პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ტაბატაძე: 4 შვილის დედის წარმატებული კინოკარიერა, განსახიერებული მარტოხელა დედა და ირანელი ოფიცერი: "როლებზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს“
თაკო ტაბატაძე: 4 შვილის დედის წარმატებული კინოკარიერა, განსახიერებული მარტოხელა დედა და ირანელი ოფიცერი: "როლებზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს“

თაკო ტა­ბა­ტა­ძეს 4 შვი­ლის დე­დო­ბა წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში ხელს არ უშ­ლის. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ინ­დუ­რად და ირა­ნუ­ლად სა­უ­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა. რო­ლე­ბი დრა­მა­ტუ­ლია და გა­და­ღე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. წარ­მა­ტე­ბა უკვე მო­ვი­და, ინ­დო­ე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ მარ­ტო­ხე­ლა დე­დას ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა...

- თაკო, რო­გორ ხარ, რო­გორ არი­ან შენი გო­გო­ნე­ბი?

- მად­ლო­ბა, კარ­გად. აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ზა­ფხუ­ლი გვაქვს. ჩემი უმ­ცრო­სი გო­გო­ნა პირ­ვე­ლად მი­ვიყ­ვა­ნეთ ბაღ­ში და ახლა შე­გუ­ე­ბის ეტაპ­ზე ვართ. ძა­ლი­ან მოს­წონს იქა­უ­რო­ბა, მაგ­რამ მა­ინც უნდა, რომ ახ­ლოს ვყავ­დეთ, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე ერ­თად დავ­დი­ვართ ბაღ­ში, უფ­რო­სე­ბი და­დი­ან ხატ­ვა­ზე, ტან­ვარ­ჯიშ­ზე, მუ­სი­კა­ზე, სკო­ლა­შიც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი აქვთ. ასე რომ, ვე­ლო­დე­ბით ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს.

- ახალ პრო­ექ­ტზე ვი­სა­უბ­როთ, ინ­დურ ფილმში გა­და­გი­ღეს რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან მივ­ხვდი. რო­გორ მოხ­ვდი, შენი რო­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი...

- საკ­მა­ოდ დიდი კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი არის ქალი, დედა, ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ე­თი­დან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ში მუ­შა­ობს და ზრდის თა­ვის პა­ტა­რა გო­გო­ნას.

- სად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­და­ღე­ბე­ბი, პრო­ექ­ტზე დაწ­ვრი­ლე­ბით რომ მოგ­ვიყ­ვე, რო­დის გა­მო­ვა ეკ­რან­ზე ფილ­მი....

- გა­და­ღე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ინ­დურ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში უკვე შედ­გა ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით. ფილმში თა­მა­შობს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ინ­დო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ვი­ჯეი, რომ­ლის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ჩე­ნას ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა ინ­დო­ე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი.

- რა გა­გი­ჭირ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი­დან, მარ­ტი­ვი როლი არ ჩანს...

- მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე იყო ის, რომ ფილმში ინ­დუ­რად ვსა­უბ­რობ. ეს ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, იმი­ტომ რომ ტექ­სტი უმოკ­ლეს დრო­ში უნდა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა ინ­ტო­ნა­ცი­უ­რი სი­ზუს­ტით. საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი ფი­ნა­ლუ­რი სცე­ნა მქონ­და, რო­მე­ლიც სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისე­დაც დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვ­და. მი­ხა­რია, რომ ჩემ­მა სცე­ნებ­მა ინ­დო­ე­ლი მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

- თაკო, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფეხ­ზე ოპე­რა­ცი­აც გა­ი­კე­თე, ახლა რო­გორ ხარ, რო­გორ ჩა­ი­ა­რა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­მა.

