ავტორი:

არსებული ინფორმაციით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაჭრეს - რას წერს უკრაინული მედია

არსებული ინფორმაციით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაჭრეს - რას წერს უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი ოზიუმთან დაიჭრა. Инсайдер Украина "ტელეგრამის არხზე" წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, 30 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მე-2 რუსული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტს ოზიუმის მახლობლად, სადაც გერასიმოვიც იმყოფებოდა.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი უკრაინული გამოცემა Украина Online. ასევე ვრცელდება ცნობა გენერალ-მაიორის ალექსეი სიმონოვის ლიკვიდაციის შესახებაც.

"შეტევის დროს შტაბში 40-მდე უფროსი ოფიცერი იმყოფებოდა“, - წერს Украина Online.

ცნობისთვის, გერასიმოვის დაჭრის შესახებ "ფეისბუქზე“ წერს სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი, ალექსანდრე შულმანიც. ოფიციალურ წყაროებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

წყარო: ekhokavkaza.com