მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ვაჟის დაბადებას ჯარისკაცი მამა ვერ მოესწრო - ომის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკრაინიდან
8-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ვაჟის დაბადებას ჯარისკაცი მამა ვერ მოესწრო - ომის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკრაინიდან

უკ­რა­ი­ნა­ში ახლა ყვე­ლა ადა­მი­ანს ომის სა­კუ­თა­რი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია აქვს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია და მათ­გან ერთი-ერ­თია ცოლ-ქმრის, ვიქ­ტო­რია და ბოგ­დან ნა­ზა­რენ­კო­ე­ბის ამ­ბა­ვი. წყვილს 8 წელი შვი­ლი არ უჩ­ნდე­ბო­და, ბო­ლოს რო­გორც იქნა, ნა­ნატ­რი დღე დად­გა და ვიქ­ტო­რია ორ­სუ­ლად აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და.

რუ­სე­თის ჯარი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა და ბოგ­დან ნა­ზა­რენ­კო სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად წა­ვი­და, 35 წლის ბოგ­და­ნი 14 მარტს ჩერ­ნი­ჰი­ვის (ჩერ­ნი­გო­ვი) რე­გი­ონ­ში იყო მი­სი­ა­ზე, როცა ის რუს­მა სნა­ი­პერ­მა მოკ­ლა. ქალს 3 კვი­რა უმა­ლავ­დნენ ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს.

34 წლის ვიქ­ტო­რია ნა­ზა­რენ­კოს, რო­მე­ლიც ტყუპ ბი­ჭებ­ზე იყო ორ­სუ­ლად, ამ თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ, ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო.

"მხო­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი დამ­რჩა მის­გან... შვი­ლე­ბის ნახ­ვაც კი ვერ მო­ას­წრო, ხელ­ში ვერ აიყ­ვა­ნა," - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქვრი­ვი, რო­მე­ლიც შე­უ­ჩე­რებ­ლად ტი­რის. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ორ­სუ­ლი ვიქ­ტო­რი­ას დაც­ვას ცდი­ლობ­დნენ, ამი­ტომ და­უ­მა­ლეს ეს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი.

მან 3 კვი­რის შემ­დეგ გა­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი, როცა მისი მე­უღ­ლე უკვე დაკ­რძა­ლუ­ლი იყოს: "3 აპ­რილს შე­ვი­ტყვე ყვე­ლა­ფე­რი, 4 აპ­რილს კი მშო­ბი­ა­რო­ბა და­მე­წყო", - ამ­ბობს ქალი.

ნა­ზა­რენ­კო­ებს ტყუ­პი ვაჟი: მატ­ვი და ზა­ხა­რი შე­ე­ძი­ნათ.

ვიქ­ტო­რია პა­რას­კევს ესა­უბ­რა Sky News-ს, სა­წოლ­ზე იჯდა სა­წო­ლის გვერ­დით, რო­მელ­ზეც მის პა­წა­წი­ნა ჩვი­ლებს ეძი­ნათ. მატ­ვი და ზა­ხა­რი ჯერ მხო­ლოდ ოთხი კვი­რი­სა­ნი არი­ან. ახლა ვიქ­ტო­რია მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ქა­ლაქ ნი­ჟინ­ში.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და ხოლ­მე. მათი უკა­ნას­კნე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ბოგ­და­ნის სიკ­ვდი­ლის წინა დღეს შედ­გა. მან ცოლს უთხრა, რომ მი­სი­ა­ზე მი­დი­ო­და და ტე­ლე­ფონს გა­მორ­თავ­და.

კაც­მა ვიქ­ტო­რია იმა­შიც და­არ­წმუ­ნა, რომ ჩერ­ნი­ჰი­ვის ქა­ლა­ქი, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, როცა სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა ქა­ლაქ­ში, ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ე­ჯე­რე­ბი­ნა ქმრის­თვის, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩერ­ნი­ჰი­ვი და მშობ­ლებ­თან გა­და­სუ­ლი­ყო.

ვიქ­ტო­რი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ბოგ­დან­ზე და სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­გო, რომ მოკ­ლეს: "ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი ჭრი­ლო­ბაა. ყვე­ლა­ზე დიდი კი­თხვა ისაა, რო­გორ? რო­გორ შე­უძ­ლია ერთ ადა­მი­ანს, რომ მე­ო­რე ადა­მი­ანს ასე­თი რამ გა­უ­კე­თოს?" - კი­თხუ­ლობს ვიქ­ტო­რია, რო­მელ­საც თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი არ უშ­რე­ბა.

ქვრივ­მა ქალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­ალ­ბო­მიც აჩ­ვე­ნა და მო­უყ­ვა, თუ რო­გო­რი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ბოგ­და­ნი იმ ამ­ბით, რომ მალე მამა გახ­დე­ბო­და: "როცა გა­ვი­გეთ, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ორი­ვე სი­ხა­რუ­ლის­გან დავფრი­ნავ­დით. შემ­დეგ, როცა შე­ვი­ტყვეთ, რომ ტყუ­პე­ბი უნდა მყო­ლო­და, სი­ხა­რუ­ლი გაგ­ვი­ორ­მაგ­და. ბოგ­და­ნი ბავ­შვებს ყო­ველ დღე ელა­პა­რა­კე­ბო­და.

ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ ეს­მო­დათ, მაგ­რამ ის მა­ინც გა­ნაგ­რძობ­და ჩემს მუ­ცელ­თან ლა­პა­რაკს", - ამ­ბობს ქალი.

"ბავ­შვე­ბი მახ­სე­ნე­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა უნდა გან­ვაგ­რძოთ. ჩემი პა­ტა­რე­ბი მაძ­ლი­ე­რე­ბენ. მე მათი საყ­რდე­ნი ვარ. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ მე თვი­თონ აღარ მყავს საყ­რდე­ნი, ბოგ­და­ნი ჩემი ჯავ­შა­ნი იყო - ჩემი ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობს ვიქ­ტო­რია.

წყა­რო: news.sky

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

8-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ვაჟის დაბადებას ჯარისკაცი მამა ვერ მოესწრო - ომის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკრაინიდან

8-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ვაჟის დაბადებას ჯარისკაცი მამა ვერ მოესწრო - ომის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკრაინიდან

უკრაინაში ახლა ყველა ადამიანს ომის საკუთარი ტრაგიკული ისტორია აქვს. თითოეული მათგანი სულისშემძვრელია და მათგან ერთი-ერთია ცოლ-ქმრის, ვიქტორია და ბოგდან ნაზარენკოების ამბავი. წყვილს 8 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ბოლოს როგორც იქნა, ნანატრი დღე დადგა და ვიქტორია ორსულად აღმოჩნდა, მაგრამ ბედნიერი დღეები დიდხანს არ გაგრძელდა.

რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა და ბოგდან ნაზარენკო სამშობლოს დასაცავად წავიდა, 35 წლის ბოგდანი 14 მარტს ჩერნიჰივის (ჩერნიგოვი) რეგიონში იყო მისიაზე, როცა ის რუსმა სნაიპერმა მოკლა. ქალს 3 კვირა უმალავდნენ ქმრის გარდაცვალების ამბავს.

34 წლის ვიქტორია ნაზარენკოს, რომელიც ტყუპ ბიჭებზე იყო ორსულად, ამ თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

"მხოლოდ ჩვენი შვილები და მოგონებები დამრჩა მისგან... შვილების ნახვაც კი ვერ მოასწრო, ხელში ვერ აიყვანა," - ამბობს ახალგაზრდა ქვრივი, რომელიც შეუჩერებლად ტირის. ოჯახის წევრები და მეგობრები ორსული ვიქტორიას დაცვას ცდილობდნენ, ამიტომ დაუმალეს ეს ტრაგიკული ამბავი.

მან 3 კვირის შემდეგ გაიგო ყველაფერი, როცა მისი მეუღლე უკვე დაკრძალული იყოს: "3 აპრილს შევიტყვე ყველაფერი, 4 აპრილს კი მშობიარობა დამეწყო", - ამბობს ქალი.

ნაზარენკოებს ტყუპი ვაჟი: მატვი და ზახარი შეეძინათ.

ვიქტორია პარასკევს ესაუბრა Sky News-ს, საწოლზე იჯდა საწოლის გვერდით, რომელზეც მის პაწაწინა ჩვილებს ეძინათ. მატვი და ზახარი ჯერ მხოლოდ ოთხი კვირისანი არიან. ახლა ვიქტორია მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ქალაქ ნიჟინში.

წყვილი ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდა ხოლმე. მათი უკანასკნელი სატელეფონო ზარი ბოგდანის სიკვდილის წინა დღეს შედგა. მან ცოლს უთხრა, რომ მისიაზე მიდიოდა და ტელეფონს გამორთავდა.

კაცმა ვიქტორია იმაშიც დაარწმუნა, რომ ჩერნიჰივის ქალაქი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. მომდევნო დღეებში, როცა სიტუაცია დაიძაბა ქალაქში, ქალმა გადაწყვიტა, დაეჯერებინა ქმრისთვის, დაეტოვებინა ჩერნიჰივი და მშობლებთან გადასულიყო.

ვიქტორიამ გამოძიება დაიწყო ბოგდანზე და საბოლოოდ გაიგო, რომ მოკლეს: "ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ჭრილობაა. ყველაზე დიდი კითხვა ისაა, როგორ? როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, რომ მეორე ადამიანს ასეთი რამ გაუკეთოს?" - კითხულობს ვიქტორია, რომელსაც თვალებზე ცრემლი არ უშრება.

ქვრივმა ქალმა ჟურნალისტებს საქორწინო ფოტოალბომიც აჩვენა და მოუყვა, თუ როგორი გახარებული იყო ბოგდანი იმ ამბით, რომ მალე მამა გახდებოდა: "როცა გავიგეთ, რომ ორსულად ვიყავი, ორივე სიხარულისგან დავფრინავდით. შემდეგ, როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპები უნდა მყოლოდა, სიხარული გაგვიორმაგდა. ბოგდანი ბავშვებს ყოველ დღე ელაპარაკებოდა.

ვეუბნებოდი, რომ არ ესმოდათ, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ჩემს მუცელთან ლაპარაკს", - ამბობს ქალი.

"ბავშვები მახსენებენ, რომ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. ჩემი პატარები მაძლიერებენ. მე მათი საყრდენი ვარ. სამწუხარო ისაა, რომ მე თვითონ აღარ მყავს საყრდენი, ბოგდანი ჩემი ჯავშანი იყო - ჩემი ყველაფერი", - ამბობს ვიქტორია.

წყარო: news.sky

მოამზადა: ანა სიბოშვილმა