პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი პირველი ფოტოები - "აზოვსტალი" ასამდე ადამიანმა დატოვა
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი პირველი ფოტოები - "აზოვსტალი" ასამდე ადამიანმა დატოვა

მა­რი­უ­პოლ­ში მდე­ბა­რე "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 100 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, უსაფრ­თხო ად­გი­ლის­კენ გა­ე­მარ­თა. ევა­კუ­ა­ცი­ის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს "რო­ი­ტერ­სი" ავ­რცე­ლებს.

"აზოვსტა­ლი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო. 100-მდე კა­ცის­გან შემ­დგა­რი პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ის­კენ უკვე მი­ე­მარ­თე­ბა, ხვალ მათ ზა­პო­რო­ჟი­ე­ში შევ­ხვდე­ბით. მად­ლო­ბა ჩვენს გუნდს! ახლა ისი­ნი, გა­ე­როს­თან ერ­თად, ქარ­ხნი­დან სხვა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ", - წერს ზე­ლენ­სკი"ტვი­ტერ­ში".

შე­გახ­სე­ნებთ, მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია ცოტა ხნის წინ და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულს გა­ე­რო და "წი­თე­ლი ჯვრის" კო­მი­ტე­ტი ადას­ტუ­რებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
madona
0

ასზე მეტი რატომ არა, რა დააშავეს

Gio
4

გამოუშვეს ბოლო ბოლო აზოველებმა? ეტყობა თვითონაც რაღაცას აპირებენ..ისე საეჭვოდ ცოტა კომენტარია, არესტოვიჩის ქართველ ფანებს არ ესიამოვნათ მაინც და მაინც ეგ ამბავი ეტყობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი პირველი ფოტოები - "აზოვსტალი" ასამდე ადამიანმა დატოვა

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი პირველი ფოტოები - "აზოვსტალი" ასამდე ადამიანმა დატოვა

მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, პირველი ჯგუფი, რომელიც 100 ადამიანისგან შედგება, უსაფრთხო ადგილისკენ გაემართა. ევაკუაციის ამსახველ ფოტოებს "როიტერსი" ავრცელებს.

"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ", - წერს ზელენსკი"ტვიტერში".

შეგახსენებთ, მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღნიშნულს გაერო და "წითელი ჯვრის" კომიტეტი ადასტურებს.

ასევე იხილეთ: