მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი სიების შესახებ ჩვენი საჯარო განცხადებების შემდეგ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვათავისუფლა" - იმედა დარსალია
"შავი სიების შესახებ ჩვენი საჯარო განცხადებების შემდეგ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვათავისუფლა" - იმედა დარსალია

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა“ სამ­სა­ხუ­რი­დან იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ჯა­რო სა­უბ­რის გამო გაგ­ვიშ­ვა, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, ჩვენ­მა გუნ­დმა არ­ხის შიგ­ნით ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან გა­და­ცე­მა და­ხუ­რეს, - ამის შე­სა­ხებ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან“ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, იმე­და დარ­სა­ლი­ამ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და მე­ნე­ჯმენ­ტმა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა არა ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით, არა­მედ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის: იმე­და დარ­სა­ლი­ას, თამ­თა ჯა­ნა­ძის და სოფო ზე­დე­ლაშ­ვი­ლის "თა­ვი­დან მო­შო­რე­ბით“ გა­და­წყვი­ტეს.

  • დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­ხი­დან სამი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­მა­გა­ლი­თო სას­ჯე­ლია ყვე­ლა იმ ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, რო­მე­ლიც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ შიგ­ნით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს გა­ბე­დავს.

"დღეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ კვი­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის ბოლო ფი­ნა­ლურ ეპი­ზოდს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფი­სი­დან წარ­მო­გიდ­გენთ, რად­გან უკვე იცით, რომ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში უხე­ში ჩა­რე­ვის, ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბე­ბი­სა და შავი სი­ე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა“ სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა "ახა­ლი კვი­რის“ წამ­ყვა­ნი მე, იმე­დია დარ­სა­ლია და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: თამ­თა ჯა­ნა­ძე და სოფო ზე­დე­ლაშ­ვი­ლი.

პა­რას­კევს სა­ღა­მოს, სა­მი­ვემ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე მი­ვი­ღეთ სრუ­ლი­ად იდენ­ტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ პირ­ვე­ლი მა­ი­სი­დან აღარ ვართ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ჩვე­ნი გა­და­ცე­მის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, ვინც არხზე რჩე­ბა, 4 - თვი­ა­ნი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ უთხრეს, რომ "ახა­ლი კვი­რა“ ეთერ­ში აღარ დაბ­რუნ­დე­ბა. ანუ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა“ სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­კე­თა ის, რის გა­მოც 28 დე­კემ­ბერს, გა­და­ცე­მა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზით გა­ა­ჩე­რა და მე ეთე­რი­დან მომხსნა. და­დას­ტურ­და მი­ზე­ზი, გა­და­ცე­მა კრი­ტი­კუ­ლი კურ­სის გამო და­ხუ­რეს.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ხელს აწერს არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვენს სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბამ­დე, ის საქ­მის კურ­სში იყო ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბის, შავი სი­ე­ბის და სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში უხე­ში ჩა­რე­ვის ფაქ­ტებ­ზე. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი წე­რია: სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ცრუ და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კე­თე­ბა. ანუ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა“ სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­ვიშ­ვა იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ჯა­რო სა­უბ­რის გამო, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, ჩვენ­მა გუნ­დმა არ­ხის შიგ­ნით ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან გა­და­ცე­მა და­ხუ­რეს.

ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­დავ­ჭრათ ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არხს აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ იცო­დეს სი­მარ­თლე, რა ხდე­ბა მისი გა­და­სა­ხა­დე­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის კედ­ლებს მიღ­მა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის სა­მა­გა­ლი­თო სას­ჯე­ლი ყვე­ლა იმ ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, რო­მე­ლიც გა­ბე­დავს, სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ შიგ­ნით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და გა­აკ­რი­ტი­კოს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მმარ­თვე­ლი პი­რე­ბი. ეს არის მე­სი­ჯი ყვე­ლა­ზე თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, რომ გა­ჩუმ­დნენ, თო­რემ სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ.

სამ­წუ­ხა­როდ, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და მე­ნე­ჯმენ­ტმა ამ სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა არა ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით, არა­მედ ჩვე­ნი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბით გა­და­წყვი­ტეს, ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა ვსა­უბ­რობთ.

გე­ტყვით უფრო მეტს - "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა“ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან, მხო­ლოდ თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, შიდა მოკ­ვლე­ვა და გა­და­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­მო­კი­თხვა და­ე­წყო, ისე რომ მხი­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი დრო­ე­ბით მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დეც კი არ ჩა­მო­შო­რე­ბი­ან და­კა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებს,“ -გა­ნა­ცხა­და იმე­და დარ­სა­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

საზოგადოებრივ არხზე(და არა მარტო აქ) უნდა იყოს მუდმივად წინსვლა და რა არის გასაკვირი ან რატომ უნდა იყოს საწყენი, რომ არხზე მოვიდნენ უფრო მეტად კომპეტენტური ადამიანები?!! როგორც კი ჟურნალისტი დაიწყებს ერთ ადგილზე ტკეპნას, იგი უნდა წავიდეს!!!

ლია
0

წერა კითხვის უცოდინარი როგორ მოხვდით საზოგადოებრივ მაუწყებელზე? მე ვაპროტესტებ თქვენნაირები არ უნდა მუშაობდეს ჩემს მიერ დაფინანსებულ მაუწყებელზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"შავი სიების შესახებ ჩვენი საჯარო განცხადებების შემდეგ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვათავისუფლა" - იმედა დარსალია

"შავი სიების შესახებ ჩვენი საჯარო განცხადებების შემდეგ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვათავისუფლა" - იმედა დარსალია

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან იმ პრობლემებზე საჯარო საუბრის გამო გაგვიშვა, რომელთა მოგვარებაც სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა, იმედა დარსალიამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა "საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არსებული პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლებით, არამედ ჟურნალისტების: იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძის და სოფო ზედელაშვილის "თავიდან მოშორებით“ გადაწყვიტეს.

  • დარსალიას განცხადებით, არხიდან სამი ჟურნალისტის გათავისუფლება სამაგალითო სასჯელია ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიგნით არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს გაბედავს.

"დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კვირის ანალიტიკური გადაცემის ბოლო ფინალურ ეპიზოდს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისიდან წარმოგიდგენთ, რადგან უკვე იცით, რომ სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის, ცენზურის მცდელობებისა და შავი სიების შესახებ ჩვენი საჯარო განცხადებების შემდეგ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვათავისუფლა "ახალი კვირის“ წამყვანი მე, იმედია დარსალია და ჟურნალისტები: თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი.

პარასკევს საღამოს, სამივემ ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ სრულიად იდენტური შეტყობინება, რომ პირველი მაისიდან აღარ ვართ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები. ჩვენი გადაცემის იმ თანამშრომლებს, ვინც არხზე რჩება, 4 - თვიანი რეორგანიზაციის შემდეგ უთხრეს, რომ "ახალი კვირა“ ეთერში აღარ დაბრუნდება. ანუ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საბოლოოდ გააკეთა ის, რის გამოც 28 დეკემბერს, გადაცემა რეორგანიზაციის მიზეზით გააჩერა და მე ეთერიდან მომხსნა. დადასტურდა მიზეზი, გადაცემა კრიტიკული კურსის გამო დახურეს.

გათავისუფლების შესახებ ხელს აწერს არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებამდე, ის საქმის კურსში იყო ცენზურის მცდელობის, შავი სიების და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ფაქტებზე. გათავისუფლების მიზეზი წერია: საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებები გაკეთება. ანუ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვიშვა იმ პრობლემებზე საჯარო საუბრის გამო, რომელთა მოგვარებაც სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს.

ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოების ჩართულობით გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც არხს აქვს. საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ იცოდეს სიმართლე, რა ხდება მისი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზიის კედლებს მიღმა. სამწუხაროდ, ჩვენი გათავისუფლება არის სამაგალითო სასჯელი ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს, საჯაროდ ისაუბროს "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიგნით არსებულ პრობლემებზე და გააკრიტიკოს ამ ორგანიზაციის მმართველი პირები. ეს არის მესიჯი ყველაზე თანამშრომლისთვის, რომ გაჩუმდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავენ.

სამწუხაროდ, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლებით, არამედ ჩვენი თავიდან მოშორებით გადაწყვიტეს, ადამიანების, ვინც პრობლემებზე ხმამაღლა ვსაუბრობთ.

გეტყვით უფრო მეტს - "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ჩვენი პირველი განცხადებიდან, მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტა, შიდა მოკვლევა და გადაცემის ჟურნალისტების გამოკითხვა დაეწყო, ისე რომ მხილებული თანამდებობის პირები დროებით მოკვლევის დასრულებამდეც კი არ ჩამოშორებიან დაკავებულ პოზიციებს,“ -განაცხადა იმედა დარსალიამ.