ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი უკრაინაში, კერძოდ კი ლვოვში იმყოფება. კადრები "ტვიტერზე" უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ შედის მსახიობი ლვოვის ერთ-ერთ კაფეში.
"ის უკრაინას ჰუმანიტარული მისიით სტუმრობს, როგორც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ლტოლვილთა საკითხებში. მიირთვით ყავა, ანჯელინა, გემრიელია" - წერს გერაშენკო.
Angelina Jolie in Lviv💙💛🇺🇦
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) April 30, 2022
She is visiting Ukraine with a humanitarian mission as a UN Special Envoy for Refugees.
Enjoy your coffee, Angelina, it's delicious in #Lviv! #AngelinaJolie pic.twitter.com/rrRIcoKFrf
ცნობილი მსახიობი უკრაინაში ჩასვლამდე ვარშავის აეროპორტში დააფიქსირეს. ანჯელინას ფოტო "ინსტაგრამზე" გავრცელდა, წარწერით:
"გადაღებულია ვარშავაში, შოპენის აეროპორტში, შესაძლოა, ეს უკავშირდება იმას, რომ ის გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან თანამშრომლობს".
ცნობისთვის, მარტში ანჯელინა ჯოლი, რომელიც მშვიდობის ელჩია, უკრაინელ ბავშვებს რომის Bambino Gesù-ის ჰოსპიტალში ეწვია. მან განაცხადა, რომ ის ომის დასრულებისთვის ლოცულობს და საშინელებაა იმის დანახვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს.
"მე ვლოცულობ ომის დასასრულისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეჩერდეს ტანჯვა. საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს, დაკარგული სიცოცხლის, დაზიანებული ჯანმრთელობისა და ტრავმის სახით“, - აღნიშნა ჯოლიმ.
ანჯელინა მილიონებს რიცხავს ეხმარება ხალხს, თანაც ცხელ წერტილში წასვლა სარისკოც არის. თან ყველაზე ლამაზი როა და საყვარელი ...
ბრალი მისი ვინც დაიღუპა და დაიღუპება, თორემ ანჯელინა სირიაშიც იყო, ერაყშიც და სხვა გაუბედურებულ ქვეყნებშიც...