სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს" - ფინანსთა მინისტრი
"ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს" - ფინანსთა მინისტრი

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა იმის­თვის, რომ კომ­პა­ნია "ბორ­ჯომ­მა“ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა გა­აგ­რძე­ლოს. რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, კომ­პა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ "ბორ­ჯომ­მა“ საქ­მი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნოს, შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დეს ცნო­ბი­ლი.

"პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი აქ­ტი­ვე­ბი იყი­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, "ბორ­ჯომს“ ნამ­დვი­ლად და­უდ­გა პრობ­ლე­მა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია, რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, შე­სა­ბა­მი­სი ასახ­ვა პოვა მის სა­ო­პე­რა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, შე­ზღუ­დუ­ლი აქვს სა­ო­პე­რა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სუფ­ლად გა­აგ­რძე­ლოს ოპე­რი­რე­ბა. ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა იმის­თვის, რომ კომ­პა­ნია "ბორ­ჯომ­მა“ საქ­მი­ა­ნო­ბა და პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა გა­აგ­რძე­ლოს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არის ამ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის გავ­ლით და შე­სა­ბა­მი­სად, ეს პრო­ცე­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია, ახლა ვერ ვი­სა­უბ­რებთ, თუმ­ცა, მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც სა­ჯა­რო გახ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, კომ­პა­ნია "IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო“ აცხა­დებს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე წლის 29 აპ­რი­ლი­დან დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­როს ბორ­ჯო­მის ჩა­მომ­სხმელ ორი­ვე ქარ­ხა­ნა­ში წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს" - ფინანსთა მინისტრი

"ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს" - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ "ბორჯომმა“ საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.

"პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, "ბორჯომს“ ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რამაც ბუნებრივია, შესაბამისი ასახვა პოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე, შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ კომპანიაში დასაქმებული პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა კომპანიის გავლით და შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ეს ინფორმაციაც საჯარო გახდეს“,- განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.