ იყო. მხო­ლოდ ტექ­ნი­კა შე­მო­დის სხვა, ეგ არის და ეგ. კა­ცობ­რი­ო­ბა ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ არა ზნე­ობ­რი­ვად. შე­იძ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, კან­ტი­კუნ­ტად. სიკ­ვდი­ლით დას­ჯა აღარ არის, მაგ­რამ აგერ ომია იმის­თა­ნა... რას ჰგავს ქვე­ყა­ნა, გა­ნა­ხევ­რდა მო­სახ­ლე­ო­ბა... ომი სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამა­ზე არც ღირს მსჯე­ლო­ბა, მაგ­რამ რამ გა­მო­იწ­ვია, ვე­რაფ­რით ჩავ­წვდი. რა­ღაც აქე­თა მხა­რე­საც დარ­ღვე­უ­ლი აქვს, უკ­რა­ი­ნას თუ ამე­რი­კას, არ ვიცი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხომ მო­ა­წე­რეს ხელი, რომ არ წა­მო­ვი­დო­და ნატო აქეთ, მაგ­რამ წა­მო­ვი­და. თუმ­ცა ეს არ ამარ­თლებს ამ­ხე­ლა კა­ცის კვლას. იმას ვამ­ბობ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე ერ­თნიშ­ნად იყოს, რომ ერთ დი­ლას გა­იღ­ვი­ძა პუ­ტინ­მა და თქვა, მოდი, დავ­ხო­ცოთ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიო. ზოგი იტყვის, აა, რუ­სეთს იცა­ვო. რუ­სეთს კი არ ვი­ცავ, ჩემი პრო­ფე­სი­აა ყვე­ლაფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. ეს არის ჩემი მთე­ლი რე­ჟი­სუ­რა, გა­მო­ვიკ­ვლიო, რა მოხ­და და რა­ტომ, რო­გორ? ყაზ­ბე­გის ხე­ვის­ბე­რი გა­ვიხ­სე­ნოთ, კაც­მა შვი­ლი მოკ­ლა. არ უნდა გა­ვი­გოთ, რა­ტომ? რამ მი­იყ­ვა­ნა იქამ­დე? თუ არა­ფერ­მა, მა­შინ პა­თო­ლო­გი­აა. აგერ ნა­ხე­ვა­რი ევ­რო­პა ცე­ცხლშია გახ­ვე­უ­ლი და ხომ უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რა ხდე­ბა, რა­ტომ?

ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც სა­ში­ში იყო, ის მოხ­და! მე­ო­რე მხრივ, ვერ და­ვი­ვი­წყებ იმ ადა­მი­ა­ნურ ერ­თგუ­ლე­ბას, რაც იმ ხალ­ხმა ჩემ მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ­ხე­ლა რამე რომ შე­მემ­ჩნია, რო­გორ ფიქ­რობთ, იქ გამ­ჩე­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი? გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
2

რატომ დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინაში ავღანეთში და ასე შემდეგ? პასუხი .. რატომაც დაიწყო ამერიკამ ვიეტნამში. ერაყში. ავღანეთში. ატომური ბომბი იაპონიაში.და ასე შემდეგ გერმანიამ რატომ... ინგლისმა...არგენტინა ინდოეთი და კიდევ მრავაი ომი?

არდაიჯერო
0

არდაიჯეროთ რომ პუტინს კეთილგონიერების რაიმე ნატამალი გააჩნია,ის გამსჭვალულია მხოლოდ ერთი სურვილით,ყველაფერ ზნეობრივს გადაბიჯოს,ოღონდ საკუთარი პიეროვნება დატოვოს ისტორიაში ,როგორც რუსეთის ფენიქსით ამდგარი სახელმწიფოს უძლეველ ბელადად,მაგრამ ჩემი აზრით მისმა დიდმპყრობულარმა ამბიციებმაწერტილი უნდა დაუსვას რუსეთის იმპერიას

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო..." - თემურ ჩხეიძე

"არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო..." - თემურ ჩხეიძე

"მას შემდეგ სულ ვფიქრობ, ნეტავი სად არის ახლა ის კაცი, რომ ვუთხრა: "რას ერჩით ამ საწყალ უკრაინელებს, ეს რა ქენით?!"

ის იმდენად აღიარებულია ქართულ თეატრალურ სამყაროში, რომ მასზე კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება. თემურ ჩხეიძემ 20 წელზე მეტი გაატარა სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში. დღეს შინ არის და თავისი სახელოსნოს სტუდენტებთან ერთად სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობს. "მე გაცილებით მეტად მაღელვებს და გაცილებით მეტად მაინტერესებს ის სიჩუმე, რომელიც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ იქნება და არა ტაში - ანუ როდესაც მაყურებელი შენთან ერთად იწყებს აზროვნებას", - ამბობს რეჟისორი.