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. დღე­ში 2-3 სა­ა­თი მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა ვარ­ჯი­ში სა­ნამ ბო­ლომ­დე აღ­დგე­ბა კუნ­თე­ბის ტო­ნუ­სი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვა­ხერ­ხებ ყო­ველ­თვის.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ირა­ნელ სამ­ხედ­რო პირს გა­ნა­სა­ხი­ე­რებთ, მოგ­ვი­ყე­ვით ამ პრო­ექ­ტზე...

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი არი­ელ კო­ე­ნია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი შე­იკ­რა. ფილმში გან­ვა­სა­ხი­ე­რებ ირა­ნელ ოფი­ცერს და ამ შემ­თხვე­ვა­შიც მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო ენა, რად­გან მო­მი­წია ირა­ნუ­ლად თა­მა­ში. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა როცა უცხო­ელს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ, გი­წევს კონ­კრე­ტუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შეს­წავ­ლა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ამას როცა უცხო ენაც ემა­ტე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი.

კი­დევ მქონ­და ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, ეს არის ალექ­სან­დრე სად­რე­დი­ნის სა­ავ­ტო­რო ფილ­მი, Universe Zone, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­შია, სა­დაც სლავ ქალს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ. გა­და­ღე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი შე­იკ­რი­ბა. ჩემი სცე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, წყალ­ტუ­ბო­ში, სა­ო­ცარ ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­და­ვი­ღეთ.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც რომ გვე­სა­უბ­რო...

- არის რამ­დე­ნი­მე დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტზე სა­უ­ბა­რი, რო­მელ­შიც ვგეგ­მავ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. ჯერ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ჩემი გო­გო­ე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო და ზო­გა­დად სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ზე ხში­რად იყე­ნე­ბენ ვი­დეო კას­ტინგს. ბოლო სამ როლ­ზე ჩემი გო­გო­ნე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით და­მამ­ტკი­ცეს.

ძა­ლი­ან მოს­წონთ და ეა­მა­ყე­ბათ ჩემი პრო­ფე­სია რაც უდი­დეს სტი­მულს მაძ­ლევს. ჩემი მთა­ვა­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
2

გასაგებია რომ ლამაზია,მაგრამ ოთხ შვილს რომ აჩენ,ნიშნავს რომ გააზრებულად აკეთებ ამას! ...ოჯახის დანგრევა არავის საქილიკო არააა,ოღონდ თავად არ უნდა მისცე ხალხს განკითხვის საბაბი,რაც ამ შემთხვევაშიც დადასტურდა! 

ბელა
6

წარმატებებს ვუსურვებ ❤

ავტორი:

თაკო ტაბატაძე: 4 შვილის დედის წარმატებული კინოკარიერა, განსახიერებული მარტოხელა დედა და ირანელი ოფიცერი: "როლებზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს“

თაკო ტაბატაძე: 4 შვილის დედის წარმატებული კინოკარიერა, განსახიერებული მარტოხელა დედა და ირანელი ოფიცერი: "როლებზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს“

თაკო ტაბატაძეს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს. ამბობს, რომ ყველაზე რთული ინდურად და ირანულად საუბარი აღმოჩნდა. როლები დრამატულია და გადაღებები სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა. წარმატება უკვე მოვიდა, ინდოელი მაყურებელი მის მიერ განსახიერებულ მარტოხელა დედას ოვაციებით შეხვდა...

- თაკო, როგორ ხარ, როგორ არიან შენი გოგონები?

- მადლობა, კარგად. აქტიური და საინტერესო გაზაფხული გვაქვს. ჩემი უმცროსი გოგონა პირველად მივიყვანეთ ბაღში და ახლა შეგუების ეტაპზე ვართ. ძალიან მოსწონს იქაურობა, მაგრამ მაინც უნდა, რომ ახლოს ვყავდეთ, ამიტომ ამ ეტაპზე ერთად დავდივართ ბაღში, უფროსები დადიან ხატვაზე, ტანვარჯიშზე, მუსიკაზე, სკოლაშიც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ. ასე რომ, ველოდებით ზაფხულის არდადეგებს.

