სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ 10 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი "ჰე­რო­ი­ნი” ამო­ი­ღო, და­კა­ვე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის 2 მო­ქა­ლა­ქე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წი­თელ ხიდ­ზე, სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის "ვახ­ტან­გი­სის" და­სა­ცავ მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უ. ტ. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ​ე. მ. და­ა­კა­ვეს.

მათ ბრა­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ, ჯგუ­ფუ­რად გად­მოკ­ვე­თა, ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და შე­მო­ტა­ნა ედე­ბათ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კი­დან, სა­სა­ზღვრო-სა­კონ­ტრო­ლო გამ­ტა­რი პუნ­ქტის გვერ­დის ავ­ლით, ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­მო­ი­ტა­ნეს 10 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი".

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და

მე-6 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით, 262-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-4 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე. მ. დააკავეს.

მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და

მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.