პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით - მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება" - დეგნანი
"მოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით - მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება" - დეგნანი

მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, მან პი­რო­ბა დადო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც რუ­სე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა მოხ­დე­ბა“ , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დეგ­ნა­ნი გან­მარ­ტავს, სან­ქცი­ე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რათა ომი შე­ჩერ­დეს და არ გა­ფარ­თოვ­დეს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთა­ვა­რი პო­ზი­ცი­აა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის კუ­თხით. ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ, რომ სან­ქცი­ე­ბი მუ­შა­ობს, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზაა, რათა და­არ­წმუ­ნოს პუ­ტი­ნი, რომ ეს ომი შე­წყვი­ტოს. ამას კარ­გად ვხე­დავთ იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბი­დან, რო­დე­საც ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზეა სა­უ­ბა­რი.

რუ­სე­თის მხა­რე ყო­ველ­თვის აყე­ნებს სა­კითხს სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნის თა­ო­ბა­ზე. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, პრე­მი­ე­რის გა­ნა­ცხა­დე­ბით, მან პი­რო­ბა დადო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­დე­ბა რუ­სე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა. რა თქმა უნდა, ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. სან­ქცი­ე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რათა ომი შე­ჩერ­დეს და არ გა­ფარ­თოვ­დეს. არა­ვის არ სურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ამ ომის სა­მიზ­ნე.

სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც შიდა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში თავ­დას­ხმე­ბია ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, იძა­ხი­ან: "მო­ღა­ლა­ტე", პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია" "ომის პარ­ტია" და ასე შემ­დეგ. ეს ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა სარ­გე­ბელს აძ­ლევს რუ­სეთს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ მო­აქვს სარ­გე­ბე­ლი. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­მარ­თლებს დე­ვიზს - "ძალა ერ­თო­ბა­შია",- აღ­ნიშ­ნავს დეგ­ნა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
0

როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის აჯობებს ისე მოვიქცევით. შენთან შეთანხმება არ გვჭირდება როგორ მოვიქცეთ. საჭიროა მივიღებთ საიჭიროა არა და თქვენ არ გეკითხებათ არავინ ! 

მარიამი
0

ქართველების მტრებო! გაქრით საქართველოდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით - მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება" - დეგნანი

"მოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით - მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება" - დეგნანი

მოხარულები ვართ, პრემიერის განცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება მოხდება“ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეგნანი განმარტავს, სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი.

რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე.

სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აღნიშნავს დეგნანი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"