მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.ზელენსკის თქმით, 100-მდე მშვიდობიანი მოსახლეობისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ახლა უსაფრთხო ადგილისკენ მიემართება.
"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღნიშნულს გაერო და "წითელი ჯვრის" კომიტეტი ადასტურებს.
mousminet scott ritters
არ თქვათ, რომ ამას თქვენ აკეთებთ, გაეროს და პუტინის შეთანხმებაა, თქვენ მგონი უფრო გაწყობდათ ხალხის მანდ ყოფნა და იმის ძახილი, მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიანო.დაგიძველდათ მეთოდები, ბავშვები ხვდებიან თქვენს ჩანაფიქრსაც და მოქმედებასაც. რა მაგის პასუხია და...როგორ აღმოჩნდა მშვიდობიანი მოსახლეობა მანდ? ლავროვმა თქვა უკრაინის გარეთ არ უშვებენ, რომ ხალხისგან ბევრი რამე არ გამჟღავნდესო. როგორც ვიცი ზაპოროჟიეში ტოვებენ მათ.