სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

11

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე თევზებშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირებას. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობას, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. მთვარის ეს დღე განქორწინებისთვისაც კი უიღბლოდ ითვლება.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელს კარლ ჰარ­ცელს ევ­რო­კო­მი­სი­ის კი­თხვა­რის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ უკვე შე­ავ­სო.

“მაქვს პა­ტი­ვი, გად­მოგ­ცეთ ევ­რო­კო­მი­სი­ის კი­თხვარ­ზე ჩვე­ნი პა­სუ­ხე­ბი, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მიერ წარ­დგე­ნილ გა­ნა­ცხად­ზე დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის პა­ტი­ვია ამ ის­ტო­რი­ულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო კი­დევ ერთი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე და თქვენს გვერ­დით ვიდ­გე ამ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩევ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა გა­ნაგ­რძობს ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას კი­თხვა­რის მე­ო­რე, სექ­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის შევ­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 33 თავს და 2300-მდე კი­თხვას აერ­თი­ა­ნებს. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სურ­ვი­ლია, კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი ევ­რო­კავ­შირს დათ­ქმულ ვა­და­ზე ადრე მი­ა­წო­დოს და ამის­თვის უწყე­ბე­ბი ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შევ­სე­ბუ­ლი კი­თხვა­რის მი­ღე­ბის შემ­დგომ, ევ­რო­კო­მი­სია და­ი­წყებს სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გა­და­ე­ცე­მა და საბ­ჭო შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ნი­სის ბო­ლოს მი­ი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რა საინტერესოა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთად თუ არის 247 პარტია ? არ უნდა იყოს !? ისე, რა გგონიათ ახლა თქვენ, ვინც დაუშვა აქ სახელმწიფო რეესტრში 247 პარტუნიის რეგისტრაცია, არ იცის რომ არათუ ამდენი პრეზიდენტი, პრემიერი და ოცდაათჯერ მეტი მინისტრი არ გყავთ ? ეგ კი არა მაგდენი რიგიანი ტოლიბაში არა გყავთ, ხომ ამ საქმის ათასწლოვანი გამოცდილების ოსტატები ბრძანდებით, განსვავებით დემოკრატიისაგან ?! უტოლიბაშოდ არ მიგვიღებენ იქა ?!

ელგუჯა
0

რავა დოლურადან ამოღებული მოგებული ბილეთივით უჭირავთ, ხელში.

ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

“მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

"მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.