საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე
"ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ბევ­რად სჭარ­ბობს კო­რო­ნა­ვირუსს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, 2008-2009 წლის შემ­დეგ გრი­პის ვირუ­სის ცირ­კუ­ლა­ცი­ის სე­ზო­ნუ­რი გა­ხან­გრძლი­ვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ გვქო­ნია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დი­ნა­მი­კამ გარ­კვე­უ­ლი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და. 2020 წელს გრი­პი თით­ქმის არ იყო, ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა "და­ჩაგ­რა" გრი­პი და ნაკ­ლე­ბად შე­ა­წუ­ხა მო­სახ­ლე­ო­ბა. 2021 წელ­საც ეს დი­ნა­მი­კა გაგ­რძელ­და. 2022 წელს კი სახე იც­ვა­ლა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი, კერ­ძოდ, გრი­პის, რი­ნო­ვირუ­სი, სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი და სხვა, ყო­ვე­ლი წლის შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, გა­ზა­ფხუ­ლის მარ­ტის ბო­ლომ­დე ცირ­კუ­ლი­რებ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც "ომიკ­რო­ნი“ გა­მოჩ­ნდა, ისე­ვე იმა­ტა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის დი­ნა­მი­კამ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით აკ­ვირ­დე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას. თქვენ ნა­ხავთ, რომ 2022 წელს სხვა ვირუ­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ გაგ­რძელ­და. 2008-2009 წლის შემ­დეგ გრი­პის ცირ­კუ­ლა­ცი­ის ასე­თი სე­ზო­ნუ­რი გა­ხან­გრძლი­ვე­ბა არ გვქო­ნია. კერ­ძოდ, ცირ­კუ­ლი­რებს: გრი­პი, გან­სა­კუთ­რე­ბით H3-ის შტა­მი, რი­ნო­ვირუ­სი, სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი და არა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, ასე­ვე ე.წ. პა­რაგ­რი­პე­ბი, რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, ადე­ნო­ვურ­სი და სხვა.

ჩვენ მო­ნა­ცე­მებს თუ შევ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ახლა გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ბევ­რად სჭარ­ბობს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას, უფრო მეტი გრი­პის ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რო­ნი“, თუმ­ცა ეს პა­ნი­კის სა­ბაბს არ იძ­ლე­ვა“,- აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

  • ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სწრა­ფი ტეს­ტი უფა­სოა და თუ სად­მე ამის ნი­ვე­ლი­რე­ბა ხდე­ბა, დარ­ღვე­ვაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლით ის "ინ­ტერპრე­ნი­უს­თან“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რიგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სიმპტო­მი­ან პი­რებს სწრაფ ტეს­ტში თან­ხას ახ­დე­ვი­ნე­ბენ.

"ზო­გა­დად, დღეს ტეს­ტი­რე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც მო­თხოვ­ნა ნაკ­ლე­ბია. ჩვენ დღი­უ­რად ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100-200-ის ფარ­გლებ­ში გვაქვს. ეს შემ­თხვე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, სწრა­ფი ტეს­ტით ვლინ­დე­ბა.

რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა იმ შემ­თხვე­ვას აფი­ნან­სებს, რო­მე­ლიც სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. კო­რო­ნა­ვირუს­საც და სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ცი­ულ ვირუსს მსგავ­სი კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვთ, ამი­ტომ მათი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ტეს­ტი­რე­ბით ხდე­ბა.

რო­დე­საც კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, სწრა­ფი ტეს­ტი უნდა ჩა­ტარ­დეს, რაც უფა­სო გახ­ლავთ, მას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. თუ სად­მე, ამის ნი­ვე­ლი­რე­ბა ხდე­ბა, მა­შინ ეს დარ­ღვე­ვა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­დის და ამ­ბობს, რომ სიმპტო­მე­ბი აქვს სწრა­ფი ტეს­ტი უფა­სო უნდა იყოს, სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს და თან­ხა არ უნდა გა­და­ი­ხა­დოს“,- გან­მარ­ტავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ინფიცირებული საქართველოში პირბადე არ უნდა მოვიხსნათ.ამდენი მოქალაქე,რომ შემოვიდა რუსეთიდან,უკრაინიდან,ბელორუსიიდან... კოვიდზე მოწმდებიან ?

მაია
8

მემგონი დახურულ სივრცეში ჯერ კიდევ უნდა ეკეთოთ პირბადეები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ვირუსის ცირკულაციის სეზონური გახანგრძლივება ქვეყანაში არ გვქონია.

"მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის პერიოდში რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. 2020 წელს გრიპი თითქმის არ იყო, ახალმა კორონავირუსმა "დაჩაგრა" გრიპი და ნაკლებად შეაწუხა მოსახლეობა. 2021 წელსაც ეს დინამიკა გაგრძელდა. 2022 წელს კი სახე იცვალა რესპირაციული ვირუსების გავრცელებამ. რესპირაციული ვირუსები, კერძოდ, გრიპის, რინოვირუსი, სინციტიური ვირუსი და სხვა, ყოველი წლის შემოდგომის მეორე ნახევრიდან, გაზაფხულის მარტის ბოლომდე ცირკულირებდნენ. მას შემდეგ, რაც "ომიკრონი“ გამოჩნდა, ისევე იმატა სხვა რესპირაციული ვირუსების დინამიკამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა მეთოდით აკვირდება რესპირაციული ვირუსის გავრცელებას. თქვენ ნახავთ, რომ 2022 წელს სხვა ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა. 2008-2009 წლის შემდეგ გრიპის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება არ გვქონია. კერძოდ, ცირკულირებს: გრიპი, განსაკუთრებით H3-ის შტამი, რინოვირუსი, სხვა კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი, ასევე ე.წ. პარაგრიპები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვურსი და სხვა.

ჩვენ მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის "ომიკრონი“, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ იძლევა“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

  • ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და თუ სადმე ამის ნიველირება ხდება, დარღვევაა.

აღნიშნულით ის "ინტერპრენიუსთან“ გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რიგ დაწესებულებებში სიმპტომიან პირებს სწრაფ ტესტში თანხას ახდევინებენ.

"ზოგადად, დღეს ტესტირება შემცირებულია, რადგანაც მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენ დღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა 100-200-ის ფარგლებში გვაქვს. ეს შემთხვევები, ძირითადად, სწრაფი ტესტით ვლინდება.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა იმ შემთხვევას აფინანსებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს. კორონავირუსსაც და სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ, ამიტომ მათი დიფერენცირება ტესტირებით ხდება.

როდესაც კლინიკური სურათი სიმპტომებით მიმდინარეობს, სწრაფი ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც უფასო გახლავთ, მას სახელმწიფო აფინანსებს. თუ სადმე, ამის ნიველირება ხდება, მაშინ ეს დარღვევა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდის და ამბობს, რომ სიმპტომები აქვს სწრაფი ტესტი უფასო უნდა იყოს, სახელმწიფო აფინანსებს და თანხა არ უნდა გადაიხადოს“,- განმარტავს გამყრელიძე.