მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი - უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის" - გიორგი ვაშაძე
"საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი - უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის" - გიორგი ვაშაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­ტუ­ა­რა ოც­ნე­ბის პარ­ტი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ „ჭო­რიკ­ნე­ბის ბუ­დედ იქცა“.

„მათი ერ­თა­დერ­თი საქ­მე ის კი არ არის, რომ ხალ­ხს ხელი გა­უ­მარ­თონ, ეკო­ნო­მი­კა წინ წა­წი­ონ, უბ­რა­ლოდ ყო­ველ­დღე სხე­დან და ტყუ­ი­ლებს იგო­ნე­ბენ. ჩვე­უ­ლებ­რივ ჭო­რიკ­ნე­ბის ბუ­დედ იქ­ცნენ“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა. რო­დის იქ­ნე­ბა? ამას თქვენ თვი­თონ ნა­ხავთ. ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მომ­წიფ­დე­ბა, რაც კა­ნო­ნით და კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის შექ­მნი­ლი. წნე­ხი ქვეყ­ნის შიგ­ნით და ქვეყ­ნის გა­რე­და­ნაც იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნე­ბა, ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ამას­თან ვა­შა­ძემ აშშ-ში ვი­ზიტ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც აშშ-ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნი­ხი­ლე­ბა.

„რუ­სულ ბა­ზარ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მოვხსნათ. თუ ჩვენ ამე­რი­კელ მე­გობ­რებს, აშშ-ის პრე­ზი­დენტს, კონ­გრესს, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ამა­ზე და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, და­მერ­წმუ­ნეთ, ეს შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში მოხ­დეს. დღეს ვა­შინგტო­ნი მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტია, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩვენს რე­გი­ონ­თან, უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით. ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო აქ არ არის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მმარ­თვე­ლი ძა­ლის პო­ზი­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ზო­გა­დად ახალ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ტურ­ბუ­ლენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ეს სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცია საფრ­თხე­ებს მოგ­ვი­ტანს, რუ­სე­თის­გან შემ­დგომ აგ­რე­სი­ას.

სამ­წუ­ხა­როდ, იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, ხე­ლი­დან ვუშ­ვებთ. დღეს, და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე პირ­და­პირ ვა­ყე­ნებთ სა­კითხს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხი­ლუ­ლი უნდა იყოს აშშ-ის ბა­ზის გან­ლა­გე­ბის სა­კი­თხი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე ეს არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი, რომ რუ­სუ­ლი აგ­რე­სია შე­ვა­ჩე­როთ“,-გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ხე­ლი­დან უშ­ვებს.

„ვწუხ­ვარ, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ სა­ო­ცარ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან უშ­ვებს. ოთახ­ში არი­ან ჩა­კე­ტი­ლი, ოღონდ არა­ვის ელა­პა­რა­კონ და ოღონდ არა­ვინ ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მზად არი­ან, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე უარი თქვან“,-გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ამას აჟრიალებს,ბაზა,რომ გახსნას ჯერ ნატოს წევრი უნდა იყო.ეტყობა ბიტკოინის ფასი ეცემა და ეს ნერვიულობს.

g
1

ვაშადზე მოგალატე ხარ,რა გინდა ერთხელ იყავი ზევით გეყოფა მეტი საჯირო არაა იქ ყოფნა.არავის უნდიხარ რას ვერ ხვდები ამოსულიხარ ყელში.შენს ოჯახს მოუარე იცხოვრე როგორც უბრალო ხალხი,დაეტიე ერთ ადგილზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი - უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის" - გიორგი ვაშაძე

"საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი - უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება“ მატუარა ოცნების პარტიად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „ჭორიკნების ბუდედ იქცა“.

„მათი ერთადერთი საქმე ის კი არ არის, რომ ხალხს ხელი გაუმართონ, ეკონომიკა წინ წაწიონ, უბრალოდ ყოველდღე სხედან და ტყუილებს იგონებენ. ჩვეულებრივ ჭორიკნების ბუდედ იქცნენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება.

„საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება. როდის იქნება? ამას თქვენ თვითონ ნახავთ. ამისთვის ყველაფერი მომწიფდება, რაც კანონით და კონსტიტუციით არის შექმნილი. წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც იქნება. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განიხილება.

„რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვხსნათ. თუ ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს ამაზე დაველაპარაკებით, დამერწმუნეთ, ეს შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს. დღეს ვაშინგტონი მსოფლიოს პოლიტიკური ცენტია, სადაც ყოველდღიურად მიიღება გადაწყვეტილებები ჩვენს რეგიონთან, უკრაინასთან მიმართებით. ვწუხვარ, რომ საქართველო აქ არ არის. ხელისუფლებაში მმართველი ძალის პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სირაქლემას პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ზოგადად ახალ გეოპოლიტიკურ ტურბულენციასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, ეს სირაქლემას პოზიცია საფრთხეებს მოგვიტანს, რუსეთისგან შემდგომ აგრესიას.

სამწუხაროდ, იმ შესაძლებლობას, რომელიც საქართველომ შეიძლება გამოიყენოს, ხელიდან ვუშვებთ. დღეს, დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ ვაყენებთ საკითხს, რომ საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი. დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ნატო-ში გაწევრიანებამდე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი, რომ რუსული აგრესია შევაჩეროთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ და სხვა შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს.

„ვწუხვარ, რომ ქართული ოცნება“ ამ საოცარ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს. ოთახში არიან ჩაკეტილი, ოღონდ არავის ელაპარაკონ და ოღონდ არავინ ჩამოვიდეს საქართველოში, მზად არიან, სახელმწიფო ინტერესებზე უარი თქვან“,-განაცხადა ვაშაძემ.