  • რუსეთი და რუსი ხალხი

- პეტერბურგში ერთი სპექტაკლის დასადგმელად წავედი, ისიც იმიტომ, რომ კირილ ლავროვმა დამირეკა და ტოვსტონოგოვის სახელით მთხოვა შილერის "ვერაგობა და სიყვარულის" დადგმა. მაშინ ავადმყოფობამ შემიშალა ხელი და ვერ წავედი. სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი, რომელიც 28 წელი მართავდა თეატრს. ცოტა ხანში კირილმა ისევ დამირეკა და მეც წავედი. მაშინ თეატრს კირილ ლავროვი ხელმძღვანელობდა, ნამდვილი რუსი არისტროკრატი, რომელიც უკვე აღარაა, გადაშენდა ეს ჯიში... ან გადააშენეს. პირველად რომ ვიმუშავე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მათ გვერდით ვიყავი. ნახევარი წელი იქ ვიყავი, ნახევარი - საქართველოში. კირილ ლავროვის გარდაცვალების შემდეგ კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე და 6 წელი გავატარე პეტერბურგში. 2013 წელს საქართველოში დავბრუნდი, იქ, სადაც მინდა ვიყო...

უხეშად რომ ვთქვათ, ხომ არიან ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდევრები, მეორე მხარეს - ის, ვინც მოკლა ილია და მოიშორა მისი მიმდევრები. ასეა აქაც. ხომ არის რუსეთში მცხოვრები ხალხი, რომელიც ხელს აწერს ომის საწინააღმდეგო პეტიციებს, თუმცა იცის, რომ ამის გამო კარგი დღე არ ელის. ვგულისხმობ იმ პოპულარულ ხალხს, ვისაც ვიცნობთ, და რამდენი იქნება ისეთი, ვისაც არ ვიცნობთ. მათ ეშინიათ და აკეთებენ. როცა გეშინია და აკეთებ, ეგ არის ვაჟკაცობა. უშიშარი ადამიანი პატივსაცემია, მაგრამ გაცილებით მეტად პატივსაცემია მშიშარა, რომელიც მაინც აკეთებს, იმიტომ, რომ ზნეობა არ აძლევს სხვანაირად მოქცევის უფლებას.

  • უკრაინა

- ომთან დაკავშირებით ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. როგორ შეიძლება ამ უბედურებაზე რაიმე გასამართლებელი ვთქვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ არის რაღაც კოდექსი, ასე ვთქვათ, ადამიანებთან ურთიერთობის? ხომ არის რაღაც, რაც არ შეიძლება! შეიძლება ეს არსად წერია, მაგრამ არ შეიძლება, არა! იძახეთ, ამ 21 საუკუნეშიც ეს რა ხდებაო! ადამიანი არ იცვლება, ეტყობა, ყოველთვის ისეთია, როგორიც მუდამ იყო. მხოლოდ ტექნიკა შემოდის სხვა, ეგ არის და ეგ. კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ არა ზნეობრივად. შეიძლება ინდივიდუალურად, კანტიკუნტად. სიკვდილით დასჯა აღარ არის, მაგრამ აგერ ომია იმისთანა... რას ჰგავს ქვეყანა, განახევრდა მოსახლეობა... ომი საშინელებაა, ამაზე არც ღირს მსჯელობა, მაგრამ რამ გამოიწვია, ვერაფრით ჩავწვდი. რაღაც აქეთა მხარესაც დარღვეული აქვს, უკრაინას თუ ამერიკას, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ ხომ მოაწერეს ხელი, რომ არ წამოვიდოდა ნატო აქეთ, მაგრამ წამოვიდა. თუმცა ეს არ ამართლებს ამხელა კაცის კვლას. იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ერთნიშნად იყოს, რომ ერთ დილას გაიღვიძა პუტინმა და თქვა, მოდი, დავხოცოთ უკრაინელებიო. ზოგი იტყვის, აა, რუსეთს იცავო. რუსეთს კი არ ვიცავ, ჩემი პროფესიაა ყველაფრის გაანალიზება. ეს არის ჩემი მთელი რეჟისურა, გამოვიკვლიო, რა მოხდა და რატომ, როგორ? ყაზბეგის ხევისბერი გავიხსენოთ, კაცმა შვილი მოკლა. არ უნდა გავიგოთ, რატომ? რამ მიიყვანა იქამდე? თუ არაფერმა, მაშინ პათოლოგიაა. აგერ ნახევარი ევროპა ცეცხლშია გახვეული და ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ?

ყველაზე მეტად რაც საშიში იყო, ის მოხდა! მეორე მხრივ, ვერ დავივიწყებ იმ ადამიანურ ერთგულებას, რაც იმ ხალხმა ჩემ მიმართ გამოიჩინა წლების განმავლობაში და ამხელა რამე რომ შემემჩნია, როგორ ფიქრობთ, იქ გამჩერებელი ვიყავი? გააგრძლეთ კითხვა