- ახალ პროექტზე ვისაუბროთ, ინდურ ფილმში გადაგიღეს როგორც ფოტოებიდან მივხვდი. როგორ მოხვდი, შენი როლის შესახებ მოგვიყევი...

- საკმაოდ დიდი კასტინგი ჩატარდა. ჩემი პერსონაჟი არის ქალი, დედა, ჩრდილოეთ ინდოეთიდან, რომელიც ადგილობრივ ბაზარში მუშაობს და ზრდის თავის პატარა გოგონას.

- სად მიმდინარეობდა გადაღებები, პროექტზე დაწვრილებით რომ მოგვიყვე, როდის გამოვა ეკრანზე ფილმი....

- გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის, საქართველოშიც. ინდურ კინოთეატრებში უკვე შედგა ამ ფილმის პრემიერა უდიდესი წარმატებით. ფილმში თამაშობს ძალიან ცნობილი ინდოელი მსახიობი, ვიჯეი, რომლის ეკრანებზე გამოჩენას ყოველთვის გამორჩეული ინტერესით ელოდება ინდოელი მაყურებელი.

- რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად გადაღებების პროცესიდან, მარტივი როლი არ ჩანს...

- მთავარი სირთულე იყო ის, რომ ფილმში ინდურად ვსაუბრობ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ტექსტი უმოკლეს დროში უნდა მომემზადებინა ინტონაციური სიზუსტით. საკმაოდ დრამატული ფინალური სცენა მქონდა, რომელიც სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით, ისედაც დიდ რესურსს მოითხოვდა. მიხარია, რომ ჩემმა სცენებმა ინდოელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

- თაკო, რამდენიმე თვის წინ ფეხზე ოპერაციაც გაიკეთე, ახლა როგორ ხარ, როგორ ჩაიარა რეაბილიტაციის პროცესმა.

- საკმაოდ რთული იყო რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ახლაც გრძელდება. დღეში 2-3 საათი მუდმივად საჭიროა ვარჯიში სანამ ბოლომდე აღდგება კუნთების ტონუსი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ყოველთვის.

- სოციალურ ქსელში ვნახეთ ფოტოები, სადაც ირანელ სამხედრო პირს განასახიერებთ, მოგვიყევით ამ პროექტზე...

- ძალიან საინტერესო იყო ამ ფილმზე მუშაობა, რომლის რეჟისორი არიელ კოენია. არაჩვეულებრივი გუნდი შეიკრა. ფილმში განვასახიერებ ირანელ ოფიცერს და ამ შემთხვევაშიც მთავარი გამოწვევა იყო ენა, რადგან მომიწია ირანულად თამაში. ზოგადად, ძალიან საინტერესოა როცა უცხოელს განასახიერებ, გიწევს კონკრეტული კულტურული მახასიათებლების შესწავლა, გათვალისწინება და ამას როცა უცხო ენაც ემატება, ძალიან რთული და ამავდროულად, საინტერესო ხდება მუშაობის პროცესი.

კიდევ მქონდა ერთი საინტერესო პროექტი, ეს არის ალექსანდრე სადრედინის საავტორო ფილმი, Universe Zone, რომელიც მუშაობის პროცესშია, სადაც სლავ ქალს განვასახიერებ. გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა. ძალიან საინტერესო ინტერნაციონალური გუნდი შეიკრიბა. ჩემი სცენები საქართველოში, წყალტუბოში, საოცარ ლოკაციებზე გადავიღეთ.

- სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბრო...

- არის რამდენიმე დიდ საერთაშორისო პროექტზე საუბარი, რომელშიც ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას. ჯერ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ჩემი გოგოები ძალიან მეხმარებიან. კოვიდ რეგულაციების გამო და ზოგადად საერთაშორისო პროექტებზე ხშირად იყენებენ ვიდეო კასტინგს. ბოლო სამ როლზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს.

ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ ჩემი პროფესია რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. ჩემი მთავარი შემფასებლები არიან.